სად გადის საზღვარი პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად გადის საზღვარი პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას შორის

ხელმძღვანელის სავარძლისკენ მიმავალი გზა, როგორც წესი, უფრო საკამათოდ მიიჩნევა: არც ერთი სხვა ვარიანტი არ იწვევს ამდენ შურს, აღფრთოვანებასა თუ შიშს და არც ერთს არ მოაქვს იმდენი ფული, უფლებები... და გულის შეტევები. რატომ? კლასიკურ მეცნიერებაში მმართველობის 4 ძირითად ფუნქციას გამოყოფენ: დაგეგმარებას, ორგანიზაციას, მოტივაციას და კონტროლს. მაგრამ ხელმძღვანელობის არსი, საბოლოო ჯამში, ორი მოსაზრების ბალანსზე ჯერდება: ძალაუფლება და პასუხისმგებლობა. ამ ორი ცნების სწორი შეფარდება ხელმძღვანელ თანამდებობაზე თანამშრომლის წარმატებას განსაზღვრავს. ძალაუფლებისა თუ პასუხისმგებლობის მხარეს ნებისმიერი გადახრა მენეჯერის ცხოვრებაში დრამატულ ეფექტებს იწვევს: დანიშვნას, გადაყვანას, საყვედურს ან გათავისუფლებას. ძირითადად სამი ტიპის ხელმძღვანელს განასხვავებენ:

1. ოპერატიული მენეჯმენტი (ქვედა რგოლი). ამ რგოლის ხელმძღვანელები მაქსიმალურად დაახლოებულნი არიან სპეციალისტებსა და შემსრულებლებთან და ყოველდღიურ მართვას ახორციელებენ ადგილებზე.

2. სტრატეგიული მენეჯმენტი. ამ ტიპს უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელები მიეკუთვნებიან, რომლებიც კომპანიის განვითარების ზოგად მიმართულებას განსაზღვრავენ და გრძელვადიან გეგმას ადგენენ.

საშუალო მენეჯმენტის ძირითადი ფუნქციაა ტაქტიკურ ამოცანებში სტრატეგიული მიზნების განხორციელება. ფაქტობრივად ისინი არიან ხელმძღვანელები-შუამავლები, რომლებიც მართვით იმპულსს, გეგმებს ზემოდან ქვემოთ გადასცემენ, ასევე ახორციელებნ უკუკავშირს ქვემოდან ზემოთ, მიღწეული შედეგების მიხედვით. მენეჯერის ზრდა დაბალი რგოლიდან უმაღლესისკენ ერთი შეხედვით ბუნებრივ პროცესად აღიქმება, მაგრამ ამ რგოლებს შორის ნიშანდობლივი სხვაობაა. ყოველ მომდევნო დონეზე ხელმძღვანელმა სრულად ან ნაწილობრივ განსხვავებულად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, იმოქმედოს და იფიქროს. ყველას როდი აქვს ახალი მიდგომების ათვისებისა და ძველზე უარის თქმის უნარი. ამიტომ ამგვარი ტიპის კარიერის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია რეალურად შეფასდეს მიზიდულობის დონე და შემდგომი განვითარებისკენ სწრაფვისთვის მზადყოფნა. მაგრამ ნებისმიერ ხელმძღვანელს ახასიათებს ორი რამ: ორიენტაცია და გუნდური შედეგი. კოლექტივის ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობას ხელმძღვანელი აღიქვამს როგორც საკუთარს, თუმცა გულწრფელად სჯერა სიტყვისა `ჩვენ~. ხელმძღვანელობისა და ხელქვეითობის უნარი. მენეჯერი მზად არის, ნებით გადასცეს ხელმძღვანელს საკუთარი არჩევანის თავისუფლების ნაწილი, რადგან მიაჩნია, რომ სერიოზული პროექტები მხოლოდ რამდენიმე ადამიანის შრომის ორგანიზაციის საშუალებით რეალიზდება. იერარქიული სტრუქტურის პატივისცემა. ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაში ამაზე საუბარი მიღებული არ არის, მაგრამ მას, ვინც ხელმძღვანელის კარიერისკენ მიისწრაფვის, გულის სიღრმეში ჰგონია, რომ ყველა ადამიანი სულაც არ არის თანასწორი. მისი შინაგანი მრწამსით, კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა: ვინც მართავს და ვისაც მართავენ. ასეთი კარიერის პლუსები ბევრს იზიდავს, მათ შორის იმათაც, ვისთვისაც იგი უკუნაჩვენებია. ისეთი ბონუსები, როგორიც არის ხელმძღვანელის უფლებები, მაღალი სოციალური მდგომარეობის პრესტიჟი, მაღალი ხელფასი, ლიდერის როლი მასშტაბური პროექტების რეალიზაციისას - ნამდვილად მიმზიდველია. ყველაზე ნიჭიერი სპეციალისტიც კი ვერ შეძლებს კოსმოსში რაკეტის მარტო გაშვებას. აქ საჭიროა მრავალი ადამიანის შრომის კოორდინაცია და შესაბამისი ხელმძღვანელობა. მინუსებს მიეკუთვნება არანორმირებული სამუშაო დღე. რიგითი თანამშრომლისგან განსხვავებით, ხელმძღვანელი ხშირად ვერ გამორთავს ტელეფონს, უქმე დღეებშიც კი. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ფორსმაჟორულ სიტუაციასა თუ სხვა საკითხებზე. ეს აღმატებული მატერიალური თუ მორალური პასუხისმგებლობა ფსიქოლოგიურ გადაძაბვას იწვევს და შესაძლოა, ინფარქტის მიზეზადაც კი იქცეს. ხელმძღვანელისთვის ასევე გარდაუვალია პროფესიული კვალიფიკაციის დაკარგვა, რადგან, თავისი ხელქვეითებისაგან განსხვავებით, იგი აღარ ახორციელებს ვიწრო სპეციალიზებულ ამოცანებს, რადგან ხელმძღვანელობს ბიზნესპროცესებს. თავისთავად ეს საშიში არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელმძღვანელის კარიერა მცდარი არჩევანი აღმოჩნდება და ადამიანი ცდილობს, საკუთარ სპეციალობას დაუბრუნდეს, თუმცა გრძნობს, რომ ცოდნა და უნარ-ჩვევები უკვე მოძველებული აქვს. გარდა ამისა, ზოგჯერ ადამიანი განიცდის მკაცრ ზეწოლას როგორც ხელმძღვანელების, ასევე ხელქვეითების მხრიდან. პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელმა ასე თუ ისე უნდა შეათანხმოს ამ ორი იერარქიული საფეხურის ინტერესები, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მენეჯერი ნებით თუ უნებლიეთ ჩართულია კორპორაციულ პოლიტიკაში. იქ, სადაც არის ძალაუფლება, მისთვის ყოველთვის მიმდინარეობს ბრძოლა - კომპანიაში თავს იჩენს ინტრიგები, მანიპულაციები, არაფორმალური ალიანსები და სხვა. ხელმძღვანელი არჩევანის წინაშე დგება: ან თანამდებობა უნდა დაკარგოს, ან კონტრნაბიჯები განახორციელოს. ადამიანი ხშირად ისეთ ღონისძიებებს ატარებს, რისთვისაც წინათ სხვებს აკრიტიკებდა. ცხადია, ეს მის თვითშეფასებაზეც ახდენს გავლენას.