რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
რა აღმოუჩინეს იმ ადამიანებს, რომლებიც პლასტმასის ბოთლიდან წყალს სისტემატურად სვამდნენ
რა აღმოუჩინეს იმ ადამიანებს, რომლებიც პლასტმასის ბოთლიდან წყალს სისტემატურად სვამდნენ
პლასტმასის ბოთლებიდან წყლის რეგულარულად სმა საზიანოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის - ამ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო ექსპერტები ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 1500 მოხალისემ. მათ შორის ორსულებმა და ბავშვებმა.

ექსპერიმენტში მონაწილე ყველა პირს საფუძვლიანი სამედიცინო კვლევა უტარდებოდა. ისინი სხვადასხვა ანალიზს აბარებდნენ. კვლევაში მონაწილე პირებს, რომლებიც უპირატესად ბოთლის წყალს სვამდნენ, შარდში დიდი რაოდენობით აღმოაჩნდათ ორგანიზმისთვის საშიში ნივთიერება ბისფენოლ-A. ეს ნივთიერება იმ პლასტიკატის შემადგენლობაშია, რომლისგანაც ტარა მზადდება.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ბისფენოლ-A ტოქსიკურია და გარკვეულ პირობებში სითხეში ადვილად იხსნება. შესაბამისად, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი ამ
მავნე ნივთიერების მცირე რაოდენობით შემცველობის შემთხვევაშიც კი საზიანოა ორგანიზმისთვის, შესაძლოა თავის ტკივილის პროვოცირება მოახდინოს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მიზეზი გახდეს. ამიტომაც გვირჩევენ, წყალი პოლიეთილენის ბოთლებიდან ნაკლებად მივირთვათ.

თინათინ გოცაძე
თარიღი : 28-07-2017
v.v.
არ გინდოდათ რძე და ყველი?
თარიღი : 21-04-2017
zaura
უეჭველი
თარიღი : 21-04-2017
jemali goridan.
და ჭყალი თუ შედის რეაქციაში, ღვინო და გაზიანი სამელი რას იზავს? დღეს ყველა ოჯახი ხმარობს პოლიეთილენის ჭურჭელს, აგინეთ კიდევ კომუნისტებს, სად გინახავთ ადრე ბორჯომი პლასმასში?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში ფოტო სურათებს ავრცელებს და ბავშვობა
საქართველოში პაციენტის მუცელში 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს.
ევროკავშირი შაურმის აკრძალვას ითხოვს. მიზეზი ის ნივთიერებაა, რომლითაც
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ნახეთ ვიდეო განწყობისათვის - მე შენ
სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ სიბერის გადავადებისთვის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჟუჟანა ჯაკაბის განცხადებით,
როდესაც ღამით საძინებლის კარები ან ფანჯარა ღიაა, ოთახში ხდება
გულის იშემიური დაავადებები, ინსულტი, ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ალცჰეიმერი
14 დეკემბერი 2017
ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს
13 დეკემბერი 2017
საფრანგეთის სკოლებში მომავალი წლიდან მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება აეკრძალებათ, - ამის შესახებ The Times წერს.
პოლიციამ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი მძღოლი გააჩერა. უთხარი "არა" ნარკოტიკს!
ქირურგი-იმპლანტოლოგი ლევან ხარატიშვილი:

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომელთაც კბილები აკლდათ