ტკბილი ძილი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკბილი ძილი!

ნუ შეიძენთ იაფ და უხარისხო თეთრეულს - დადებითი ემოციები ღირს იმად, რომ არ დავზოგოთ ფული ხარისხიან ქსოვილსა და მდგრად საღებავზე. თეთრეულის ახალი კომპლექტი ხმარებამდე 10 წუთით ჩავალბოთ 10 ლ წყლისა და 5 სუფრის კოვზი ძმრის ნარევში - მჟავა საღებავს უფრო მდგრადს გახდის. შემდეგ გავავლოთ და გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში 40 გრადუსამდე ტემპერატურის წყალში მათეთრებლის გარეშე. შემდეგშიც რეცხვის ასეთივე რეჟიმი გამოვიყენოთ. გაფენამდე თეთრეული გადააბრუნეთ უკუღმა პირზე - ამით მას სინათლის ზემოქმედებისგან დაიცავთ და საღებავი ფერს აღარ შეიცვლის. ფერადი თეთრეული გააუთოეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ მითითებულ ტემპერატურაზე.

ქორწინების წლისთავზე გვაჩუქეს აბრეშუმის თეთრეული, მაგრამ არ ვხმარობ, რადგან მეშინია, რეცხვის დროს არ გავაფუჭო.

აბრეშუმის თეთრეული და სამოსი გარეცხეთ და გააუთოეთ ეტიკეტზე მითითებული წესების მიხედვით. თუ რეკომენდაცია არ ახლავს თან, დაიცავით ხუთი წესი:

1) გარეცხეთ მხოლოდ დამზოგველი საშუალებებით და ნელთბილი წყლით;

2) არ გაუხახუნოთ ზედაპირები ერთმანეთს და არ დაგრიხოთ, მსუბუქად გაწურეთ;

3) გააშრეთ გაშლილი, მოარიდეთ მზეს;

4) დააუთოეთ დაბალ ტემპერატურაზე ოდნავ ნამიანი;

5) შეინახეთ ბამბის ბალიშისპირში, ფაქიზად დაკეცილი.

ზოგადი რეკომენდაციები:

1. იხმარეთ მხოლოდ ნატურალური ქსოვილის თეთრეული. შესაძლოა, სინთეტიკა ნაკლებად ზიანდება და მეტხანს ძლებს, მაგრამ ნატურალური ქსოვილები კანისთვის უვნებელია.

2. თეთრეულის გარეცხვისას სარეცხი მანქანა ჩატვირთეთ ისე, რომ შეივსოს მისი მხოლოდ 60% - ქსოვილი არ გაიწელება და არ დაკარგავს ფორმას.

3. გააშრეთ ჩრდილში, ოღონდ ისეთ ადგილას, რომ კარგად ნიავდებოდეს. თეთრი თეთრეული მზის სხივებმა შესაძლოა გააყვითლოს, ხოლო ფერადი გაახუნოს. გარდა ამისა, სიცხეში თეთრეული სწრაფად გამოშრება და მისი დაუთოება გაძნელდება.

4. თუ გააუთოებთ, კარადაში შედებამდე გაგრილება აცადეთ, თორემ დახურულ სივრცეში თბილ ქსოვილზე კონდენსატი წარმოიქმნება და შესაძლოა, თეთრეულს უსიამოვნო სუნი დაედოს.

5. დაუთოებული თეთრეული გაგრილების შემდეგ დაყავით კომპლექტებად, თითოეული ჩადეთ ბალიშისპირში და ისე შეინახეთ - კარადაში მეტი წესრიგი იქნება და თეთრეულიც უფრო მეტხანს გაძლებს.

6. თაროზე, რომელზეც თეთრეული აწყვია, დადეთ სუნამო ან არომატული ხელსახოცი.