რუსეთში 13 წლის გოგონას ფილტვები გადაუნერგეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რუსეთში 13 წლის გოგონას ფილტვები გადაუნერგეს

ფილტვების გადანერგვა, საზოგადოდ, ტრანსპლანტოლოგიისთვის არახალია, თუმცა, ამ ოპერაციას, ჩვეულებრივ, მოზრდილებთან ატარებენ და არა ბავშვებთან. ამჯერად რუსმა სპეციალისტებმა სასწაული მოახდინეს, ფილტვები ბავშვს გადაუნერგეს.

საზოგადოდ, მსოფლიოში დაახლოებით ათამდე ბავშვს აქვს ფილტვები გადანერგილი. 13 წლის გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. მას მუკოვისციდოზის მძიმე ფორმა აღენიშნებოდა. ოპერაცია სერგეი გოტიეს ხელმძღვანელობით ჩატარდა. ორგანო გადასანერგად ზრდასრული დონორისგან მოიპოვეს და დაზარალებულ ბავშვს ორმხრივი ტრანსპლანტაცია ჩაუტარეს. საყურადღებოა ისიც, რომ ოპერაციის მსვლელობისას გამოიყენეს ტრანსმემბრანული ოქსიგენაცია, შესაბამისად, გოგონა დამოუკიდებელ სუნთქვაზე ოპერაციიდან რამდენიმე საათში გადაიყვანეს.

"საჭირო იყო ოპერაციის ჩატარება, თანაც უმაღლეს დონეზე და ჩავატარეთ. სხვა გზა და გამოსავალი არ იყო! მუკოვისციდოზის დროს ბავშვები ვერ აღწევენ ზრდასრულ ასაკს, ფილტვის უკმარისობით იღუპებიან. საჭიროა შეიქმნას დონორთა, ორგანოთა და დაავადებულ პაციენტთა ერთიანი ელექტრონული ბაზა. ექიმებმა კი დროულად გამოაგზავნონ ისეთი პაციენტები, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებთ ადამიანთა გადარჩენას!", - განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, შუმაკოვის სახელობის ტრანსპლანტოლოგიისა და ხელოვნურ ორგანოთა ფედერალური სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა, ქირურგმა სერგეი გოტიემ.

თინათინ გოცაძე