IQ-ს მაჩვენებელი და მისი გაშიფვრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

IQ-ს მაჩვენებელი და მისი გაშიფვრა

200 ქულაზე მეტი შედეგი ძალიან იშვიათი მოვლენაა, რადგან ჩვენი პლანეტის მცხოვრებთა უმეტესობა ძლივს აგროვებს 100 ქულას.

ძალიან მაღალი IQ-ს (150-ზე მეტი) მქონე პირები შეიძლება ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის აღმოვაჩინოთ. სწორედ ისინი ავითარებენ მეცნიერებას, მათ ეკუთვნით აღმოჩენების ხვადასხვა პროფესიულ სფეროში. მათ შორისაა ამერიკელი მწერალი მერელინ ვოს სავანტი, ასტროფიზიკოსი ქრისტოფერ ხირატა, ფენომენალური მკითხველი კიმ პიკი, რომელსაც რამდენიმე წამში შეუძლია გვერდის წაკითხვა, ბრიტანელი დენიელ ტამეტი, რომელსაც ათასი ციფრის დამახსოვრება შეუძლია, კიმ უნგ-იონგი, რომელიც უკვე 3 წლის ასაკში სწავლობდა უნივერსიტეტში და სხვა განსაცვიფრებელი მონაცემებით ცნობილი პიროვნებები.

როგორ ფორმირდება ადამიანის IQ?

IQ-ს დონეზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის:

  • მემკვიდრეობითობა;
  • გარემო (ოჯახი, სკოლა, ადამიანის სოციალური სტატუსი);
  • ტესტის შედეგებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს გამოსაკვლევი პირის ასაკი. 26 წლის ასაკში, როგორც წესი, ადამიანის ინტელექტი პიკს აღწევს, შემდგომ კი ქვეითდება.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად უმწეოა. მაგალითად, კიმ პიკს არ შეეძლო ტანსაცმელზე ღილების შეკვრა. ამასთან, ეს ნიჭი ყველას დაბადებიდან არ უვლინდება. დენილე ტამეტს უამრავი ციფრის დამახსოვრების ნიჭი ბავშვობისას გადატანილი ეპილეფსიის შეტევის შედეგად გამოაჩნდა.

140-ზე მაღალი IQ-ს დონე

140-ზე მაღალი IQ-სმ ქონე ადამიანებს გააჩნიათ შესანიშნავი შემოქმედებითი ნიჭი, ისინი წარმატებებს აღწევენ მეცნიერების სხვადასხვა დარგში. 140-ზე მაღალი ინტელექტუალური ნიჭიერების შედეგი ცნობილი ადამიანებიდან აქვთ: ბილ გეიტს და სტივენ ჰოკინგს. თავიანთი ეპოქის ასეთი გენიოსები ცნობილები არიან თავიანთი ნიჭიერებით, მათ ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ მეცნიერების განვითარებაში, ქმნიან ახალ თეორიებს, აქვთ გამოგონებები. მათი რაოდენობა მთელი მოსახლეობის მხოლოდ 0,2%-ია.

IQ-ს დონე 131-დან 140-მდე

IQ-ს მაღალი მაჩვენებელი მოსახლეობის მხოლოდ სამ პროცენტს გააჩნია. ტესტის გავლისას ცნობილი ადამიანებიდან ეს შედეგი აღენიშნებოდათ ნიკოლ კიდმანსა და არნოლდ შვარცენეგერს. ისინი წარმატებული ადამიანები არიან, მაღალი გონებრივი შესაძლებლობებით. სხვადასხვა სფეროში, მეცნიერებასა თუ შემოქმედებაში მწვერვალებს აღწევენ.

IQ-ს დონე 121-დან 130-მდე

საშუალოზე მაღალი ინტელექტუალური დონე მოსახლეობის მხოლოდ 6%-საქვს. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან სასწავლებლებში, წარჩინებულები არიან ყველა დისციპლინაში, წარმატებით ამთავრებენ უნივერსიტეტებს, რეალიზდებიან სხვადასხვა პროფესიაში და აღწევენ მაღალ შედეგებს.

IQ-ს დონე 111-დან 120-მდე

თუ ფიქრობთ, რომ IQ-ს საშუალო დონე დაახლოებით 110 ქულაა, ცდებით. ეს მაჩვენებელი მიეკუთვნება საშუალოზე მაღალ ინტელექტს. 111-დან 120-მდე შედეგის მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ, შრომისმოყვარენი არიან და ცოდნას ეუფლებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში. მათი რაოდენობა დაახლოებით მოსახლეობის 12%-ია.

IQ-ს დონე 101-დან 110-მდე

მოსახლეობის მეოთხედს IQ-ს დონე 101-დან 110-მდე აღენიშნება. ეს საშუალო დონეა, რომელიც გარკვეული სიმაღლეების მიღწევის საშუალებას იძლევა, თუმცა განსაკუთრებული წარმატება ნაკლებად მოსალოდნელია.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტის განვითარება კუნთური მასის გავარჯიშების მაგვარად შეიძლება. ასე რომ, დროა ტვინის ფიტნესს მივმართოთ.

IQ-ს დონე 91-დან 100-მდე

100 ქულამდე საშუალო მაჩვენებლად ითვლება და ის პლანეტის მოსახლეობის მეოთხედს აქვს. ასეთი ინტელექტის ადამიანები კარგად სწავლობენ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მუშაობენ საშუალო რგოლის მენეჯმენტში და ფლობენ ისეთ სპეციალობებს, განსაკუთრებულ გონებრივ ძალისხმევას რომ არ მოითხოვს.

IQ-ს დონე 81-დან 90-მდე

მოსახლეობის მეათედს საშუალოზე დაბალი ინტელექტი აქვს. ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, სკოლაში ნორმალურად სწავლობენ, თუმცა უმაღლესი განათლების მიღება არ გამოსდით. მათ ისეთი სამუშაო ემარჯვებათ, რომელიც ინტელექტუალურ შესაძლებლობებს არ საჭიროებს.

IQ-ს დონე 71-დან 80-მდე

მოსახლეობის 10%-ს აღენიშნება IQ-ს დონე 71-დან 80-მდე. ეს უკვე მსუბუქი ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობის ნიშანია. მათ შეუძლიათ ჩვეულებრივი დაწყებითი განათლების მიღება საშუალო მოსწრებით.

IQ-ს დონე 51-დან 70-მდე

მოსახლეობის დაახლოებით 7%-ს აღენიშნება მსუბუქი ფორმის გონებრივი ჩამორჩენილობა და IQ-ს დონე 51-დან 70-მდე აქვთ. მათ საკუთარი თავის მოვლა შეუძლიათ.

IQ-ს დონე 21-დან 50-მდე

დედამიწაზე ადამიანების 2%-ს ინტელექტი 21-დან 50-მდე აქვს განვითარებული. ეს არის ჭკუასუსტობა, საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა. მათ არ შეუძლიათ სწავლა და თავის მოვლა, ამიტომ მომვლელს საჭიროებენ.

IQ-ს დონე 20-მდე

მძიმე ფორმის გონებრივი ჩამორჩენილობის ადამიანები არ ექვემდებარებიან სწავლებასა და აღზრდას. ისინი თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ და მათ მოვლა სჭირდებათ. ასეთი ადამიანები მსოფლიოს მოსახლეობის 0,2%-ია.