ვაგინალური რგოლი შიდსისაგან იცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაგინალური რგოლი შიდსისაგან იცავს

შედეგად დადგინდა, რომ ის ნამდვილად იცავს შიდსისგან. როგორც ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების (National Institutes of Health) მეცნიერები აღნიშნავენ, ვაგინალურმა რგოლმა პრეპარატ დაპივირინთან ერთად მართლაც საგრძნობლად შეამცირა შიდსით დასნებოვნების დონე სამხრეთ აფრიკაში, მალავში, უგანდასა და ზიმბაბვეში.

ეს საშუალება გამოიცადა 18-დან 45 წლის ასაკის 2629 ქალზე, რომლებსაც დასნებოვნების მეტად მაღალი რისკი ჰქონდათ. ქალების ერთ ჯგუფს ჰქონდა ვაგინალური რგოლი დაპივირინით, მეორე ჯგუფს კი პლაცებო. ყველა მათგანი ფლობდა ინფორმაციას როგორც აივ, ასევე სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების შესახებ, ასევე გამოყოფილი ჰქონდათ პრეზერვატივები.

ქალები, რომლებიც იყენებდნენ აღნიშნულ პრეპარატს ვაგინალური რგოლის სახით, აივ-ინფექციით 27 %-ით ნაკლებად დაინფიცირდნენ. საშუალება განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა 25 წელს გადაცილებულ ქალბატონებთან. მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ ინფიცირების შემთხვევათა დიდი ნაწილი რგოლის არასწორ ჩაყენებასთან იყო დაკავშირებული.

სილიკონის რგოლი ხუთიოდე დოლარი ღირს, შესაბამისად, ბევრი ქალისათვის ხელმისაწვდომია. რგოლის ვადა 5 წელია და მისი შენახვისთვის მაცივარი არ არის საჭირო.

თინათინ გოცაძე