რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
შუახნის ასაკის კრიზისი მამაკაცებში
შუახნის ასაკის კრიზისი მამაკაცებში
შუახნის ასაკის კრიზისი, სტატისტიკურად, 30 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე მამაკაცს აწუხებს. ეს მდგომარეობა ხშირად არა მარტო მამაკაცზე, მის ოჯახზეც უარყოფითად აისახება.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ფასეულობათა გადაფასებისა და გადააზრების მომენტი. შუახნის კრიზისი კი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური დისბალანსითაც გამოიხატება. ამ დროს მამაკაცს უჭირს სიტუაციისა და საკუთარი მდგომარეობის საღად განსჯა და შეფასება, რაც ხშირად მძიმე დეპრესიის მიზეზიც ხდება. ეს დაახლოებით 30-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ.

სწორედ ამ პერიოდში აცნობიერებს ადამიანი, რომ ახალგაზრდობა გაილია, წლები უკან აღარასდროს დაუბრუნდება და
იწყებს მარადიულ თემებზე ფიქრს: ცხოვრების საზრისზე, მიღწეულსა თუ მიუღწეველ მიზნებზე. ხშირად ამ პერიოდში ადამიანი გადააფასებს მთელ თავის ცხოვრებას და რადიკალურადაც ცვლის მას.

სტატისტიკის თანახმად, შუახნის ასაკის კრიზისზე მოდის გაყრის, ნერვული პრობლემებისა თუ სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ ამ კრიზისს ყველაზე მწვავედ სწორედ მამაკაცები განიცდიან.
ეს ვითარება ნეგატიურად აისახება მათ ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უპირველესად ფსიქოლოგიური პრობლემა უნდა მოგვარდეს და ფიზიკური თავისთავად გაუმჯობესდება.

კრიზისის საწყისი ნიშნები ად­ვილი ამოსაცნობია: კაცი შინ ხშირად ბრუნდება უგუნებოდ, არ სურს საუბარი, ზოგჯერ აგრესიის შეტევებიც აქვს. ხასიათის ცვლილება, უძილობა, გაღიზიანება, მუდმივი დაღლილობა მისი თანამგზავრი ხდება. ასეთ დროს მამაკაცს ცხოვრების შეცვლის სურვილი უჩნდება. ამ პერიოდში ცოლი მისთვის გაღიზიანების მიზეზი, ხშირად კი დაგროვილი ბრაზისა და აგრესიის ობიექტიც ხდება. ზოგი ოჯახს ანგრევს თავისი ნებით, ზოგი კი ალკოჰოლში ეძიებს ხსნას.

ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს მძიმე ყოფა დიდხანს ვერ გასტანს და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

მთავარი კი ქალის მოთმინებაა. კრიზისულ პერიოდში კაცი განსაკუთრებით მოწყვლადია და ყველაზე მეტად ცოლის სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა სჭირდება. ამ დროს არასასურველია რჩევა-დარიგებებით თავის გაბეზრება ან მისი ფსიქოლოგთან გამწესება. მნიშვნელოვანია, რომ კაცი არ ჩაიკეტოს თავის თავში, ჭკვიანი და მოსიყვარულე ქალი კი შეძლებს სათანადო დამოკიდებულებით ქმრის სულიერი მდგომარეობის შემსუბუქებას და მისი თვითშეფასების ამაღლებას.

ასეთ ვითარებაში აუცილებელია ოჯახური ცხოვრების გამრავალფეროვნება თეატრით, რესტორნით, კინოთი. მთავარია, მამაკაცმა გააცნობიეროს, რომ 40 წლის ასაკში ცხოვრება ნამდვილად არ სრულდება.

ცოლის გააზრებული, სწორი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მამაკაცს დაეხმარება შუახნის ასაკის კრიზისის სწრაფ და უმტკივნელოდ გადატანაში.
თარიღი : 29-07-2016
eh
ეს რომ ადრე მცოდნოდა მამაჩემსს ვუშველიდი.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყველასთვის ცნობილია გამონათქვამი - “მამაკაცს უყვარს თვალებით, ქალს კი - ყურებით”, რამდენად შეესაბამება ეს გამონათქვამი სინამდვილეს?

ქალის გარეგნობის პიკანტური დეტალების შემჩნევის უნარი მამაკაცის ბუნებრივი თვისებაა. მიმზიდველად და მაცდუნებლად მოსილი ქალი ნორმალურ კაცს უყურადღებოდ არ დარჩება, ზოგიერთმა შესაძლოა მათთან ნაცნობობაც კი მოიწადინოს. შესაბამისად, მამაკაცის რეაქცია მართლაც დამოკიდებულია მხედველობით შთაბეჭდილებებზე. ქალისთვის ნიშნეული სხვა თვისებები, მაგალითად, ზნეობრიობა, ინტელექტი, შრომისმოყვარეობა და მოკრძალება მამაკაცებს სიყვარულისთვის საკმარის იმპულსს ვერ აძლევს.

ერექციული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ყოველი მესამე მამაკაცი აწყდება მას.
თანამედროვე მოდის დიზაინერებს მშვენივრად ესმით მამაკაცთა მოთხოვნილებები. კოლექციებში წარმოდგენილია საკმაოდ ეფექტური, მარტივი თარგის, ლაკონიური, კომფორტული მოდელები.

ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს ძლიერი სქესის წარმომადგენლებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების ნიშნები. როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, ეს გაზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ალბათობას, რაც კიბოს პრევენციის საშუალებაა.
ფსიქოლოგთა კვლევებით დამტკიცდა - ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ, მამაკაცებიც ქალებივით მრავალფეროვანი ემოციური ცხოვრებით ცხოვრობენ.

გავრცელებული მოსაზრება, რომ მამაკაცები ქალებზე ნაკლებად ემოციურები არიან, მხოლოდ სტერეოტიპია. სინამდვილეში, მამაკაცები ქალებზე ნაკლებად როდი განიცდიან ან ავლენენ გრძნობებსა და ემოციებს. ცოლიანი მამაკაცები კი ძალზე ძლიერად რეაგირებენ ოჯახის წევრებსა და ცოლთან დაკავშირებულ სტრესებზე.

საკმაოდ ბევრი მამაკაცი, სამწუხაროდ, მარტოხელა ცხოვრებას ეწევა. მათ მოსწონთ ასეთი ყოფა, დროთა
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა