საახალწლო ალერგია და მოულოდნელი უსიამოვნებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო ალერგია და მოულოდნელი უსიამოვნებები

იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც ნაძვი სახლში გვიდგას, ალერგიის განვითარების ალბათობა ხუთჯერ იმატებს. ის ფაქტიც კი, რომ გაციების შემთხვევების პიკი ახალი წლის დღეებზე მოდის, ექიმების აზრით, მცდარია. უბრალოდ, გაციების სიმპტომები ძალიან ჰგავს ალერგიის კლინიკურ ნიშნებს. ამასთან, უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს არა თავად ნაძვის ხე, არამედ ის სითხეები, რომლებითაც მას ამუშავებენ, ასევე - მტვერი და სოკო, რომელიც ხის წიწვებზე იბუდებს.

ნაძვის ყიდვისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა ხე მავნებლების საწინააღმდეგო ქიმიკატებით და ხარისხის დიდხანს შესანარჩუნებლად საჭირო სხვა ქიმიური საშუალებებით მუშავდება. ზოგიერთი ეგზემპლარი - მათი რაოდენობა არცთუ მცირეა - ხანძარსაწინააღმდეგო ნივთიერებებითაც არის დამუშავებული. ეკოლოგების რჩევით, საახალწლო ნაძვის ხის შეძენისას უნდა გავეცნოთ მათზე გაცემულ სერტიფიკატს და სასურველია, ეს ბიოსერტიფიკატი იყოს.

ცხადია, ალერგიას მხოლოდ ნაძვის ხეს ვერ დავაბრალებთ - ის შესაძლოა საახალწლო სუფრამ, ალკოჰოლურმა თუ გამაგრილებელმა გაზიანმა ფერადმა სასმელებმაც გამოიწვიოს.

არცთუ იშვიათად ალერგიას იწვევს ხელოვნური ნაძვი, რომელიც წარმოების ნარჩენებისგან მზადდება. მის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებების მთელ ნაკრებს აღმოაჩენთ. მათ შესაძლოა ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიონ, მეტადრე მაშინ, როცა ასეთ ხეზე გირლანდაა ჩამოკიდებული - ის ახურებს ხელოვნურ მცენარეს და აძლიერებს მავნე ნაერთების გამოყოფას.

ნაძვის ხის სათამაშოებიც შეიძლება ალერგიის მიზეზად იქცეს, თუმცა ეს ყველა მათგანს არ ეხება - ვგულისხმობთ უმთავრესად იაფფასიან ნაწარმს. მედიკოსებს მიზანში აქვთ ამოღებული საახალწლო სანთლებიც, რომლებიც წვისას მურს, ტყვიას, ვერცხლისწყალს და სხვა მავნე და ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ - მათმა ჩასუნთქვამ შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული პრობლემები გამოიწვიოს. სანთლები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ხანდაზმულთათვის.

ამრიგად, საახალწლო ალერგიის თავიდან ასაცილებლად ყურადღებით უნდა იყოთ, დაიცვათ სიფრთხილის ნორმები და თან იქონიოთ პრეპარატები, რომლებიც ალერგიის შემთხვევაში დაგეხმარებათ.

ახალი წლის დღეებში არც უბედური შემთხვევებისგან ვართ დაზღვეულნი. როგორ დავეხმაროთ დაშავებულს? შედარებით ადვილია დახმარება, თუ შუბლში შამპანურის საცობი მოგხვდათ. ამ დროს ნატკენ ადგილზე ყინული, თოვლი ან უბრალოდ ცივ წყალში დასველებული ნაჭერი უნდა მიიდოთ. ურიგო არ იქნება, დაშავებული მცირე ხნით წამოვაწვინოთ, ოღონდ ამ დროს თავი ტანზე მაღლა უნდა ჰქონდეს.

თუ ხელში პატარა პეტარდა აგიფეთქდათ და უმნიშვნელოდ დაშავდით, დაშავებული ადგილი ანადუღარ წყალში გახსნილი სოდით ჩამოიბანეთ (2 ს/კ სოდა 1 ლიტრ წყალზე). მერე ჭრილობის კიდეებზე იოდი წაისვით და სტერილური ბინტით შეიხვიეთ. თუ მცირე დამწვრობა მიიღეთ, მაგრამ კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, ხელი 10-15 წუთით შეუშვირეთ გამდინარე ცივ წყალს, მერე კი ნატკენი ადგილი დამწვრობის საწინააღმდეგო ქაფით ან მალამოთი დაიმუშავეთ და შეიხვიეთ. თუ დამწვრობამ დიდი ფართობი მოიცვა ან კანზე ბუშტუკები გაჩნდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ ბავშვმა ტორტის პლასტმასის მოსართავი გადაყლაპა: პატარა მოსართავი ადვილად გაივლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და 24 საათში გარეთ გამოდის; თუ დიდია, შესაძლოა შეკრულობა გამოიწვიოს, ხოლო თუ წაწვეტებულია და ბავშვი ტკივილს გრძნობს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ უცხო სხეული სუნთქვას უშლის ხელს, ბავშვი ისე წახარეთ წინ, რომ თავი მხრების დონეზე დაბლა ჰქონდეს და ხელისგული რამდენჯერმე დაჰკარით ზურგზე, ბეჭებს შორის. ამგვარად რეფლექსურ ხველას გამოიწვევთ. თუ გადაცდენილი საგანი გადმოვარდა, ბავშვს წყალი დაალევინეთ. თუ ამ გზით უცხო სხეული ვერ ამოაგდებინეთ, ზურგიდან მოეხვიეთ ბავშვს, ცალი ხელით მუშტი შეკარით და კუჭთან მიადეთ, მეორე ხელი პირველს დაადეთ ზემოდან და მკვეთრად მიაწექით კუჭისთავის მიდამოს. გააკეთეთ 6-10 ბიძგი ზემოთ და თქვენკენ.

თუ ვინმე ელექტროგირლანდას შეეხო და დენმა დაარტყა, დაშავებული, უპირველეს ყოვლისა, მოაშორეთ დენის წყაროს - რეზინის ან მშრალი შალის ხელთათმანებით სადენი ჯოხით გასწიეთ. თუ ადამიანს გონება არ დაუკარგავს, დააწვინეთ და დაალევინეთ ტკბილი მაგარი ჩაი. თუ უგონოდაა, სასწრაფოში დარეკეთ, მის მოსვლამდე კი ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი. დენის შესვლის ადგილი მშრალი სტერილური საფენით დაფარეთ, ხოლო დამწვრობა სპეციალური ქაფით ან კრემით დაამუშავეთ.

დაბოლოს, გახსოვდეთ: ელემენტარული წესების ცოდნა და დაცვა, ასევე მცირეოდენი ყურადღება და სიფრთხილე დიდ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან და საშუალებას მოგცემთ, დღესასწაული სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.