რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
როდის და რატომ ტირიან მამაკაცები
როდის და რატომ ტირიან მამაკაცები
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.


კაცები ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას ისევე განიცდიან, როგორც ქალები, უბრალოდ, ემოციათა გამოხატვის ფორმაა განსხვავებული. შესაძლოა მათი განცდა უფრო ღრმა და ხანგრძლივიც კი იყოს.

რატომ ტირიან მამაკაცები?

ბედნიერება, განშორება, სიკვდილი - ის მიზეზებია, რომლებმაც შეიძლება
მამაკაცი აატიროს.

მამაკაცის ცრემლებს, გამოუთქმელი სიმძიმისა და უღონობის გამო, ხშირად დამდნარ ტყვიასაც ადარებენ. ცხოვრებისეული სტრესები დაღად აჩნდება კაცის სულს, ამის შედეგია ხშირი ინფარქტები, ინსულტები თუ სხვა მძიმე დაავადებები.

რეალურად კი ყველას აქვს ემოციისა თუ გრძნობის გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც ცრემლებით. თუმცა მამაკაცებს ბავშვობიდან აჩვევენ თავშეკავებას მათი
ვაჟკაცობის დასტურად, რაც ბუნებრივად გულისხმობს ცრემლის შეკავებასაც.

აცრემლებული კაცისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალის მხარდაჭერას: წარმოუდგენელია დაცინვა და საყვედური. გულწრფელი თანადგომა და სიყვარული ნებისმიერი მიზეზით თვალსმომდგარ ცრემლს შეაშრობს.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყველასთვის ცნობილია გამონათქვამი - “მამაკაცს უყვარს თვალებით, ქალს კი - ყურებით”, რამდენად შეესაბამება ეს გამონათქვამი სინამდვილეს?

ქალის გარეგნობის პიკანტური დეტალების შემჩნევის უნარი მამაკაცის ბუნებრივი თვისებაა. მიმზიდველად და მაცდუნებლად მოსილი ქალი ნორმალურ კაცს უყურადღებოდ არ დარჩება, ზოგიერთმა შესაძლოა მათთან ნაცნობობაც კი მოიწადინოს. შესაბამისად, მამაკაცის რეაქცია მართლაც დამოკიდებულია მხედველობით შთაბეჭდილებებზე. ქალისთვის ნიშნეული სხვა თვისებები, მაგალითად, ზნეობრიობა, ინტელექტი, შრომისმოყვარეობა და მოკრძალება მამაკაცებს სიყვარულისთვის საკმარის იმპულსს ვერ აძლევს.

ერექციული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ყოველი მესამე მამაკაცი აწყდება მას.
თანამედროვე მოდის დიზაინერებს მშვენივრად ესმით მამაკაცთა მოთხოვნილებები. კოლექციებში წარმოდგენილია საკმაოდ ეფექტური, მარტივი თარგის, ლაკონიური, კომფორტული მოდელები.

ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს ძლიერი სქესის წარმომადგენლებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების ნიშნები. როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, ეს გაზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ალბათობას, რაც კიბოს პრევენციის საშუალებაა.
ფსიქოლოგთა კვლევებით დამტკიცდა - ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ, მამაკაცებიც ქალებივით მრავალფეროვანი ემოციური ცხოვრებით ცხოვრობენ.

გავრცელებული მოსაზრება, რომ მამაკაცები ქალებზე ნაკლებად ემოციურები არიან, მხოლოდ სტერეოტიპია. სინამდვილეში, მამაკაცები ქალებზე ნაკლებად როდი განიცდიან ან ავლენენ გრძნობებსა და ემოციებს. ცოლიანი მამაკაცები კი ძალზე ძლიერად რეაგირებენ ოჯახის წევრებსა და ცოლთან დაკავშირებულ სტრესებზე.

საკმაოდ ბევრი მამაკაცი, სამწუხაროდ, მარტოხელა ცხოვრებას ეწევა. მათ მოსწონთ ასეთი ყოფა, დროთა
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა