ვის ეკრძალება წაბლის ჭამა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის ეკრძალება წაბლის ჭამა

სასარგებლო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. თუმცა, არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც მისი მირთმევა აკრძალულია.

წაბლი ეკრძალებათ მათ, ვისაც აწუხებს:

• სისხლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი,

• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ესა თუ ის პათოლოგია (გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავიდან ან ფილტვებიდან ფარული სისხლდენის რისკჯგუფში იმყოფება).

მათ კი, ვისაც ეს დაავადებები არ აწუხებს, უნდა იცოდნენ, რომ წაბლი მეტად სასარგებლო საკვებია და საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არ ხარობს. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ნაყენი და ნახარში, ასევე სპირტიანი ნაყენიც. ნიგვზის, ნუშისა და მიწის თხილისგან (არაქისისგან) განსხვავებით, წაბლის ნაყოფი ნაკლებცხიმიანია (2%-მდე). სამაგიეროდ, გაჯერებულია სახამებლით (60%), შაქრებით (15%), ცილებით (6%), მინერალური ნივთიერებებით, უჯრედისით, A, B ჯგუფის, C ვიტამინებით.

უმი წაბლის დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომენდებული მთრიმლავი ნივთიერებების უხვი შემცველობის გამო. წაბლის ფოთლები მდიდარია გლიკოზიდებით, პექტინებით, ფლავონოიდებით, ზეთებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და K ვიტამინით.

გამომშრალი ნაყოფის ნახარში, ისევე როგორც ფოთლების ნაყენი, რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ. წაბლი განსაკუთრებით სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, მწვავე და ქრონიკული თრომბოფლებიტის, წვივის ტროფიკული წყლულისა და პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს (ქვედა კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, არტერიიტი, წვრილი სისხლძარღვების თრომბოემბოლია).

ხალხურ მედიცინაში ახალი წაბლი ქრონიკული ფაღარათისა და მალარიის სამკურნალო საშუალებაა. 100 გრამი წაბლი 180 კილოკალორიას შეიცავს.