მამაკაცის ტანსაცმლის შემოდგომა-ზამთრის 2016-17 წლის მოდური ტენდენციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის ტანსაცმლის შემოდგომა-ზამთრის 2016-17 წლის მოდური ტენდენციები

მოდელიორების მიერ გამოყენებული სტილი, ფერები და მასალის მრავალფეროვნება სეზონზე მამაკაცებს მათთვის მისაღები - ერთდროულად მოდური და მოხერხებული გარდერობის შერჩევის საშუალებას მისცემს. სეზონის ძირითად ტენდენციად შეიძლება კონსერვატიზმთან ბრძოლა ჩაითვალოს, ოღონდ ეპატაჟის გარეშე.

დასახული მიზნის მისაღწევად მოდელიორთა არსენალში საკმარისი საშუალებებია. პოპულარული გადაწყვეტაა სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ქსოვილის, სტილის, უჩვეულო დეტალების, აქსესუარებისა და გრაფიკული ელემენტების კომბინირება.

აქტუალური მასალებიდან შეიძლება დასახელდეს: ტყავი, ტვიდი, შალის ქსოვილი, დენიმი. ტანსაცმლის ცალკეულ დეტალს გამოყოფენ ატლასით, ბეწვით.

ფერთა გამაში შეინიშნება მკვეთრი ნაჯერი ფერები, მათ შორის ტიპურ ქალურ ფერებად აღიარებული: იისფერი, სტაფილოსფერი, ღია მწვანე და ვარდისფერი. თუმცა ტრადიციულად პოპულარული რჩება - ლურჯი, შავი, ყავისფერი, ხაკისფერი, ბორდოსფერი, წითელი, თეთრი და ნაცრისფერი.

ფერთა შეხამება ვლინდება პერანგისა და სვიტერის კომბინირებით, ხოლო გარდერობის შერჩევისას პოპულარული რჩება კლასიკური სამოსის შერწყმა სპორტულთან - ბოტასებისა და მაისურის - პიჯაკთან, ერთი სიტყვით - ცასუალ.

ძირითად სტილად რჩება კლასიკა რეტროს ელფერით, სამხედრო სტილი, უცვლელად პოპულარული იქნება სპორტული სტილი.

პერანგი

მოდურია კლასიკური, სამხედრო სტილის, ძირითადად თეთრი ფერის პერანგები. ასევე ნახევრად გამჭვირვალე მასალები - პერანგები სხვადასხვა თემატიკის ზოლების მსგავსი გრაფიკული ჩანართებით. მოდაში რჩება პერანგები - პოლო. პოპულარულია პერანგების ჩანაცვლება მაისურებით და პერანგის შეხამება სვიტერთან და კარდიგანთან.

კოსტიუმი

მოდურია წელზე მომდგარი ერთი ტონის ქსოვილის მოდელები, რეტროს სტილის მოდელები, მაგალითად, კუბოკრული ქსოვილისა. დიზაინერებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ მამაკაცის კლასიკური კოსტიუმისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა და შექმნეს ნამდვილად ორიგინალური და მოხდენილი მოდელები.

შარვლები - პოპულარულია ვიწრო თარგის.

აქსესუარები - წარმოდგენილია ერთი ფერის ან უჯრედებიანი გრძელი შარფებით, გრძელი, ვიწრო, შავი ფერის ჰალსტუხებით, ტევადი ჩანთებით (პოპულარულია „ფოსტალიონის“ ჩანთა). ამ სეზონზე მოდური იქნება ქამრები.

ფეხსაცმელი - როგორც ზემოთ აღინიშნა, მოდურად რჩება სპორტული ფეხსაცმლის კლასიკურ ტანსაცმელთან - პალტოსა და პიჯაკთან დაწყვილება.

ზამთრის სეზონის მოდა დიდი სიახლეებით არ გამოირჩევა, საზოგადოდ, მსოფლიო მოდის ტენდენციები თითქმის უცვლელი რჩება. ყველაზე აქტუალური კატეგორია ზედა ტანსაცმელია.

ამ კატეგორიაში წარმოდგენილია კლასიკური პალტო, როგორც დათბილული, ისე მსუბუქი ქსოვილისგან შესრულებული, საშემოდგომო, მუხლამდე ან მის ზემოთ. კვლავაც აქტუალურია 30-იანი წლების მოდელები - კუბოკრული, წელზე მომდგარი და სამხედრო სტილის პალტოები.

ქურთუკებიც მრავალფეროვანია - ისევ მოდური იქნება ბუმბულის, სპორტული, სამხედრო სტილის ქურთუკები. პოზიციას არ თმობენ ბაიკერის ქურთუკებიც.