როგორ ამოვიცნოთ შეყვარებული მამაკაცი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ შეყვარებული მამაკაცი

რა დასამალია და თვალთახედვის არეში მოხვედრილ ქალს მამაკაცი ხშირად განიხილავს შესაძლო სიახლოვის ობიექტად. მის ტვინში, ცნობიერებისგან დამოუკიდებლად, ინთება ტუმბლერი საწოლის თაობაზე და ყველა შემდგომი ქცევა საპირისპირო სქესის მიმართ ამ ბუნებრივი მამაკაცური ინტერესიდან მომდინარეობს. მამაკაცში იღვიძებს მონადირე. ამასთან, რაც უფრო მიუწვდომელია ნადავლი, მით უფრო ძლიერია დაუფლების სურვილი. სექსი მამაკაცისთვის თვითდამკვიდრების საშუალებაა. ეს არის მისი მამაკაცური საწყისის მტკიცებულება. მაგრამ ზოგჯერ იგი თვითრწმენის ნაკლებობის გადასალახავი საშუალებაა.

მამაკაცი ეძებს სულიერ სიახლოვეს

მამაკაცს აქვს სულიერი კონტაქტის, მეგობრობის მოთხოვნილება. იგი მიილტვის ქალის საზოგადოებისკენ, ურეკავს, სწერს, უყვება საკუთარ თავზე და ზოგჯერ უსმენს კიდეც. ის ყველა შესაძლო საშუალებებით ცდილობს ქალთან კონტაქტის დამყარებას. ზოგს მხოლოდ ვიზუალური და ტაქტილური კონტაქტი სჭირდება. ზოგჯერ მამაკაცი ქალის ცხოვრებაში ისე ღრმად იჭრება, რომ ცდილობს, მთლიანად დაეუფლოს მას. ყველა მამაკაცს, ისევე როგორც ქალს, თავისებური ხასიათი, თავისებური ჩვევები აქვს და სიყვარულის ტიპური გამოვლენის მოლოდინი უბრალოდ სისულელეა. ზოგიერთ მათგანს შეუძლია, ლამაზად ილაპარაკოს და სერენადებიც კი იმღეროს, ზოგიერთს ორი სიტყვის გადაბმა უჭირს. ზოგს შეუძლია, ძვირად ღირებული მანქანა და ძვირფასეულობა აჩუქოს სასურველ ქალს, ზოგიერთი კი "ციდან ვარსკვლავის მოწყვეტას" სჯერდება. თუ მამაკაცს აინტერესებს ქალის არა მარტო სხეული, არამედ სულიც, ე.ი. ის მართლაც შეყვარებულია.

სიამოვნებით გიშვებთ საკუთარ ცხოვრებაში

მამაკაცები იმდენად კონსერვატიულები არიან, რომ თავიანთ ცხოვრებაში, თავიანთ სივრცეში შეჭრის მცდელობასაც კი მათი თავისუფლების ხელყოფად აღიქვამენ. თუ ის მაინც ჯიუტად ეპატიჟება ქალს საკუთარ სივრცეში, ეს სიყვარულის აშკარა ნიშანია, მაგრამ ქალი ყურადღებით უნდა იყოს - თუ მამაკაცი საკუთარ ბინაში ნივთების გადაადგილების, დალაგების, კერძის მომზადების ან პერანგების რეცხვის ნებას გრთავთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავსა უზომო სიყვარულს. შესაძლოა, მას უბრალოდ ეზარებოდეს ამის გაკეთება. მამაკაცის ცხოვრებაში ქალის არსებობა, მისთვის საიდუმლოს გამხელა მის ნდობაზე მეტყველებს.

მამაკაცი მზადაა, მსხვერპლი გაიღოს

მამაკაცი მზადაა შეიცვალოს, დათმოს ზოგი რამ, მოახდინოს თავისი გეგმების კორექტირება, დახარჯოს დრო, ძალა, ენერგია ქალთან ურთიერთობისთვის. ნებისმიერი სიახლოვე ორივე მხარისგან მოითხოვს შეჩვევას, დათმობას. საყვარელი ადამიანების ხათრით ჩვენ ზოგ რამეზე უარის თქმა გვიხდება. თუ მამაკაცი ნამდვილად შეყვარებულია, იგი ითვალისწინებს ქალის აზრს, ეგუება მის არსებობას საკუთარ ცხოვრებაში, მზადაა, უარი თქვას თავის ჩვევებზე, ცხოვრების წესსა და მეგობრებზეც კი. მამაკაცმა შესაძლოა უარი თქვას თავის გემოვნებაზე, ტელევიზორის პულტზე და კომპიუტერთან ადგილზეც კი, მაგრამ ქალმა ამით ბოროტად არ უნდა ისარგებლოს, რადგან თუ მის გამო მამაკაცმა დათმო საკუთარი ცხოვრების წესი და პრინციპები, დედა, ძვირფასი ადამიანების წრე, საზღაური შესაძლოა ძალიან დიდი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალმა ყოველივე ამის კომპენსირება ვერ შეძლო.

კაცი ცდილობს, იზრუნოს ქალზე

ყველა მამაკაცს როდი შეუძლია, დააკმაყოფილოს ქალის მოთხოვნები, მაგრამ ქალმა უნდა დააფასოს მისი მონდომება. კაცი ცდილობს, ამოიცნოს საყვარელი ქალის სურვილები და ბავშვივით ხარობს, როდესაც მას სიხარულს ანიჭებს. ზოგიერთი ქალისთვის ეს მთავარია.

კაცი არასოდეს მოგაყენებთ ტკივილს

ეს ნიშნავს, რომ ის განზრახ არასოდეს ჩაიდენს ისეთ რამეს, რითაც გულს გატკენთ; ის არასოდეს გამოგიყენებთ და მოგატყუებთ. შეყვარებული მამაკაცისთვის ასეთი რამ წარმოუდგენელია. ჩვენი წინდაუხედაობით უნებლიე უსიამოვნებას ისე ხშირად ვაყენებთ ერთმანეთს, რომ ეს სათვალავში ჩასაგდები შესაძლოა არც იყოს; საუბარია მიზანმიმართულ სისასტიკეზე ან პათოლოგიურ უხეშობაზე, დამცირებაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც ანადგურებს ადამიანის შინაგან სამყაროს და ზოგჯერ სხეულსაც. მაგრამ ქალები ხშირად ხუჭავენ თვალს აშკარა ფაქტებზე, იჯერებენ დანაპირებს და იტყუებენ თავს, ამართლებენ მამაკაცის ცუდ ჩვევებსა და თვისებებს. ზოგჯერ არამზადები საწოლში ისეთი ნაზები არიან, რომ ამ რამდენიმე წუთის, ამ თითქოსდა მოპარული სინაზის ხათრით ქალები მზად არიან, დამცირებაც კი დაივიწყონ. თუ მამაკაცი თქვენი გულწრფელი ცრემლების მიმართ გულგრილია, წადით მისგან, რადგან მას დროგამოშვებითაც კი არ უყვარხართ. თუ მამაკაცს სიყვარულის გამოხატვა არ შეუძლია, უნდა ვასწავლოთ.