ყველაზე მტკივნეული დაავადებების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე მტკივნეული დაავადებების ტოპ-10

10. ართრიტი

ართრიტი ერთი ან რამდენიმე სახსრის ანთებაა. არსებობს მისი 100-ზე მეტი ფორმა. ყველაზე გავრცელებულ ფორმად მიიჩნევა ოსტეოართრიტი (სახსრების დეგენერაციული დაავადება), რომელიც შეიძლება სახსრის ტრავმის ან ინფექციის შედეგი იყოს. ართრიტის განვითარებაში არცთუ მცირე როლს ასრულებს ადამიანის ასაკი. განურჩევლად ფორმისა, ართრიტის წამყვანი სიმპტომია ტკივილი, რომლის ინტენსივობა საშუალოდან ძალიან ძლიერამდე აღწევს. ტკივილი ხშირად მუდმივია და დაზიანებული სახსრის ირგვლივ არის ლოკალიზებული. ტკივილს იწვევს სახსრისირგვლივი ქსოვილების ანთება, დაავადების მიერ სახსრის დაზიანება, სახსრების ყოველდღიური ცვეთა, სახსრების რღვევა და მოძრაობით გამოწვეული კუნთების დაძაბულობა.

9. პანკრეატიტი

პანკრეატიტი კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებაა. ის შეიძლება იყოს მწვავეც, რომელიც მოულოდნელად იწყება და რამდენიმე დღე გრძელდება, და ქრონიკულიც, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდება. პანკრეატიტის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად მიჩნეულია ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც გადაეცემა ზურგში, გულისრევა და ღებინება, რომელიც ძლიერდება კვების დროს. არტერიულმა წნევამ შესაძლოა მოიმატოს ტკივილის გამო ან დაეცეს სისხლდენის ან დეჰიდრატაციის მიზეზით. პანკრეატიტს ზოგჯერ ცხელება და სიყვითლეც ახლავს თან.

8. ჰერპეს ზოსტერი (სარტყლისებრი ლიქენი)

სარტყლისებრი ჰერპესი ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანის მტკივნეული ბუშტუკოვანი გამონაყარი შემოფარგლულ ტერიტორიაზე, ჩვეულებრივ, სხეულის ერთ რომელიმე მხარეს ხაზის სახით. ამ დროს შესაძლოა თავი იჩინოს უძლიერესმა ტკივილმა, რომელსაც პაციენტები აღწერენ როგორც მწველს, მჩხვლეტს, მფეთქავს (მოპულსირეს). ხშირია მტანჯველი ტკივილის სწრაფი “დარტყმებიც”.

7. აქალაზია

მის ყველაზე გავრცელებულ ფორმად მიიჩნევა პირველადი აქალაზია, რომლის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ამ დროს საყლაპავი მილის ბოლოში არსებული სფინქტერის კუნთი კარგავს შეკუმშვის უნარს და მოდუნებულია. იშვიათად კი აქალაზია მეორეულადაც ვითარდება საყლაპავის კიბოს ან შაგასის დაავადების დროს. მისი ძირითადი სიმპტომებია დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ღებინება მოუნელებელი საკვებით, მასიური ტკივილი მკერდუკანა მიდამოში და წონის კლება.

6. გაყინული მხარი (ადჰეზიური კაფსულიტი)

“გაყინული მხრის” სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დაავადებაა ქიროპრაქტიკის კლინიკაში. ამასთან, თუ მას დროულად არ ვუმკურნალეთ, ტკივილი შესაძლოა სამ წლამდეც გაგრძელდეს. გაყინული მხრის დროს ყოველდღიური მარტივი ქმედებები, მაგალითად, პალტოს ჩაცმა, მაისურის გახდა, თმის ვარცხნა, ნამდვილ სატანჯველად იქცევა. სახსარი იმდენად მკვრივდება, რომ უბრალო მოძრაობის შესრულებაც კი, ვთქვათ, ხელის აწევა, შეუძლებელი ხდება. განკურნება შესაძლებელია, თუმცა მკურნალობა შესაძლოა რამდენიმე თვე, იშვიათად კი მთელი წელიც გაგრძელდეს.


5. ქვები თირკმელებში

თირკმელებსა თუ შარდგამომყოფ გზებში ქვების მოძრაობას თან სდევს უძლიერესი ტკივილი, რომელიც მოულოდნელად იჩენს თავს. თირკმელებში კენჭების არსებობისას მწვავე ტკივილი შესაძლოა წარმოიშვას ზურგის ქვედა, მუცლის გვერდით ან მუცლის ქვედა ნაწილში. ხშირად გადაეცემა საზარდულის მიდამოშიც. ტკივილს თან ახლავს გულისრევა და ღებინება. შარდსაწვეთში არსებულ კენჭს კი ახასიათებს უძლიერესი წყვეტილი ტკივილი, რომელიც მუცლის გვერდითა ნაწილიდან ირადირდება საზარდულში ან სასქესო ორგანოებში და ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე.

4. დერკუმის დაავადება (მტკივნეული ლიპომატოზი)

ამ იშვიათი დაავადების დროს სხეულზე, მხრებსა და ფეხების ზედა ნაწილებზე ჩნდება მრავლობითი მეტად მტკივნეული ლიპომა. დერკუმის დაავადების დიაგნოზი ხანგრძლივ, ქრონიკულ, მტანჯველ ტკივილებთან ასოცირდება. ამ დაავადების უშუალო მიზეზი სადღეისოდ უცნობია. მტკივნეულ ლიპომებს ერთვის ზედა და ქვედა კიდურებისა და ხერხემლის ტკივილები. ტკივილის შეგრძნება ქრონიკული და პროგრესირებადია. ის შესაძლოა მეტად ინტენსიური, მჩხვლეტავი ან მწველი იყოს.

3. ჰიდრადენიტის სუპპურატივა

ჰიდრადენიტი კანის დაავადებაა (მისი მთავარი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი), უფრო სწორად, საოფლე ჯირკვლების ანთება. ხშირად დაავადება იღლიის ფოსოში, საზარდულის მიდამოში, ბარძაყების შიგნითა ზედაპირზე, მკერდზე და სხვა იმ ადგილებში ვითარდება, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია საოფლე ჯირკვლებით. კლინიკურად დაავადება ვლინდება მდოგვის მარცვლისოდენა მტკივნეული ჩირქოვანი წარმონაქმნებით, თუმცა დაზიანებული ადგილი შესაძლოა ბურთისოდენაც გახდეს. წარმონაქმნი შეხებისას მეტად მტკივნეულია. რამდენიმე დღის შემდეგ ის თავისთავად იხსნება და ჭრილობიდან ჩირქი იწყებს დენას. ჭრილობა შესაძლოა დიდხანს არ შეხორცდეს. არცთუ იშვიათად პროცესი ქრონიკულ ხასიათს იღებს და პერიოდულად მწვავდება.

2. სამწვერა ნერვის ნევრალგია

ამ ნეიროპათიულ დაავადებას სახის მიდამოში ინტენსიური ტკივილის ეპიზოდები ახასიათებს. ის ქალებთან უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებთან. დაავადების სიმპტომები უმეტესად 50 წლის ასაკის შემდეგ იჩენს თავს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა სამი წლის ბავშვებთანაც გამოვლენილა. სამწვერა ნერვს სამი ტოტი აქვს: თვალისა, ზედა ყბისა და ქვედა ყბისა. დაავადებაში შესაძლოა სამივე ტოტი იყოს ჩათრეული. სამწვერა ნერვის ნევრალგიის შემთხვევათა 10-12% ორმხრივია. დაზიანებული ადგილი იმდენად მგრძნობიარე ხდება, პაციენტმა შესაძლოა გითხრათ, რომ ჰაერის შეხებაც კი ტკივილის შეტევას იწვევს. შეტევები, პაციენტების თქმით, მჩხვლეტი, მწველი, დენის დარტყმის ან აფეთქებისმაგვარი აუტანელი ტკივილით ვლინდება.

1. კლასტერული თავის ტკივილი

კლასტერული თავის ტკივილი, რომელსაც “თავის ტკივილით თვითმკვლელობას” უწოდებენ, ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის ძირითადი სიმპტომი თავის უძლიერესი ტკივილია. თავის ტკივილს პერიოდული ხასიათი აქვს: სპონტანური რემისიები აქტიური პერიოდებით იცვლება. დაავადების მიზეზი უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ მას უფრო ხშირად უჩივიან მამაკაცები. თავის ტკივილი ხშირად რომელიმე ერთ მხარეს არის ლოკალიზებული, ძალიან ძლიერი და მტანჯველია. შეტევა 15 წუთიდან სამ საათამდე და მეტხანს გასტანს. შეტევა იწყება მოულოდნელად, ყოველგვარი ნიშნის გარეშე, რითაც მას შაკიკისგან განასხვავებენ, თუმცა ზოგიერთი პაციენტი “ტკივილისწინა უსიამოვნო აურაზეც” მიუთითებს. კლასტერულ თავის ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს თვალების ტკივილი ან ტკივილი თვალების უკანა ზედაპირზე. ის შაკიკის თანმხლებ ტკივილზე გაცილებით ძლიერია. სუსტი სქესის წარმომადგენლები ამ შეგრძნებას სამშობიარო ტკივილებზე ძლიერად მიიჩნევენ. ზოგჯერ ტკივილს ნარკოტიკული ნივთიერებებიც კი ვერ ხსნის.