რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
უცნაური დაავადებები, რომლებიც ექიმმა ჰაუსმა განკურნა და რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეგხვდეთ
უცნაური დაავადებები, რომლებიც ექიმმა ჰაუსმა განკურნა და რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეგხვდეთ
ბევრი კლინიკა ისურვებდა ექიმი ჰაუსის დონის პროფესიონალ კადრებს. მის მიერ დასმული დიაგნოზები ზედმიწევნით სიზუსტით გამოირჩევა. სერიალში დაავადებები და მისი მკურნალობის გზები დეტალურად არის განხილული. ექიმებისთვის ჰაუსი მასწავლებლადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ჩვენ კი გთავაზობთ ყველაზე უცნაურ დაავადებებს, რომლებიც ექიმმა ჰაუსმა განკურნა და რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეგხვდეთ.
ოქროთი მოწამვლა
მამაკაცს მოულოდნელად სუნთქვის პრობლემები შეექმნა. რამდენიმე სერიოზული ტესტის ჩატარების შემდეგ აღმონდა, რომ მას ცოლი ოქროს ნატრიუმის ტიომალატით წამლავდა.
რეალურ ცხოვრებაში ოქროთი მოწამვლის სიმპოტოებია ძვლის ტვინის დეპრესია, სიყვითლე, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
ოქროთი მოწამვლა არც ისე
იშვიათია. ის შეიძლება მოხდეს ინდუსტრიული აფეთქების, ჰაერის ან წყლის ძლიერი დაბინძურების დროს.
ბუბონის ჭირი
ერთ-ერთ პაციენტს ძილის პრობლემები შეექმნა. ის მთელი ქილა ძილის აბების დალევის შემდეგადაც ვერ იძინებს. შემდეგ ეტაპზე კი რექტალური სისხლდენა და ღვიძლის პრობლემები შეექმნა. პაციენტს ღვიძლის გადანერგვამაც ვერ უშველა. ექიმმა ჰაუსმა კი
გაარკვია, რომ დაავადებულს კავშირი ქონდა ძაღლთან, რომელსაც, სავარაუდოდ, ბუბონის ჭირის მატარებელი რწყილები ყავდა. მისი ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდა.
დაავადების გადამტანები არიან ცხოველები, რომლებსაც ამ ჭირით ინფექცირებული რწყილები ყავთ. სიმპოტომებია თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ჩირქიანი წყლულები, ე.წ. "ბუბონები".
რეალურ ცხოვრებაში დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება მკვდარ და რწყილიან ცხოველებთან მორიდებაა.
ძილის დაავადება
სერიალის ერთ-ერთი პაციენტი გაციებულია და მას გამუდმებით ეძინება. თავდაპირველად, სამედიცინო კოლექტივი დიაგნოზად სიმსინვეს განიხილავდა, თუმცა ექიმი ჰაუსის ჩარევის შემდეგ დადასტურდა, რომ მას ძილის დაავადება ქონდა.
ეს არის ადამიანის ტრანსმისიული დაავადება, რომლის გამომწვევია უმარტივესი პარაზიტი–ტრიპანოსომები. გადამტანი კი არის ბუზი ცეცე. დაავადებამ სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება დაავადებულის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ძილის დაავადება უმეტესად აფრიკულ ქვეყნების მოსახლეობაში გვხვდება. თუმცა ის კონტინენტის ვიზიტორებსაც შეიძლება შეხვდეთ.
რეალურ ცხოვრებაში დაავადებისგან დაცვის საუკეთესო საშუალება ბუზებისგან თავის არიდებაა. ამისთვის სასურველია, რომ კონტინეტზე სტუმრობისას ნეიტრალური ფერის ტანსაცმელი და გრძელმკლავიანი მაისურები ატაროთ.
ტვინის წითელა
სერიალში გვხვდება სპორტსმენი, რომელიც სათამაშო მოედანს ორად ხედავს და თამაშის დროს სრულ კოლაფსს განიცდის. პარალელურად, ის ღამის მოჩვენებებით იტანჯება და აზროვნებაც დაუქვეითდა. კითხვაზე, რომ დაესახელებინა ცხოველი, რომლის სახელიც პ-ზე იწყებოდა, მან მხოლოდ პატარა სპილოს მოფიქრება შეძლო. ექიმმა ჰაუსმა ახალგაზრდის ისტორია გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ ის ნაშვილები იყო. შესაბამისად დაასკვნა, რომ მას საჭირო ვაქცინაციები დროულად არ ჩაუტარდებოდა და დიაგნოზი - ტვინის წითელა დასვა.
რეალურ ცხოვრებაში დაავადება მეტად იშვიათია. ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად 10 შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ადეკვატური იმუნიზაციაა.

ამ და სხვა საინტერესო დიაგნოზების სანახავად ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექი "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.

ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 05-02-2017
დაჩი
ძალიან ძალია საინტერესოა,მადლობა პოსტისთვის
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყველასთვის ცნობილია გამონათქვამი - “მამაკაცს უყვარს თვალებით, ქალს კი - ყურებით”, რამდენად შეესაბამება ეს გამონათქვამი სინამდვილეს?

ქალის გარეგნობის პიკანტური დეტალების შემჩნევის უნარი მამაკაცის ბუნებრივი თვისებაა. მიმზიდველად და მაცდუნებლად მოსილი ქალი ნორმალურ კაცს უყურადღებოდ არ დარჩება, ზოგიერთმა შესაძლოა მათთან ნაცნობობაც კი მოიწადინოს. შესაბამისად, მამაკაცის რეაქცია მართლაც დამოკიდებულია მხედველობით შთაბეჭდილებებზე. ქალისთვის ნიშნეული სხვა თვისებები, მაგალითად, ზნეობრიობა, ინტელექტი, შრომისმოყვარეობა და მოკრძალება მამაკაცებს სიყვარულისთვის საკმარის იმპულსს ვერ აძლევს.

ერექციული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ყოველი მესამე მამაკაცი აწყდება მას.
თანამედროვე მოდის დიზაინერებს მშვენივრად ესმით მამაკაცთა მოთხოვნილებები. კოლექციებში წარმოდგენილია საკმაოდ ეფექტური, მარტივი თარგის, ლაკონიური, კომფორტული მოდელები.

ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს ძლიერი სქესის წარმომადგენლებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების ნიშნები. როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, ეს გაზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ალბათობას, რაც კიბოს პრევენციის საშუალებაა.
ფსიქოლოგთა კვლევებით დამტკიცდა - ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ, მამაკაცებიც ქალებივით მრავალფეროვანი ემოციური ცხოვრებით ცხოვრობენ.

გავრცელებული მოსაზრება, რომ მამაკაცები ქალებზე ნაკლებად ემოციურები არიან, მხოლოდ სტერეოტიპია. სინამდვილეში, მამაკაცები ქალებზე ნაკლებად როდი განიცდიან ან ავლენენ გრძნობებსა და ემოციებს. ცოლიანი მამაკაცები კი ძალზე ძლიერად რეაგირებენ ოჯახის წევრებსა და ცოლთან დაკავშირებულ სტრესებზე.

საკმაოდ ბევრი მამაკაცი, სამწუხაროდ, მარტოხელა ცხოვრებას ეწევა. მათ მოსწონთ ასეთი ყოფა, დროთა
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა