როგორი უნდა იყოს მამაკაცი ოჯახში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს მამაკაცი ოჯახში

დაოჯახებულ კაცებს კი ხშირად სხვა ქალებისკენ გაურბით თვალი. ქმარმა ცოლს არაფრით უნდა აგრძნობინოს, რომ სხვა ქალი უფრო მიმზიდველი, ლამაზი და საინტერესოა. ქალს ისედაც მშვენივრად ესმის, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოს, ქმრისთვის სწორედ ის არის საუკეთესო. ამიტომ მამაკაცს მეუღლისადმი დიდი ტაქტი და სიყვარული მართებს შინ თუ გარეთ.

ბევრი კაცი არასათანადო ყურადღებას უთმობს ცოლს ოჯახს მიღმა, ქალი კი ამას ქმრის გულგრილობად აღიქვამს და სათანადო გულგრილობითვე პასუხობს. ეს დამოკიდებულება მეუღლეების სექსუალურ ურთიერთობებშიც ნეგატიურად ვლინდება: იწვევს ქალის ფრიგიდულობას, რაც, უპირველესად, მამაკაცისთვისაა არახელსაყრელი. ამიტომ, ქმარი ყოველთვის უნდა ინტერესდებოდეს ცოლის ცხოვრებით, სამსახურში მისი მიღწევებით, კოლექტივის სიახლეებით. მეუღლეებს ერთმანეთის წარმატება უნდა ახარებდეთ, მძიმე პერიოდში კი ერთურთი უნდა გაამხნევონ.

ზოგიერთი მამაკაცის აზრით, საშინაო საქმეები მხოლოდ ქალის ვალდებულებაა. ადრე ასეც იყო. მამაკაცი ოჯახს მატერიალურით უზრუნველყოფდა, ქალი კი მეურნეობას უძღვებოდა. ახლა ქალი კაცივითაც შრომობს, ამავდროულად, საშინაო საქმეებიცა და ბავშვების აღზრდაც ისევ მის კისერზე რჩება. ასეთ დროს ქმრის დახმარება აუცილებელია, ამით კაცი ამტკიცებს, რომ უყვარს, აფასებს და ზოგავს ცოლს. სხვაგვარად, ქალი ყოველთვის დაღლილი და უხასიათო იქნება, რაც ოჯახური კონფლიქტის სათავედ იქცევა, ქალი კი, თავის მხრივ, დაკარგავს მიმზიდველობას და სწრაფად დაბერდება.

ცხადია, ცოლს უნდა დაეთმოს მეურნეობის გაძღოლის უფლება და კაცი დაეხმაროს ამაში, მაგრამ არის სფეროები, სადაც მამაკაცს აქტიურობა მოეთხოვება. ასეთია, მაგალითად, ბავშვების აღზრდა. მამის ჩართულობა აღმზრდელობით პროცესში ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ერთობლივად უნდა გადაიჭრას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, მანქანის ან ბინის შეძენა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სხვადასხვაგვარი გარიგება და ა.შ. და ასეთ დროს მამაკაცის აზრი გადამწყვეტიც კი უნდა იყოს.

დაქორწინების შემდეგ უპრობლემო ცხოვრება ძალზე იშვიათია, თუმცა ქალსა და კაცს თავადვე შეუძლიათ კონფლიქტური სიტუაციების შემცირება და აღმოფხვრა. ოჯახურ სირთულეებს ყვირილითა და შეურაცხყოფით გაუმკლავდებით თუ თანხმობითა და სიყვარულით, ეს თქვენი არჩევანია.