დასვენებასაც ცოდნა უნდა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დასვენებასაც ცოდნა უნდა!

1. როგორი ხართ?

მუდამ მხიარული - 3 ქულა.

ჩაკეტილი და მუდამ მიძინებული - 1 ქულა.

გააჩნია განწყობას - 2 ქულა.

2. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ:

შინ ბრუნდებით და უმალვე იძინებთ - 2 ქულა.

შინ მისვლისთანავე თბილ აბაზანას იღებთ - 3 ქულა.

ცდილობთ თავის ხელში აყვანას, ვახშმობთ და საჭირო საქმეებსაც აგვარებთ – 1 ქულა.

ტელევიზორთან მოკალათდებით და გვიანობამდე უყურებთ გადაცემებს - 0 ქულა.

3. რას აკეთებთ დაძინებამდე?

კითხულობთ - 2 ქულა.

ტელევიზორს უყურებთ - 1 ქულა.

ფუსფუსებთ, აგვარებთ საშინაო საქმეებს - 0 ქულა.

სიყვარულს ეძლევით - 3 ქულა.

4. ცდილობთ, ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად?

დიახ - 3 ქულა.

არა - 1 ქულა.

ყოველთვის ვერ ვახერხებ - 2 ქულა.

5. ხშირად ღიზიანდებით?

ხშირად - 1 ქულა.

ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა არც ისე ადვილია – 3 ქულა.

ასეც ხდება - 2 ქულა.

6. როდესაც სამსახურში უსიამოვნებები გაქვთ, რას აკეთებთ?

გაღიზიანებული, შინ დაბრუნებისას ჯავრს ოჯახის წევრებზე იყრით - 1 ქულა.

შედიხართ მაღაზიაში და სასურველი შენაძენით ხელში, ბედნიერი ბრუნდებით შინ - 3 ქულა.

ცდილობთ დამშვიდდეთ - 2 ქულა.

7. როგორ ფიქრობთ, გჭირდებათ მოდუნებისა და დასვენების სწავლა?

დიახ - 3 ქულა.

არა - 2 ქულა.

თუ დამჭირდება, ვისწავლი - 1 ქულა.

დააჯამეთ ქულები

0-დან 6 ქულის ჩათვლით - “არც ძილი, არც მოსვენება”

საქმეები, რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ დასვენება და მოდუნება საღამოობით თუ არა, ღამღამობით და უქმე დღეებში მაინც უნდა შეძლოთ. თუ თბილ აბაზანაშიც ვერ ახერხებთ რელაქსაციას, საინტერესო წიგნი წაიკითხეთ ან გაისეირნეთ.

7-დან 13 ქულის ჩათვლით - “ნორმალური ადამიანი”

უმეტესად მაინც პოულობთ მოდუნების საშუალებას. დაძაბული და გადატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ ადვილად განეწყობით უქმე დღეს სათანადო დასვენებისათვის. შრომასთან ერთად დასვენებაც შეგიძლიათ.

14-დან 21 ქულის ჩათვლით - “საკუთარ თავზე მზრუნველი”

იცით, როგორ მოდუნდეთ და დაისვენოთ და, რაც მთავარია, გიყვართ საკუთარი თავი. პირველ ადგილზე მას აყენებთ. ეს ცუდი არ არის, უბრალოდ, ყველას არ შეუძლია. გაფრთხილდით, მთავარია, თქვენი სიყვარული ეგოიზმში არ გადაიზარდოს.