საქართველოში საშვილოსნოს კიბოთი ყოველწლიურად 200-მდე ქალი იღუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში საშვილოსნოს კიბოთი ყოველწლიურად 200-მდე ქალი იღუპება

, - ამის შესახებ ”მკურნალი.გე"-ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის წარმატებით განსახორციელებლად, ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა. მან საშვილოსნოს კიბოს პრევენციაში ვაქცინაციის როლი გამოჰყო და იმუნიზაციის პროცესში 9-14 წლის გოგონების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ადამიანის პაპილომა ვირუსი არის საშვილოსნოს კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ავადობის 70%-იანი წილი სწორედ ამ ინფექციაზე მოდის. ვაქცინაცია მოსახლეობაში კიბოს პრევენციის საშუალებას მოგვცემს. საქართველოში, ყოველწლიურად საშვილოსნოს კიბოთი 200-მდე ქალი იღუპება. სახელმწიფო ახორციელებს სკრინინგ პროგრამებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა კი უკვე არსებობს და ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს ის. ეს პროექტი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 70-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი“, - განაცხადა ნინო ბერძულმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მონაწილეებს პაპილომა ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს. ყურადღება ვაქცინის ეფექტურობა-უსაფრთხოებაზე, ამ მიმართულებით ქვეყნების გამოცდილებასა და როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე გამახვილდა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობის ტვირთის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, შერჩევით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ვაქცინაციის დანერგვის პროცესის, კომუნიკაციის სამოქმედო და კრიზისის მართვის გეგმების შესახებაც გაეცნენ ინფორმაციას.

1-ელი დეკემბრიდან თბილისში, ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში 9-14 წლის ასაკის გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პროექტი ვაქცინების გლობალური ალიანსის მხარდაჭერით ხორციელდება.