მზადება ზაფხულისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზადება ზაფხულისათვის

მზე, ჰაერი და წყალი ჩვენი საუკეთესო მოკავშირეები არიან. ქალაქიდან შორს წყალი და ჰაერი სუფთაა, იწმინდება მზის აქტივობა კი უცვლელი რჩება. ამიტომ აუცილებელია ზოგიერთი მნიშვნელოვანი რჩევის გათვალისწინებაც. ზღვის წყალი ხშირად დაბინძურებულია. ასეთ დროს კანიც და თმაც განსაკუთრებულ ზრუნვას ითხოვს.

ყურადღება დეკოლტეს!

გარუჯვისას აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი ლოსიონი, გაუხეშებას აარიდეთ თმაც. სასიამოვნო მხოლოდ ზომიერი ნამზეურია! მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ აუცილებლად წაისვით კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი სპეციალური საშუალებები.

ხელები მაღლა!

სიცხეში თავს იჩენს სერიოზული პრობლემაც - უსიამოვნო სუნი. ოფლის გამოყოფა ზაფხულში განსაკუთრებით ძლიერდება. ამიტომ აუცილებელია საჭირო ზომების მიღება: დილა-საღამოს შხაპი და დეზოდორანტები. ისარგებლეთ ეპილაციითაც, რადგან თმიანი საფარველი უკეთ ინარჩუნებს ოფლის სუნს. არსებობს სპეციალური დეზოდორანტები, რომლებიც თმის ზრდის პროცესს ანელებენ.

ტერფების მოვლა

პილინგის დროს ხშირად ვივიწყებთ ტერფებს - ფეხისგულებსა და ქუსლებს. გამოიყენეთ მკვებავი კრემი, ყავის ნალექისა და ზღვის მარილის გამოყენებაც შესანიშნავი ეფექტის მომცემია. მაგრამ ეპილაციის გარეშე უნატიფესი პედიკიურიც კი ვერ გიშველით.

იდაყვების მოვლა

არანაკლებ უსიამოვნოა მშრალი კანი იდაყვებზე, ის ზოგჯერ მუქდება და იქერცლება კიდეც... უმჯობესია, იდაყვები ასეთ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ, მაგრამ თუ პრობლემებმა მაინც იჩინა თავი, ისარგებლეთ მარტივი რეცეპტებით: გასათეთრებლად იდაყვები ჩაყავით ლიმონის “ფინჯნებში”, მათ დასარბილებლად კი გამოიყენეთ ცხიმოვანი აბაზანები - ზეითუნის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

იზრუნეთ თმაზე!

თმაზე ზრუნვა ზაფხულის დასაწყისიდანვე ჯობს. სხვა შემთხვევაში, მწველი მზითა და ზღვის წყლით დაზიანებული თმა შემოდგომით შესაჭრელი გაგიხდებათ. ჩვეულებრივი შამპუნი უნდა შეცვალოთ სპეციალური თმის დამცავით, ბალზამიც და თმის მოვლის საშუალებაც (ფიქსატორი, ლაქი) ამ ნიშნით უნდა შეირჩეს. მოკლედ, ყველაფერი, რაც თქვენი ტუალეტის მაგიდაზე დევს, “მზისგან დამცავი” უნდა იყოს.

რამდენიმე საგულისხმო რჩევა

ეცადეთ, მზეზე უქუდოდ დიდხანს არ გაჩერდეთ. თმა დაიფარეთ ტილოს ბენდენით, ღია ფერის, საზაფხულო კეპით ან ჭილის ქუდით. ნუ იბანავებთ ზღვაში თმაგაშლილი, აუცილებლად შეიკარით და ზემოთ აიწიეთ. ზღვაში ბანაობის შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ თმაზე წყალი!

გამაგრილებელი სასმელები

ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირად გვწყურდება. როგორ მოვიკლათ წყურვილი? რა თქმა უნდა, საუკეთესო საშუალება გრილი წყალია, განსაკუთრებით - მინერალური. ის ორგანიზმში არა მარტო დაკარგულ სითხეს, ოფლთან ერთად გამოყოფილ მარილის ბალანსსაც აღადგენს. ყველაზე სასარგებლო ნატურალური მინერალური წყალია.

ლიმონათისა და გაზიანი წყლების დიდი მრავალფეროვნებიდან წყურვილს მხოლოდ ის კლავს, რომელსაც მომჟავო-მოტკბო გემო აქვს და ნატურალური შაქრითაა დამზადებული. შაქრის შემცვლელები და სხვა დანამატები პირში სპეციფიკურ გემოს ტოვებენ, რაც კვლავ აჩენს სითხის მიღების სურვილს. აი, ამ დროს ზომიერება გმართებთ. საქმე ის არის, რომ ყოველგვარი “გაზიანი შუშხუნა” ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმიდან კალციუმს აძევებს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება გულსა და თირკმლებს ტვირთავს. თანაც, რაც მეტს სვამ, მით მეტი ოფლი გდის. დილაობით ერთი ფინჯანი შავი ან მწვანე ჩაი წყურვილს სადილამდე მოგიკლავთ. ჩაიში შემავალი ექსტრაქტები ამაღლებენ ორგანიზმის ტონუსს და ამაგრებენ ნერვულ და იმუნურ სისტემას.