რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
საზაფხულო სამზადისი
საზაფხულო სამზადისი

აგარაკზე ან კურორტზე
ჩასვლისას ხშირად აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ბევრი რამ დამავიწყდა. როგორ მოვიქცე, რომ შინ არაფერი დამრჩეს?


საზაფხულო სამზადისი თავისი სასიამოვნო ფუსფუსითა და მღელვარებით ძალიან ჰგავს საახალწლოს: ქალი არჩევს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, ვარცხნილობას, აკონტროლებს წონას, საგანგებოდ უვლის სხეულს, გეგმავს, სად გაატაროს ზაფხული, თუ ჯერ ოჯახი არ აქვს, ფიქრობს, ვის დაუკავშიროს მომავალი და ოცნებობს.

და აი, დადგა ნანატრი დღეც, უფროსმა ხელი მოაწერა თქვენს განცხადებას შვებულების შესახებ. თითქოს ჩამოჰკრეს ზეიმის მაუწყებელმა ზარებმა. თქვენ სიხარულით მიიჩქარით შინისკენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რაც შეიძლება სწაფად ჩაალაგოთ ბარგი და თავი დააღწიოთ სამსახურსა და მოსაწყენ ერთფროვნებას, პრობლემებს, ქალაქის სიცხეს... მაგრამ სიჩქარემ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს, სასიამოვნო დასვენებისა და სიხარულის მოლოდინი გააფერმკრთალოს.


უსიამოვნო აღმოჩენა
როგორ ალაგებთ ბარგს, რა პრინციპით აგროვებთ ნივთებს წასაღებად? აღებთ კარადას და გამოალაგებთ იქიდან საყვარელ ნივთებს, ფაქიზად აწყობთ სამგზავრო ჩანთაში, მერე კი, ჩახვალთ თუ არა კურორტზე, აღმოაჩენთ, რომ დაგავიწყდათ ყველაზე აუცილებელი, ყველაზე მთავარი რამ? არაფერია გასაკვირი, თქვენ ხომ ძალიან ჩქარობდით...


ჩემოდანი და...
უმჯობესია, წასაღები ნივთების სია შეადგინოთ. აიღეთ პატარა ფურცელი და ჩამოწერეთ: თავდაპირველად - ყველაზე აუცილებელი (საბუთები, ფული, ჰიგიენური საშუალებები), შემდეგ - ყოველდღიური ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით სასიამოვნო წვრილმანებზე, რომლებიც გსურთ ხელთ გქონდეთ დასვენების დროს. გაითვალისწინეთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი შვებულება. ზედმეტი ნივთები დისკომფორტს შეგიქმნით, ამიტომ მიეცით თავს უფლება, ჩვეული ქალაქური სტილისგან დაისვენოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასვენების დროს დაგჭირდებათ თავისუფალი, მოხერხებული და სადა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ: შორტები, სარაფნები და ერთი კაბა კოქტეილისთვის - ეს საუკეთესო არჩევანი იქნება.


ტურისტული მოგზაურობა
დასასვენებლად საზღვარგარეთ მიემგზავრებით? ნუ დაიზარებთ, წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია იმ ქვეყნის შესახებ, სადაც აპირებთ გამგზავრებას - ჰკითხეთ ნაცნობებს, გადაავლეთ თვალი ინტერნეტს. ეს უცხო ქვეყანაში ორიენტირებაში დაგეხმარებათ.


შოპინგი
საყიდლებზე სიარულის გარეშე მოგზაურობა

წარმოუდგენელია, მაგრამ დასვენება არ უნდა გადაიქცეს შოპინგომარათონად (ასეთი რამ ხშირად ხდება!). წინასწარ მოიფიქრეთ, როგორ სუვენირებს ისურვებდით საკუთარი თავისა და მეგობრებისთვის. საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს აუცილებლად მოგესურვებათ, შეიძინოთ რაიმე უცხო, ეგზოტიკური, მაგრამ ასეთი ნივთების ძებნას ნუ გადაჰყვებით; უმჯობესია, მეტი დრო დაიტოვოთ უცხო ქვეყნების დასათვალიერებლად. არ დაივიწყოთ ფოტოაპარატის წაღება, თორემ ძალიან დაგწყდებათ გული, თუ სამახსოვრო ფოტოები ვერ გადაიღეთ.


ნუ მოიწყენთ!
ალბათ არაერთხელ გიფიქრიათ, რომ უქმეებმა ძალზე სწრაფად გაირბინა. ნუ მოიწყენთ! შინ დაბრუნებისთანავე მოიწვიეთ მეგობრები ფინჯან ყავაზე, მოუყევით, როგორ გაატარეთ შვებულება, როგორი შთაბეჭდილებები მიიღეთ, უჩვენეთ საუკეთესო ფოტოსურათები, გადაეცით მათთვის შეძენილი სუვენირები და აუცილებლად გაუმასპინძლდით რაიმე გემრიელით, მაგალითად, კოქტეილით. მათაც გაახარებთ და საკუთარ თავსაც მიანიჭებთ სიამოვნებას. ასეთი "შემაჯამებელი" წვეულების შემდეგ უფრო იოლად დაუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო რიტმს.


ხომ არ დაგავიწყდათ?

  • პასპორტი;
  • ბილეთები;
  • საკრედიტო ბარათი;
  • გასარუჯი საშუალება;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • მობილურის სადეპოზიტო ბარათები;
  • რყევის საწინააღმდეგო საშუალებები;
  • მზის სათვალე და ქუდი;
  • მართვის მოწმობა;
  • საყვარელი სუნამო;
  • ორიოდე წყვილი მოხერხებული ფეხსაცმელი;
  • თერმოსი წყლისთვის;
  • სველი ხელსახოცები;
  • ჰიგიენური პომადა;
  • აფთიაქი;

დაუტოვეთ:

  • მეგობრებს - თქვენი კოორდინატები;
  • მეზობელს - სათადარიგო გასაღები.

დააბინავეთ შინაური ცხოველები.

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში კლებულობს ესტროგენების დონე, რაც თავის ტვინში მეტაბოლურ ცვლილებებს იწვევს. ეს ფაქტორი კი ზრდის ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.
ზაფხული, მზე, ზღვა, რუჯი - ყველაფერი ეს ძალიან მიმზიდველად ჟღერს, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. მაგრამ რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუკი მისი ზღვაზე ყოფნა კრიტიკულ პერიოდს დაემთხვა?
1. შხაპის მიღების დასრულების შემდეგ სხეულზე ცივი წყალი გადაივლეთ - ეს ტანზე გამონაყარის წარმოქმნისგან დაგიცავთ, ცივი წყალი კრავს ფორებსაც და ხელს უშლის კანში ბაქტერიების შეღწევას.

ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

ამ პროცესის განვითარების შესაჩერებლად რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება მოგიწევთ. უპირველესად, უარი უნდა თქვათ მოწევაზე, ერიდოთ ცხიმიან, ცხარე და ტკბილ საკვებს, ასევე ტკბილ გაზიან სასმელებს.

ზაფხულს ყველა მოუთმენლად ელის, რადგან ის განტვირთვის, დასვენების, გართობის საუკეთესო პერიოდია. ქალები უმეტესად მეგობრებთან ერთად ზღვაზე დასვენებას გეგმავენ, ამისთვის კი საგანგებოდ ემზადებიან - ირჩევენ ვარცხნილობას, აქსესუარებს, აკონტროლებენ წონას, საგანგებოდ უვლიან სხეულს.

11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.