კურდღლის ტუჩი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კურდღლის ტუჩი

ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებულობა - ზედა ტუჩის შეუხორცებლობა ანუ კურდღლის ტუჩია. სამედიცინო ლიტერატურის მონაცემებით, მსგავსი პათოლოგია ათასიდან ერთ ბავშვს აქვს. ტუჩის ქსოვილების აღდგენა შესაძლებელია არცთუ რთული პლასტიკური ოპერაციით, რომლის შემდეგაც ზრდასრულობისას მხოლოდ უმნიშვნელო ნაწიბური რჩება.

ამ სტატიაში მკითხველს ვუამბობთ, რატომ და როგორ ჩნდება ეს პრობლემა, ორსულობის რომელ ვადაზეა შესაძლებელი “ექოსკოპიით” მისი დადგენა და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეორე ბავშვის გაჩენა გსურთ, პირველი კი კურდღლის ტუჩით დაიბადა.

რამდენად საშიშია ეს დაავადება და რატომ იბადებიან ბავშვები კურდღლის ტუჩით?

კურდღლის ტუჩი - თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ცხვირის ღრუსა და ზედა ყბის ნორმალური განვითარების დარღვევის გამო ჩანასახოვან პერიოდში ვითარდება. მისი დამახასიათებელი ფორმა - ბავშვის სახეზე ზედა ტუჩის, იშვიათად ქვედა ტუჩის დეფორმაციაა: ის გახლეჩილია და შედგება ორი (ცალმხრივი) ან სამი (ორმხრივი დეფექტისას) ფრაგმენტისაგან. განახლეჩის სიგრძე და სიღრმე შეიძლება სხვადასხვა იყოს. ამის გამო ზოგჯერ განახლეჩიდან ზედა ყბის ლორწოვანის დანახვაც კია შესაძლებელი.

კურდღლის ტუჩის მქონე ბავშვებში წოვის პროცესი გაძნელებულია. ზედა ტუჩის ქსოვილების გამოხატული დეფექტის ან კურდღლის ტუჩზე მგლის ხახის (სასის შეუხორცებლობა) თანდართვისას ბავშვის კვება მხოლოდ ცხვირში გატარებული ზონდით არის შესაძლებელი.

ზედა ყბისა და ცხვირის ღრუს კედლების ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურების ნორმალურად ფორმირების პროცესის დარღვევის გამო შეიძლება განვითარდეს კბილების ანომალია.

კბილების რიგისა და ტუჩის რბილი ქსოვილების დეფექტები იწვევს მეტყველების დარღვევას.

ბუნებრივია, პაციენტები, რომელთაც ვერ მოუხერხდათ კორექცია, დაბალი თვითშეფასებით იტანჯებიან და ვერ ახერხებენ სოციალურ ადაპტაციას.

გარდა ამისა, შეიძლება კურდღლის ტუჩი ყბა-სახის სტრუქტურის განვითარების მრავალი ანომალიიდან ერთ-ერთი იყოს და მას თან სდევდეს შინაგანი ორგანოების პრობლემებიც.

ამ მოვლენის საფუძველი გენეტიკური დარღვევაა - მას ერთ-ერთი გენის მუტაცია განაპირობებს. ამ დროს ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა არ ირღვევა, პრობლემა მხოლოდ ფიზიოლოგიური ცვლილებით გამოიხატება. დეფექტური გენი შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს, მაგრამ ის 100%-ით არ ვლინდება. მუტაციის მიზეზად, უმეტესად, დედასთან დაკავშირებული რამდენიმე არასასურველი ფაქტორის ერთობლიობა ითვლება:

  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების მიღება და თამბაქოს წევა;
  • წარმოების მავნე პირობების ზემოქმედება;
  • ორსულობისას არსებული ინფექციური დაავადებები;
  • ორსულობის პირველ თვეებში ძლიერი ტოქსიკოზი;
  • ზედმეტი წონა;
  • ფოლიუმის მჟავას უკმარისობა;
  • სტრესული ფაქტორები;
  • მუცლის მიდამოში ტრავმები და ოპერაციული ჩარევები;
  • 35 წელს ზემოთ ასაკი.

ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ნაყოფის ყბა-სახის სისტემის ჩამოყალიბება ორსულობის პირველი რვა კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში კი ქალმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ორსულადაა და განაგრძობდეს ალკოჰოლის ან სხვა წამლების მიღებას, ეს კი, ბუნებრივია, ნაყოფზე უარყოფითად იმოქმედებს.

მეორე ორსულობის დაგეგმვა პირველი ბავშვის კურდღლის ტუჩით დაბადების შემთხვევაში

ამ დროს ყველაფერი პათოლოგიის განვითარების მიზეზებზეა დამოკიდებული. დეფექტური გენი შეიძლება ერთ-ერთ ან ორივე მშობელს ჰქონდეს ან მუტაცია სასქესო უჯრედში პირველად მოხდეს. პირველ შემთხვევაში არსებობს იმის მეტი ალბათობა, რომ მშობლები მეორე ბავშვსაც გადასცემენ შეცვლილ გენეტიკურ მასალას. მაგრამ თუკი გენის მუტაცია სპონტანურად მოხდა, ამ გენს პირველი ბავშვი მიიღებს, ამ მშობლების სხვა შვილები კი სრულიად ჯანმრთელები იქნებიან. მეტი სიზუსტით იმის გარკვევა, თუ როგორია მეორე ბავშვის პათოლოგიით დაბადების ალბათობა, მედიკო-გენეტიკური კონსულტაციის დროსაა შესაძლებელი.

კურდღლის ტუჩის მკურნალობა

ამ დეფექტის გამოსწორების ერთადერთი გზა - პლასტიკური ოპერაციაა. როგორც წესი, 3-6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვს ამ ოპერაციას არ უტარებენ. ოპერაცია გეგმიურად კეთდება იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგჩვენებები (სამშობიარო ტრავმა, ფიზიოლოგიური სიყვითლე, ინფექციები, სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოების მანკები) არ არსებობს.

ოპერაციული მკურნალობა უფრო ადრეულ ასაკშიც შეიძლება, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული მიზეზები უნდა არსებობდეს. მაგალითად, თუკი ტუჩის ნაპრალი განსაკუთრებით ღრმა და გრძელია, რის გამოც ბავშვის სრულფასოვნად კვება შეუძლებელი ხდება. ზოგიერთი ექიმი უპირატესად მიიჩნევს ოპერაციის მოზრდილ (1-2 წლის) ასაკში ჩატარებას. ყველაზე რთულ შემთხვევებში (კურდღლის ტუჩი+მგლის ხახა) კი შესაძლებელია რამდენიმე ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, რომელთა ბოლო ეტაპები 14-16 წლის ასაკში იგეგმება.

დაბოლოს, გახსოვდეთ, დროულად ჩატარებული კორექციის შემთხვევაში ბავშვის კურდღლის ტუჩით დაბადება პრობლემა აღარ არის. ასეთი ბავშვი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდება და სხვა ბავშვებივით ახარებს და აბედნიერებს მშობლებს.