როგორ და რატომ ვითარდება საშვილოსნოსგარე ორსულობა (ვიდეო) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ და რატომ ვითარდება საშვილოსნოსგარე ორსულობა (ვიდეო)

მისი გამომწვევი ფაქტორებიდან ინფექციური დაავადებები ერთ-ერთ პირველი ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დაცვის უამრავი საშუალება არსებობს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სტატისტიკა არ მცირდება. საშვილოსნოსგარე ორსულობა ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

საშვილსნოსგარე ორსულობა ეწოდება მდგომარეობას, როცა კვერცხუჯრედი არაფიზიოლოგიურ ადგილას განაყოფიერდება. შემთხვევათა 98%-ში საშვილოსნოსგარე ორსულობა ლოკალიზებულია ფალოპის მილის ღრუში, თუმცა შეიძლება გარე ორსულობა განვითარდეს მუცლის ღრუში, საშვილოსნოს ყელში.

მილში განვითარებული ორსულობა შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარდეს და დიდ ზომასაც მიაღწიოს, მაგრამ შემდეგ მილი გასკდეს და საშიში გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია მისი დროული დიაგნოსტირება და დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევა.

საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების მიზეზებად მიიჩნევენ:

  • ქალის სასქესო ორგანოების ქრონიკულ დაავადებებს. მილის ორსულობის განვითარებისკენ ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი ქალები, რომელთაც გადატანილი აქვთ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (უპირატესად - სასქესო ორგანოთა) ანთებითი დაავადებები. ანთების გამო ვითარდება შეხორცება, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადასვლას აძნელებს.
  • კვერცხსავალი მილების აგებულების თანდაყოლილ ანომალიებს, კეთილთვისებიან სიმსივნეებს, ენდომეტრიოზს, გადატანილ აბორტებს.
  • საკვერცხეების ფუნქციის დარღვევას.
  • მცირე მენჯის ღრუში მიმდინარე შეხორცებით პროცესებს მშობიარობის შემდგომი გართულებისა და ახლომდებარე ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად.
  • ქირურგიულ ჩარევებს. კვერცხსავალ მილებზე ჩატარებული ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია ან ორსულობა, რომელიც სრულდება ფალოპის მილების გადაკვანძვით, ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკს.

როგორ მივიტანოთ ეჭვი საშვილოსნოსგარე ორსულობაზე?

საშვილოსნოსგარე ორსულობის სიმპტომები ადრეულ ეტაპზე ჩვეულებრივი ორსულობის სიმპტომების მსგავსია: წყდება მენსტრუაცია, იწყება უმადობა, პირღებინება, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ა.შ.

საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტისას კი აღინიშნება:

ძლიერი ტკივილი (მუცელში, გარეთა სასქესო ორგანოების არეში, ან სწორ ნაწლავში); თავბრუსხვევა; გულის წასვლა; მომატებული ოფლიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება; პულსის გახშირება, საშოდან მუქი წითელი ან ყავისფერი სისხლიანი გამონადენი. ყველაზე საშიში სიმპტომია - მასიური შინაგანი სისხლდენა, რაც კვერცხსავალი მილის გახეთქვას მოჰყვება ხოლმე და შესაძლოა შოკით, კოლაფსით და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს.

რა მეთოდებით ადგენენ საშვილოსნოსგარე ორსულობას?

საშვილოსნოსგარე ორსულობის დადგენა მარტივი არ არის, ვინაიდან ასეთი ორსულობის კლინიკური სურათი საწყის ეტაპზე ჩვეულებრივი ორსულობის სიმპტომების მსგავსია.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ორსულობაზე მცირედი ეჭვის გაჩენისთანავე, ქალმა სასწრაფოდ მიმართოს გინეკოლოგს, რომელიც მას ნაყოფის ლოკალიზაციის დასადგენად, გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად ტრანსვაგინალურ ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევასაც ჩაუტარებს.

საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობის მეთოდები

საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა. თუმცა, მცირე ვადაზე (როდესაც ორსულობა ჯერ კიდევ მილში ვითარდება) შესაძლებელია პროცესის შეჩერება მედიკამენტების მეშვეობით მოხდეს.

კვერცხსავალი მილის გახეთქვისა და შინაგანი სისხლდენის შემთხვევაში კი ქირურგიული ოპერაცია უალტერნატივოა და ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება ქირურგიული ოპერაციის მეთოდებს, ყველაზე დამზოგველი და ნაკლებ ტრავმული ლაპაროსკოპიული მეთოდია, თუმცა გვიან დიაგნოსტირებული საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში (როდესაც შეხორცებითი პროცესები უკვე განვითარებულია) მიზანშეწონილია ოპერაცია ღია წესით (მუცელკვეთით) გაკეთდეს.

თუ ამის საშუალებას ავადმყოფის მდგომარეობა და მილის დაზიანების ხარისხი აძლევს, ქირურგი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ოპერაციის დროს კვერცხსავალი მილი შეინარჩუნოს. თუმცა, თუ მეორე მილი ჯანმრთელია, დაზიანებულის ამოკვეთა ქალს შემდგომში დაორსულებასა და ბავშვის გაჩენაში ხელს არ შეუშლის. მხოლოდ საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, მომდევნო ორსულობისთვის მზადებას აუცილებლად გინეკოლოგი უნდა აკონტროლებდეს.