რატომ ვამთქნარებთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვამთქნარებთ?

1. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დარღვევისას

როდესაც სისხლში იმატებს ნახშირორჟანგის რაოდენობა, ორგანიზმი ითხოვს ბალანსის აღდგენას და ჟანგბადის უფრო დიდ ულუფას, რის შედეგადაც ადამიანი მთქნარებას იწყებს.

2. ადაპტაციისთვის

მთქნარება მიზნად ისახავს საათობრივი სარტყლის ცვლილებისადმი ადაპტაციას. მუცლად ყოფნის მე-20 კვირას ნაყოფის ორგანიზმი იწყებს ძილისა და სიფხიზლის ციკლების გამომუშავებას, რის გამოც ამ პერიოდში ის ბევრს ამთქნარებს. ანალოგიური მექანიზმი ირთვება ხანგრძლივი ფრენისას: ორგანიზმი ინტუიციურად იწყებს გაძლიერებულ მთქნარებას, რაც მიზნად ისახავს ძილისა და სიფხიზლის ციკლის ცვლილებისადმი შეგუებასა და ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას.

3. ენერგიის მარაგის შესავსებად

დილით მთქნარება ორგანიზმის ენერგიით შევსების საუკეთესო საშუალებაა. ჟანგბადის ჩვეულებრივზე დიდი ულუფა ადამიანს ააქტიურებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ყურადღებას.

4. რელაქსაციისთვის

ადამიანი ამთქნარებს დასამშვიდებლადაც, საპასუხისმგებლო მოვლენების წინ, სპორტსმენი - შეჯიბრების, სტუდენტი - გამოცდის, პაციენტი - ექიმის კაბინეტში შესვლის, მსახიობი კი სცენაზე გასვლის წინ.

5. ჯანმრთელობისთვის

მთქნარება სასარგებლოა ცხვირისა და ყურებისთვის. ამ დროს იხსნება არხები, რომლებიც ჰაიმორის ღრუსა და ევსტაქის მილებს უკავშირდება, რაც ყურების დაგუბების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. იგი ასევე არეგულირებს წნევას შუა ყურში.

6. მოწყენილობისას

დიდხანს პასიურ მდგომარეობაში მყოფ კუნთებში გუბდება სისხლი, ადამიანი ეშვება, ერევა ძილი და იწყებს მთქნარებას.

7. ტვინის “გასაგრილებლად”

მთქნარება ტვინის ტემპერატურას არეგულირებს. ადამიანი ხშირად ამთქნარებს სიცხეში. გრილი ჰაერის ულუფა ტვინს ნაწილობრივ აგრილებს და მუშაობასაც უადვილებს. ერთი სიტყვით, მთქნარება რეფლექსია, რომელიც ადამიანს სხეულის სასურველ ტონუსში მოსაყვანად სჭირდება, თუმცა, როდესაც ორგანიზმი ძილისთვის ემზადება,  ეს რეფლექსი მას მოდუნებასა და რელაქსაციაში ეხმარება.

8. დაავადების ნიშნად

გაძლიერებული უმიზეზო მთქნარება ზოგიერთი დაავადების სიმპტომიც არის, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტისა, აპნოესი - სუნთქვის შეჩერებისა - და აორტის განშრევებისა. ტვინი გზავნის გაძლიერებული ჩასუნთქვის სიგნალს არა მხოლოდ ჟანგბადოვანი, არამედ ნახშირწყლოვანი, კერძოდ, გლუკოზური შიმშილის დროსაც. შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში სწორედ ამ ნივთიერების ათვისება ირღვევა, რის გამოც შაქრიან დიაბეტს ხშირი მთქნარება ახასიათებს. აპნოე ემართებათ მსუქან და ხანდაზმულ ადამიანებს. ხშირი მთქნარებაც, სწორედ მათთვისაა დამახასიათებელი.

საინტერესო ფაქტები

  • მთქნარება საშუალოდ 6 წამს გრძელდება.
  • ადამიანს ხელმეორედ დამთქნარება მხოლოდ 1-1,5 წუთის შემდეგ შეუძლია.
  • ქალები და მამაკაცები ერთნაირი სიხშირით ამთქნარებენ.
  • მამაკაცები მთქნარებისას პირს ხელით ქალებზე იშვიათად იფარავენ.
  • მთქნარება ნამდვილად გადამდებია, მას ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს. გამონაკლისები არიან აუტისტური დარღვევის მქონე ბავშვები - მათ საპასუხო მთქნარება არ ახასიათებთ.