გაიცანით - ცემინება! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაიცანით - ცემინება!

მინი-დოსიე

  • სიტყვა “ცემინება” უცხო ენებზე თითქმის ერთნაირად ჟღერს: ინგლისურად - “აცჰოო”, ფრანგულად - “ატცჰოუმ”, გერმანულად - “ჰატსცჰიე”, ესპანურად - “აცჰუ”, იტალიურად - “ეტცჰიუ”, პოლონურად - “აპსიკ”, იაპონურად - “ჰაკუსჰონ”, ფინურად - “ატსიუჰ”.
  • ცემინების ცენტრი მოგრძო ტვინში მდებარეობს. მისი დაზიანების შემთხვევაში მოსალოდნელია ცემინების უნარის დაკარგვა.
  • ცემინება იცავს ჩვენს ორგნიზმს. ის იმუნური პროცესის განუყოფელი ნაწილია. ცემინებისას დაახლოებით 40 ათასი წვეთი გამოიტყორცნება, რაც სავსებით საკმარისია 150-მდე ადამიანის მიკრობებით დასნებოვნებისთვის.
  • ადამიანი ძილში არ აცემინებს, რადგან ამ რეფლექსზე პასუხისმგებელი ნერვები ღამით ისვენებენ.
  • ადამიანების 18-დან 35-მდე პროცენტს მოულოდნელ კაშკაშა სინათლეზე ცემინება უვარდება.
  • ცემინებას ფსიქოლოგიური მიზეზიც აქვს. ეს შეიძლება იყოს შიში, სევდა, დაღლილობა, მოწყენილობა. ამ შემთხვევაში იგი ერთგვარი ფსიქოლოგიური სტიმულია, რომელიც წონასწორობის აღდგენას ისახავს მიზნად - ძლიერი ემოცია იწვევს ცხვირის მემბრანების შევიწროებას, ცემინება კი მათ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნებს.

საინტერესო ფაქტები ცემინებაზე

ცემინებისას ცხვირიდან ჰაერი 160 კმ/სთ სიჩქარით გამოიტყორცნება. ჰაერთან ერთად გამოტყორცნილი მიკრობები 1,5-დან 9 მეტრამდე რადიუსით ვრცელდება, ამიტომ ძნელია გაექცე მათ, თუ თქვენ გვერდით ვინმე აცემინებს. ვაცემინებთ იმისთვის, რომ ცხვირს გადატვირთვის საშუალება მივცეთ. ცემინების პროცესი კომპიუტერული სისტემის Ctrl-Alt-Delete კომბინაციის მსგავსად მუშაობს. გაციება, გრიპი, ცხარე სანელებლები, ბუმბულები ცემინების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია, თუმცა მათ შორის მაინც მკვეთრი სინათლე ლიდერობს - ყოველ მეხუთე ადამიანს მასზე რეფლექსური ცემინება ეწყება. ნორმალურია, როდესაც ადამიანი 2-3-ჯერ ზედიზედ აცემინებს. ასე იმიტომ ხდება, რომ პირველ და მეორე ცდაზე ყველა მავნე ნაწილაკის გამოდევნა ვერ ხერხდება. ცემინებისას ადამიანს თვალები უნებურად ეხუჭება. ეს უნებლიე რეფლექსია. გავრცლებული აზრის საწინააღმდეგოდ, ცემინებისას გული არ ჩერდება. უბრალოდ, მცირდება შეკუმშვათა რიცხვი. არასოდეს შეიკავოთ ცემინება - ის ავტომატური დამცავი რეფლექსია, რომლის შეკავებაც შეუძლებელია. თუ ადამიანი ეცდება მის შეკავებას ცხვირზე ხელის მოჭერით, ამან შესაძლოა ყურის დაფის აპკის გახეთქვაც კი გამოიწვიოს, რადგან დაბრკოლებისას ცემინება ევსტაქის მილებს გადაეცემა. ცემინების დაბლოკვისას ასევე მოსალოდნელია ცხვირიდან სისხლდენა, სისხლძარღვთა გახეთქვა და მხედველობის დაქვითებაც კი.