რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მეზოთერაპია - ნაოჭების კორექცია, ტუჩის ფორმისა და მოცულობის შეცვლა
მეზოთერაპია - ნაოჭების კორექცია, ტუჩის ფორმისა და მოცულობის შეცვლა

მეზოთერაპია წარმოადგენს სახისა და სხეულის არაქირურგიულ მოდელირებას კანშიგა ინექციების მეშვეობით. მართალია, ინექცია არცთუ ისე სასიამოვნო და ადვილად ასატანი მანიპულაციაა, მაგრამ, მოგეხსენებათ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და ქალბატონებიც მშვენიერების შესანარჩუნებლად უამრავ სხვა პროცედურასთან ერთად მეზოთერაპიასაც ვაჟკაცურად უძლებენ. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მეზოთერაპია დღეს მხოლოდ მანდილოსნების სამსახურშია.



გამელოტება, პიგმენტური ლაქები, აკნე (გამონაყარი), ლოკალური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) - ეს ის პრობლემები გახლავთ, რომლებიც ძლიერ სქესსაც ხშირად აწუხებს და რომელთა საწინააღმდეგოდაც მეზოთერაპია საკმაოდ ეფექტურია. დღეს ყველამ იცის, რომ კანის დაბერების ძირითადი მიზეზი უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დისტროფიული ცვლილებებია. აღმოჩნდა, რომ ასაკთან ერთად კანზე უარყოფითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივებიც. ამ პროცესს კანის ფოტოდაბერებას უწოდებენ. მას თან ახლავს ელასტინისა და კოლაგენის ღრმა ცვლილებები, რის გამოც კანი შრება, იქერცლება, ეშვება, ნაოჭდება... სწორედ ფოტოდაბერებით განპირობებული ესთეტიკური პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება დაედო საფუძვლად მეზოთერაპიის ცალკე დარგად ჩამოყალიბებას. მიუხედავად უამრავი კოსმეტოლოგიური საშუალებისა და პლასტიკური ქირურგიის ძალზე დახვეწილი ოპერაციული მეთოდიკების არსებობისა, აუცილებელი გახდა ნაკლებად რადიკალური და გაცილებით ეფექტური გზების შემუშავება. სწორედ ეს ფუნქცია შეითავსა მეზოთერაპიამ და ამიტომაც გახდა ის ასე პოპულარული. მეზოთერაპია, ფაქტობრივად, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა ცალკე დარგად. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის სამედიცინო აკადემიამ ის კოსმეტოლოგიის დამოუკიდებელ მიმართულებად გამოყო. ნაოჭების კორექცია, ტუჩების მოცულობისა და ფორმის შეცვლა - ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც საქართველოშიც ხშირად მიმართავენ მეზოთერაპევტებს. სწორედ ამ საკითხების თაობაზე სასაუბროდ ვეწვიეთ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "ლოტუსის" ექიმ მეზოთერაპევტს ნინო კერესელიძეს.


- ქალბატონო ნინო, განუმარტეთ მკითხველს, როგორ ხდება ნაოჭების კორექცია.
- ნაოჭების კორექცია ხდება მეზოთერაპიით, ბიორევიტალიზაციითა და კონტურული პლასტიკით. სამივე აღნიშნული მეთოდი არაოპერაციულია, მაგრამ სამედიცინო მანიპულაციაა, ამიტომ მათ აუცილებლად ექიმი მეზოთერაპევტი უნდა ასრულებდეს სამედიცინო-ესთეტიკურ დაწესებულებაში და არა სალონში. მეზოთერაპია 1952 წელს ფრანგმა მეცნიერმა მიშელ პისტორმა შეიმუშავა, ხოლო როგორც სამკურნალო სამედიცინო მეთოდი, ოფიციალურად 1987 წელს აღიარა საფრანგეთის სამედიცინო აკადემიამ. მეზოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი მთავარი პრინციპია "ცოტა, იშვიათად და მიზნობრივ წერტილებში". ამ მეთოდით კანში მცირე დოზებით შეჰყავთ სხვადასხვა კოქტეილი. კოქტეილი ირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და კანის სტრუქტურის გათვალისწინებით. ჩვენ მეზოთერაპიისთვის ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოს მოწინავე კოსმეტოლოგიური ფირმების (Filorga-ს, Mesoline-ისა და სხვათა) მიერ წარმოებულ კოქტეილებს, ხოლო ბიორევიტალიზაციისთვის - ჰიალურონის მჟავას პრეპარატებს (IAL SYSTEM და IAL SYSTEM ACP). ამ მეთოდებით მიიღწევა კანის სტრუქტურის აღდგენა, კანის ფერის გაუმჯობესება, პიგმენტული ლაქების მოშორება, ზედაპირული ნაოჭების კორექცია. მეზოთერაპიის ჩვენებებია: ასაკობრივი ნაოჭები, ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანი, პიგმენტური ლაქები, აკნე, გამოხატული კაპილარული ქსელი, ორმაგი დაკიდებული ღაბაბი, ცელულიტი, ზედმეტი ცხიმი, თმის ცვენა და სხვა.


- რამდენად მტკივნეულია ეს მანიპულაციები?
- უმტკივნეულოა, რადგან ინექციის წინ პაციენტს ვუკეთებთ სპეციალურ ტკივილგამაყუჩებელ მალამოს და პროცედურას ვასრულებთ საგანგებოდ მეზოთერაპიისთვის განკუთვნილი ატრავმული მცირე კალიბრის ნემსებით. სამკურნალო ეფექტი მიიღწევა ორმაგი

You must have Flash Player installed in order to see this player.
ზემოქმედებით - ჩხვლეტით ანუ ნერვულ დაბოლოებებზე მექანიკური ზემოქმედებით და კოქტეილში შემავალი მედიკამენტების სამკურნალო მოქმედებით.



თარიღი : 15-12-2015
ირინა
მეც მაინტერესაბს ნინოს შეკითხვას გაეციტ პასუხი თუ შეიძლება ანუ ტუ ერთხელ ჩავიატრე სულ მომიწევს პროცედურების ჩატარება?
თარიღი : 05-03-2015
nino
მაინტერესებს მეზოთერაპიის ჩატარების შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთი წლის მაგალითად, კანი უარეს მდგომარეობას იღებს თუ არა.ვგულისხმობ როცა გადის ეს პროცედურა. თუ ერთხელ ჩავიტარებ ეს ნიშნავს თუ არა რომ მთელი ცხოვრება უნდა ვიტარო? ალბათ კითხვა გაიგეთ. დიდი მადლობა წინასწარ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
აშშ-ში მოუსვენარი ცხოვრება საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის ახალი მაჩვენებელია. ადრე მაღალი სტატუსის სიმბოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება და სადილის შემდეგ გოლფის თამაში იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხული, მზე, ზღვა, რუჯი - ყველაფერი ეს ძალიან მიმზიდველად ჟღერს, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. მაგრამ რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუკი მისი ზღვაზე ყოფნა კრიტიკულ პერიოდს დაემთხვა?
მაღალი ქუსლი, ფეხსაცმელი საქუსარის გარეშე, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსი, დიდი ჩანთა, მხარზე გადაკიდებული ჩანთა, კაპიუშონიანი ტანსაცმელი და პალტო ძალიან მოდურია, მაგრამ გაუმართლებელ ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას.
ყველა ქალს აქვს ბედნიერების უფლება, თუმცა ბევრს ტანჯულის პოზიცია მოსწონს და კარგავს ბედნიერების შანსს. სამწუხაროდ, ხშირად ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, რადგან სადღაც ძალიან ღრმად მტკიცედ გვწამს: “ამის გაკეთება არ შემიძლია!”; “მეშინია!”...

გაზაფხული, მარტი, დედის დღე და ქალთა დღე - უკვე განუყოფელია. ამ პერიოდს გაზაფხულის სიხარულთან ერთად ქალებისთვის გამორჩეული ყურადღება და სიყვარული მოაქვს. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ქალთა დღეს მარტში აღნიშნავენ. ეს თვე ძალიან ჰგავს ქალს - ჭირვეულსა და შეუცნობელს. მარტი ხომ გაზაფხულის დასაწყისია, გაზაფხული კი ბუნების გაღვიძების დროა, ახალი სიცოცხლისა და სურნელის მომტანი.

ახალი წლის დღეები დასრულდა, სადღესასწაულო განწყობაც ნელ-ნელა მინელდა და საოცარი დაღლილობა შეიმჩნევა. ასეთი განცდა ქალების უმრავლესობას ეუფლება. ისინი დასვენებასაც ვერ ასწრებენ, წინ კი მოსაწყენი ყოველდღიურობაა...

ქალების 70-80% ბავშვებს მარცხენა მხარეს იჭერს, რისი მიზეზიც სპეციალისტებისთვის ცნობილი არ იყო. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს დადებითად მოქმედებს დედასა და ბავშვს შორის ურთიერთკავშირზე. ასე იქცევა ცხოველების დიდი ნაწილიც.
07 აგვისტო 2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
22 აგვისტო 2017
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.