2017-2018 წლების შემოდგომა-ზამთრის მამაკაცთა მოდის ტენდენციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2017-2018 წლების შემოდგომა-ზამთრის მამაკაცთა მოდის ტენდენციები

ამ სეზონზე მოდურია ღრმა და გაჯერებული იისფერი, ღვინისფერი, მწვანე, ქლიავისფერი. კოლექციებში წარმოდგენილია ტრადიციული შავ-თეთრი გამა, აბსტრაქცია, აღმოსავლური ორნამენტები. ყველასთვის საყვარელი პრინტი, „უჯრედები“, მამაკაცის კოსტუმებზე სხვადასხვა ვარიაციით აისახება. შემოდგომის სეზონისთვის ის საინტერესო კომბინაციით - ყვითელ-შავითა და წითელ-შავით გამოიხატა.

ქურთუკები და პალტოები, ეფექტური უჯრედებიანი პრინტით, პრაქტიკულად ყველა მოდურ კოლექციაშია. ისევ მოდურია ტრიკოტაჟი, ველვეტი, მოხერი, ნატი, ხავერდი და ქიშმირი. ზოგიერთ მოდელებში წარმოდგენილია ტყავის სხვა ფაქტურებთან მიმზიდველი კომბინაცია.

სტილისტებს მიაჩნიათ, რომ პალტო მამაკაცის მოდური ტანსაცმლის განუყოფელი ატრიბუტია. თანაც ნებისმიერი სტილის პალტო მოდურია, რომელიც მამაკაცის ელეგანტურობასა და დახვეწილობას წარმოაჩენს. პალტოს კლასიკური ვარიანტი საქმიანი გარდერობისთვისაა.

შემოდგომის ცივი ამინდისთვის მოდელიორებმა მამაკაცებს ტყავისა და სხვა პრაქტიკული მასალისგან დამზადებული ლაბადების მრავალფეროვანი მედელები შესთავაზეს. კოლექციებში მოიძევთ ლაბადებს ქამრით, ელვა შესაკრავით, უმკლავებო მოდელებსა თუ საწვიმრებს. ამ შემოდგომით ლაბადები ნამდვილი ტრენდი იქნება.

წარმოდგენილი იქნება წყალგაუმტარი მასალის დათბილული ლაბადებიც. მათი სილუეტი უფრო მკაცრია, ფაქტურა კი - სქელი. დამატებით ელემენტებად დიზაინერებმა გამოიყენეს დაკერებული ჯიბეები, ქამრები, გადაფენილი საყელო და სამხრეები.

ბეწვის სარჩულიანი ტყავის ნაწარმი მრავალი წელია მამაკაცის საყვარელი სამოსია, რაც განსაკუთრებით აქტუალურია 2017-2018 სეზონზე. ბუმბულის გაბერილი ქურთუკები გამოირჩევა თავისუფალი თარგით, მკვეთრი დეკორით, ფუნქციურობით. ეს სამოსი განკუთვნილია აქტიური დასვენებისთვის, თუმცა ყოველდღიური ხმარებისთვისაც კომფორტულია. ქურთუკები კარგად ჯდება ქალაქის ქუჩების პეიზაჟში. მოდური ქურთუკის არჩევისას მოდელის ფუნქციურობა და მისი შეკერვის ხარისხია გასათვალისწინებელი.

კოსტიუმების თანამედროვე მოდელებიც ყველა მამაკაცის გარდერობს უნდა ამშვენებდეს. კოსტიუმი საზეიმო ღონისძიებების, საქმიანი თუ რომანტიკული შეხვედრების შესაფერისი სამოსია. მამაკაცის კოსტიუმი უნივერსალურია და მრავალი ცხოვრებისეული შემთხვევისთვისაა შესაფერისი. საქმიანი კოსტიუმები ეფექტურად ეხამება სხვადასხვაგვარ პერანგსა თუ მაისურს. ზოგიერთ ელეგანტურ ანსამბლს ჟილეტიც ახლავს. თანამედროვე მამაკაცის კოსტიუმი მისი ელეგანტურობისა და წარმატების მანიშნებელია.

რბილი და მოხერხებული სვიტერი ზამთრის შეუცვლელი სამოსია. ელეგანტური, მკაცრი სილუეტის სვიტერები მისაღებია ნებისმიერი შემთხვევისთვის - მეგობრებთან შესახვედრად, ქალაქში სასეირნოდ თუ რომანტიკული პაემნისთვის. ჯემპრი მამაკაცს არასტანდარტულ იერს ანიჭებს. ტრენდულია სკანდინავიური ორნამენტები, სხვადასხვა ფაქტურის კომბინაცია. ძირითადი ტენდენციაა - გრძელი სახელოები, აპლიკაციები, V-ჭრილი, მაღალი საყელო, ზოლიანი პრინტი.

ტრენდულია შავ-წითელი უჯრედებიანი პრინტი. მოდურია ასევე ეპატაჟური და უჩვეულო პრინტის პერანგები, ბაიკის ნაწარმი, კონტრასტული ნაკერი.

პერანგი მამაკაცის სამოსის ძირითად ელემენტად მიიჩნევა. ტრადიციული თეთრი პერანგი საზეიმო და საქმიანი შეხვედრებისთვისაა. კლასიკური თარგის თეთრი პერანგი საქმიანი გარდერობის განუყოფელი ნაწილია. უჯრედებიანი პერანგი პოპულარობის პიკზეა. მოდურია ასევე ვარსკვლავებიანი პრინტი, კონტრასტული საყელო და მანჟეტები. აქტუალურად რჩება ჯინსის პერანგები.

მოდური შარვლების ფასონები მრავალფეროვანია. ქუჩის ტანსაცმლის კოლექციაში თავისუფალი მოდელებია, რომლებიც არ ზღუდავენ მოძრაობას და ძალიან პრაქტიკულია. მისი შეხამება შესაძლებელია სხვადასხვა ზედა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელთან. მოდურია რუხი, შავი და ლურჯი ფერი. კოლექციებში შეხვდებით მდოგვისფერსა და მუქ ჭაობისფერ გამას.

მნიშვნელოვანია მამაკაცის აქსესუარები. ტრენდულია სხვადასხვა ფორმისა და მოდელის შლაპები, რომელთა გაფორმება შესაძლებელია მზის სათვალითა თუ მოცულობითი შარფებით. მოდურია ერთი ტონალობის, მსხვილად ნაქსოვი გრძელი შარფები, რომელთა ყელზე შემოხვევა რამდენჯერმეა შესაძლებელი.

მამაკაცის მოდურ სტილზე ზრუნვისას უმთავრესი სამოსის ჰარმონიული შეხამებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტანსაცმელი ვითარებისა და გარემოს ადეკვატური იყოს.