მამა - აღმზრდელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამა - აღმზრდელი

როგორც წესი, ქალები ბავშვებთან დიდ დროს ატარებენ, მამაკაცებს კი უმთავრესად არ აქვთ ამის ფუფუნება და კომპენსაციას ბავშვთან ემოციური, დინამიკური და კრეატიული თამაშით ცდილობენ. სწორედ ამიტომ მამასთან გატარებული წუთები ბავშვისთვის სავსეა ნათელი, დაუვიწყარი, ემოციური და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებით. ბავშვთან ურთიერთობისას მამაკაციც მისი ჭკუისა ხდება, ასაკისა და ოჯახური სტატუსის მიუხედავად (იქნება ის მამა თუ ბაბუა).

ქალებს ხშირად ჰგონიათ, რომ მამაკაცები ბავშვებთან უფრო ქარაფშუტულად იქცევიან, არ იცავენ სათანადო წესებს და ბავშვის აღზრდაში მათი როლი უმნიშვნელოა.

ბავშვებთან მამაკაცები თავისებურად თამაშობენ. ქალების უმრავლესობისაგან განსხვავებით, ბავშვთან თამაშისას მამა გარემოს ბავშვის შემეცნებითი საქმიანობის მოედნად აქცევს. ამ წარმოდგენისას სათამაშოს როლი შეიძლება შეასრულოს არა მარტო სათამაშო მანქანებმა და თოჯინებმა, საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტებმა და საჭმლის ნაჭრებმაც კი. ასეთი თამაშები ძალიან სასარგებლოა პატარასთვის, რადგანაც უვითარებს თითებს, მოჭიდების რეფლექსს. მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ბავშვის განვითარებაზე ხელის მცირე მოტორიკა უდიდეს გავლენას ახდენს.

ამდენად, მამა-აღმზრდელი აჩქარებს ბავშვის მიერ სამყაროს აღქმის პროცესს, რაც სასარგებლო და ფასეულია. უკვე წამოზრდილ ბავშვს მამაკაცმა შეიძლება ასწავლოს ღილების, თასმების შეკვრა. ამ მოსაწყენ მოქმედებას ის ნამდვილ, სახალისო თამაშად აქცევს, რაც ძალიან მოსწონს ბავშვს.

ხშირად ქალები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ უამრავ რეკომენდაციასა და რჩევას ითვალისწინებენ, ამიტომ ბავშვის განვითარებისათვის, ძირითადად, მზა სათამაშოებსა და დიდაქტიკურ საშუალებებს იყენებენ. მამაკაცი კი, პირიქით, პატარას ავითარებს რეალური ობიექტებისა და სიუჟეტების საშუალებით. ის არსებულ ვითარებას ბავშვის განვითარებისათვის საჭირო გარემოდ ხდის. მამა ბავშვს აძლევს სხვადასხვა ინსტრუმენტს, სწორედ მისი საშუალებით ეცნობა პირველად ბავშვი ტექნიკას.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთან თამაშისას მამაკაცის მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი სპონტანურობაა. მამაკაცები იშვიათად გეგმავენ თამაშის დრამატურგიას, ხშირად ისინი მოვლენების განვითარების შესაბამისად, მათი და ბავშვის სურვილების თანახმად მოქმედებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მამაკაცი თამაშისას თავად ხდება ბავშვი და რაც უფრო დიდია ასაკით, მით უკეთესად გამოსდის ეს. ბავშვთან თამაშისას მამა იმსჭვალება თამაშის სულით, ერთობა და პროცესიდან თავადაც ღებულობს არა მარტო სიამოვნებას, არამედ სარგებელსაც. ეს სპონტანურობა და თამაშით გულწრფელად გართობა, ასევე გაუცნობიერებელი მისწრაფება თამაშის წამყვანობიდან მის მონაწილედ გარდაქმნისაკენ მამაკაცს ბავშვის საუკეთესო მეგობრად აქცევს. ბავშვთან ერთად მამაკაცი ყურადღებას ამახვილებს წვრილმანებზე, რომლებმაც ასაკთან ერთად უკვე დაკარგეს მნიშვნელობა. პატარებისთვის კი ასეთი წვრილმანები მნიშვნელოვანია, რადგანაც ის, რაც უფროსებისთვის ყოველდღიური სამომხმარებლო საგნებია, ბავშვისთვის უჩვეულო სიახლეა.

ამგვარად, სწორედ მამაკაცის პრაქტიკული ჭკუის წყალობით, ფხიზელი აზროვნებით უბრალო საყოფაცხოვრებო საგნები ბავშვის განვითარებისთვის საჭირო საშუალებებად იქცევა. მამები კი ბავშვებისთვის შეუცვლელები ხდებიან. მოფუსფუსე, ზოგჯერ ზედმეტად მზრუნველი დედებისგან განსხვავებით, მამები უფრო მამაცები არიან, შიშის გარეშე აცნობენ ბავშვებს ტექნიკას, თამაშობენ სხვადასხვა საინტერესო, მათ მიერვე მოფიქრებულ თამაშებს, ეხმარებიან ბავშვებს დიდ და უცნობ სამყაროში დამკვიდრებაში და ხდებიან პატარას საიმედო, ერთგული და განუყრელი მეგობრები.

მამა უზარმაზარ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში. ის მყარი კავშირები, მშობლებიდან პატარისკენ რომ მოდის, აახლოებს მთელ ოჯახს, ბავშვს კი ძლიერსა და მონოლითურს ხდის.