ტელეფონი და ინტერნეტი სტუდენტებში ფსიქიკის პრობლემების პროვოცირებას იწვევს
ახალგაზრდებში დეპრესიის და შფოთის მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს დასკვნა სპეციალისტებმა 300-ზე მეტი სტუდენტის გამოკითხვის შედეგად გააკეთეს. მეცნიერები იკვლევდნენ რამდენად ხშირად იყენებდნენ სტუდენტები ტელეფონს და ინტერნეტს, ასევე ითვალისწინებდენენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც აღიარებდნენ მობილურ ტელეფონებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულებას, ხშირად აღენიშნებოდათ დეპრესია და შფოთვა.
მეცნიერებს არ შეუსწავლიათ ინტერნეტისა და მობილური მოწყობილობის გამოყენებასა და ნეგატიურ ფსიქიკურ სტატუსს შორის კავშირი, მაშინ როდესაც ადამიანი მობილურ მოწყობილობას, დარდის გასაქარვებლად მიმართავს.
ექსპერტების თქმით, ჩატარებული კვლევა მხოლოდ ნაწილობრივ აჩვენებს ადამიანის მიერ ახალი ტექნოლოგიების ათვისების მოტივაციის მნიშვნელობას. ეს კი ფსიქიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ლალი ჩხიკვაძე