სამედიცინო შეცდომების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამედიცინო შეცდომების ტოპ-10

10. შეცდომით გაკეთებული ოპერაცია

ამ შეცდომას ხარისხის ნაციონალური ფორუმი (ნატიონალ ქუალიტყ ფორუმ) “თითქმის შეუძლებელთა” კატეგორიას მიაკუთვნებს და ყველა იმედოვნებს, რომ ის არც ერთ საავადმყოფოში არ მოხდება. შემთხვევათა უმრავლესობაში მისი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუმცა, ახალი პროტოკოლების მიუხედავად, დღემდე რეგისტრირდება შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ოპერაცია სულ სხვა ადამიანს უტარდება. მაგალითად, საავადმყოფოში მყოფ ერთ-ერთ პაციენტს პროსტატის ბიოფსიისას მომხდარი შეცდომის გამო სავსებით ჯანმრთელი პროსტატა ამოჰკვეთეს, ხოლო ის, ვისაც პროსტატის კიბოს გამო მართლაც სჭირდებოდა ოპერაცია, მკურნალობის გარეშე დარჩა. მეორე უმძიმესი შემთხვევის დროს პაციენტმა ქალმა მაშინ გაახილა თვალი, როდესაც ქირურგები სხვისთვის გადასანერგად მისთვის ორგანოების ამოჭრას აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია დროულად იქნა შეჩერებული, ორი უმძიმესი შეცდომა მაინც სამედიცინო პერსონალის კისერზეა: პირველი - ეს პაციენტი სხვაში აერიათ, და მეორე, უფრო მძიმე - ცოცხალი ადამიანი გვამისგან ვერ გაარჩიეს.

9. აიროვანი ემბოლია

ჰაერი, რომელიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შესაძლოა მომაკვდინებელიც გახდეს. თუ ოპერაციის ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის დროს ჰაერი სისხლში მოხვდა, გამოიწვევს სისხლძარღვის დაცობას - მოვლენას, რომელსაც აიროვან ემბოლიას უწოდებენ. მართალია, აიროვანი ემბოლია ქირურგიული ოპერაციის დროს იშვიათია, მაგრამ მაინც უფრო ხშირად ხდება, ვიდრე უნდა ხდებოდეს. აიროვანმა ემბოლიამ შესაძლოა ფილტვების ემბოლია ანუ ფილტვების სისხლძარღვთა დაცობა გამოიწვიოს, რომელიც საავადმყოფოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. კათეტერის არასწორად ჩადგმის დროს განვითარებული აიროვანი ემბოლია ათიდან სამ შემთხვევაში სიკვდილს იწვევს, ხოლო ადამიანებს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ, ტვინის დაზიანების გამო შესაძლოა მაინც ჩამოუყალიბდეთ პერმანენტული ფიზიკური ტრავმები. აიროვანი ემბოლია იმითაც არის საშიში, რომ შესაძლოა უმნიშვნელო ჩარევის დროსაც კი განვითარდეს. მაგალითად, აშშ-ში იმპლანტაციის მარტივი პროცედურისას სტომატოლოგის არაკვალიფიციური მუშაობის გამო აიროვანი ემბოლიით ერთი წლის განმავლობაში ხუთიდან სამი პაციენტი გარდაიცვალა.

8. სისხლის გადასხმა

მიიჩნევა, რომ ჰოსპიტალიზაციის ყოველი ათი შემთხვევიდან, რომელთა დროსაც სამედიცინო პროცედურები ტარდება, ერთში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა. სამწუხაროდ, სამედიცინო დახმარების ეს ელემენტარული ასპექტიც შესაძლოა საკმაოდ საშიში აღმოჩნდეს. დადგენილია, რომ სისხლის გადასხმის 10 000 შემთხვევაზე ერთი ისეთი მოდის, რომლის დროსაც პაციენტს სხვა ჯგუფის სისხლს უსხამენ. გარდა ამისა, სისხლი შესაძლოა არასწორად იყოს მარკირებული, სხვა რეზუსი აღმოაჩნდეს და უფრო მეტიც - დასნებოვნებული იყოს შიდსის, ჰეპატიტის ან სხვა ვირუსით. პენსილვანიის პაციენტების უსაფრთხოების განყოფილებამ 2008-2009 წლებში გამოავლინა სისხლის შეცდომით გადასხმის 535 შემთხვევა. 14 მათგანს მეტად სერიოზული შედეგი მოჰყვა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

7. საჭიროს ნაცვლად სხვა ქირურგიული ოპერაციის გაკეთება

ამ ტიპის შეცდომებიც “თითქმის შეუძლებელთა” კატეგორიას ეკუთვნის, მაგრამ ისინი მაინც ხდება. მიუხედავად უსაფრთხოების ტექნიკის წესების დახვეწისა, ასეთი რამ დასაშვებზე ხშირად ხდება. მაგალითად, აღრიცხულია შემთხვევები, როდესაც პაციენტს ინფიცირებული აპენდიქსის ნაცვლად საკვერცხე ამოჰკვეთეს. მეორე პაციენტს გულზე ის ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც საერთოდ არ სჭირდებოდა და სხვა. სამწუხაროა, მაგრამ მსგავსი შეცდომები ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება.

6. არასწორი წამალი ან დოზა

უმრავლესობას მიაჩნია, რომ ექიმის მიერ დანიშნული წამალი მისთვის აუცილებელია და დოზაც სწორადაა გათვლილი, თუმცა მილიონობით პაციენტი ყოველწლიურად არასწორ რეცეპტს იღებს. გამოთვლილია, რომ იმ სამ მილიარდზე მეტი რეცეპტიდან, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა აშშ-ში, 51,5 მილიონი მცდარია. ეს იმას ნიშნავს, რომ 250-დან 4 რეცეპტი შეცდომით არის გამოწერილი. საშიშროება ამ დროს ორმაგია: პაციენტმა შეიძლება მიიღოს ზიანის მომტანი პრეპარატი, რომელიც მისთვის სულაც არ არის საჭირო, ან ვერ მიიღოს ის, რომელიც სჭირდება. ორივე შემთხვევაში შედეგი შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. მსგავსი შეცდომები როგორც აფთიაქებში, ისე საავადმყოფოებშიც ხდება.


5. ინფექციები და დაბინძურებული სამედიცინო ხელსაწყოები

ადამიანთა უმრავლესობა საავადმყოფოში სამკურნალოდ მიდის, მაგრამ თავად საავადმყოფოც შეიძლება დაავადების წყაროდ იქცეს. ინსტრუმენტების არასტერილურობის ან სამედიცინო პერსონალის არასათანადო ჰიგიენის გამო სასიკვდილო ინფექციით დასნებოვნება, მართალია, საკმაოდ იშვიათია, მაგრამ მაინც შემაშფოთებელი სიხშირით ხდება. სტატისტიკის თანახმად, საავადმყოფოში მწოლი 25-დან ერთი პაციენტი საავადმყოფოსავე მიზეზით სნეულდება მძიმე ინფექციით.

4. არასწორი დიაგნოზი

სავსებით გასაგებია, რომ უიშვიათესი დაავადებების დიაგნოსტიკა იოლი არ არის. პოპულარული ტელეშოუ “ექიმი ჰაუსი” სწორედ ამაზე გახლდათ დაფუძნებული. მაგრამ ეს გასამართლებელ საბუთად ვერ გამოდგება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გავრცელებული დაავადებების სიმპტომები არაკომპეტენტურობის გამო უყურადღებოდ რჩება. გამოთვლილია, რომ ყოველწლიურად 80 ათასი ამერიკელი იღუპება არასწორად დასმული დიაგნოზის გამო.

3. გადაუდებელი შემთხვევები

39 წლის პაციენტი დილის ხუთ საათზე მიიყვანეს ბრონქსის (ნიუ-იორკი) საავადმყოფოში მუცლის ტკივილის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ეს “სასწრაფო გადაუდებელი” შემთხვევა გახლდათ, პაციენტს სამედიცინო დახმარება შუადღემდე არ გაუწიეს. ბოლოს და ბოლოს ექიმმა, რომელიც ამ პაციენტზე იყო პასუხისმგებელი, მას ტომოგრაფია დაუნიშნა, რომლის დროსაც სითხის არსებობა იქნა შემჩნეული. დაიწყო ოპერაციული მკურნალობა, მაგრამ პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა საავადმყოფოში მიღებიდან დაახლოებით 13 საათის შემდეგ. არადა, ოპერაცია მისთვის საავადმყოფოში მიყვანისთანავე უნდა გაეკეთებინათ. ეს ისტორია იმითაც არის ტრაგიკული, რომ ეს პაციენტი სისხლის ანალიზის აღებისთანავე რომ გაესინჯათ, ადვილად დადგინდებოდა შინაგანი სისხლდენის ფაქტი და ის დღემდე ცოცხალი იქნებოდა. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი შეცდომებიც ხდება.

2. საავადმყოფოში მომხდარი უბედური შემთხვევები

სამედიცინო მომსახურების ხარისხის კვლევისა და შეფასების სააგენტოს (აგენცყ ფორ ჰეალტჰცარე ანდ რესეარცჰ ქუალიტყ) მონაცემების თანახმად, აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი პაციენტი დაცემისგან იღებს ტრავმას იმ დროს, როდესაც ის საავადმყოფოში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება. სააგენტო მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევების დაახლოებით მესამედის თავიდან აცილება შესაძლებელია. საყრდენი მოწყობილობების, სპეცლეიბების არასწორი ექსპლუატაციის გამო აშშ-ში ბევრი ქრონიკული პაციენტი მძიმე ტრავმას იღებს, ხოლო ფდა-ს მონაცემებით, დოკუმენტირებულია ასეთი ტრავმის გამო პაციენტის გარდაცვალების 500-მდე ფაქტიც. ამ ორგანიზაციაში იმასაც აღიარებენ, რომ ასეთი შემთხვევა შეიძლება უფრო მეტიც იყოს.

1. ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც სხეულის სხვა ნაწილებზე გაკეთდა

სხვა ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, მაგალითად, დანამატების არასწორად ამოკვეთა, სხვა თირკმლის ამოკვეთა და ასე შემდეგ, ყველაზე გავრცელებული ქირურგიული შეცდომაა. სიფრთხილის ზომების, მაგალითად, საოპერაციო არის ფიზიკური მარკირების, მიუხედავად, ასეთი რამ მაინც ხდება. როდ-აილენდში ერთმა ქირურგმა ერთი წლის განმავლობაში სამჯერ შეცდომით გააკეთა ოპერაცია თავის ტვინის სხვა ნაწილზე. კიდევ ერთ პაციენტს ნაღვლის ბუშტის მაგივრად თირკმელი ამოჰკვეთეს. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის (ჟოურნალ ოფ ტჰე ამერიცან მედიცალ ასსოციატიონ) მტკიცებით, აშშ-ში ყოველწლიურად 1300-დან 2700-მდე ასეთი ოპერაცია კეთდება.