რჩევა ღამის ცვლაში დასაქმებულებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევა ღამის ცვლაში დასაქმებულებს

კალგარის უნივერსიტეტის ექსპერტები გვირჩევენ: ღამის ცვლაში გასვლის წინ, თუ ზედმეტ 2 საათს წავუძინებთ, შევძლებთ გავუმკლავდეთ დიდ დატვირთვასა და მუშაობის გრაფიკის ცვლილებას. ანუ მძიმე ღამის შემდეგ გამოძინებას, წინასწარ, უფრო დიდხანს ძილი სჯობს. მაშინ ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თავიც კარგად იმუშავებს და მეხსიერების პრობლემებიც აღარ შეიქმნება.

მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 12 ჯანმრთელი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ძილის პრობლემები არ აწუხებდათ. მოხალისეებს ძილის საშუალება არ მისცეს 38 საათის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე ტვინის მუშაობის, მეხსიერებისა და ფიზიკური გამძლეობის შეფასება მიმდინარეობდა.

ექსპერიმენტი ჩატარდა ღამის ნორმალური ძილის შემდეგ და მეორდებოდა მას შემდეგაც, როცა 6 ღამის განმავლობაში მოხალისეები ჩვეულებრივზე 2 საათით ადრე იძინებდნენ. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები უკეთ უმკლავდებოდნენ ტესტებს, წინასწარ ზედმეტი 2 საათის ძილის პირობებში. გამოდის, რომ მოქმედებდა პოზიტიური დაგროვებითი ეფექტი.

ლალი ჩხიკვაძე