რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აპრილი 2018
კითხვა-პასუხი
გაამდიდრეთ კვების რაციონი თხილეულით
გაამდიდრეთ კვების რაციონი თხილეულით
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ თხილეულის რეგულარულად მომხმარებლები სიცოცხლეს იხანგრძლივებენ და სხვებთან შედარებით იშვიათად იღუპებიან კიბოსა თუ გულისა და სასუნთქი ორგანოების პათოლოგიებით. სწავლულების თქმით, თურმე სულ ერთი მუჭა (დაახლოებით 30 გრამი) თხილის რეგულარულად, კვირაში სულ მცირე, ხუთი დღე მიღება საკმარისია სიცოცხლის ორი წლით გასახანგრძლივებლად.

ჰარვარდელი სწავლულების აზრით, თუ ქალი კვირაში ორჯერ ორ მუჭა თხილეულს შეჭამს, შედეგი 4-საათიან სირბილს გაუტოლდება. დადგინდა ისიც, რომ გულის დაავადებების მქონე ქალებში თითქმის ორჯერ ამცირებს გულის შეტევების რისკს კვირაში 5 დღე ერთი სუფრის კოვზი არაქისის
კარაქის მიღება. თუკი აღნიშნულ ულუფას, სულ ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც მიიღებენ მოზარდი გოგონები, ამით აირიდებენ ძუძუს კიბოსწინარე მდგომარეობის წარმოქმნის საფრთხეს.

მრავალრიცხოვანი კვლევის მიუხედავად, დღემდე ვერ მტკიცდება, რომ თხილეული წონის მატებას იწვევს. პირიქით, კაკალი წონის კლებას ეხმარება: ადამიანი ადვილად და სწრაფად ნაყრდება ამ პროდუქტით, თხილეულის კალორიის
დაახლოებით 10% კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არ გაიწოვება, ასევე თხილეული აძლიერებს მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც საკუთარი ცხიმის წვა მატულობს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თერმომეტრის პირველი სამედიცინო მოდელი ჯერ კიდევ გალილეიმ შემოგვთავაზა. ის წყალზე მზადდებოდა, მაგრამ
კონექტიკუტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ადამიანისთვის საშიში ბაქტერიების გარემოში გავრცელების
ინტერნეტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია. თუმცა, ყოველწლიურად იზრდება
კოფეინმა შესაძლოა გაზარდოს სპორტსმენთა შესაძლებლობა, თუმცა, ის ყველას როდი ეხმარება.
ფორტუნა.გე-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მაია ასათიანთან:

როგორ ვარ სულიერად?
24 აგვისტო 2015
ვაშლის ძმარი რომ სასარგებლოა, ბევრს სმენია. ზოგიერთები მას თმის ბზინვარებისათვის თავზე გადასავლებად
18 აპრილი 2018
ბევრი ადამიანი ძალიან განიცდის ასაკის მატებას და ეშინია სიბერის. კომპანია Future You-ს მიერ
ვაგინალური სიმშრალე ქალს ინტიმურ პრობლემებს უქმნის. ასეთ დროს ინტიმური კავშირის დამყარება
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი
დაძაბული დღის შემდეგ, დაძინება განსაკუთრებით რთულდება, რასაც, ძილის ხელისშემშლელი ზოგიერთი ჩვენი