როგორ ვიცხოვროთ და ვიკვებოთ ჯანსაღად რა რჩევებს გვიზიარებს ექიმი და მსახიობი ოთარ ტატიშვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიცხოვროთ და ვიკვებოთ ჯანსაღად რა რჩევებს გვიზიარებს ექიმი და მსახიობი ოთარ ტატიშვილი

“ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის სამუშაო რეჟიმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე, პირადად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა, ჯანსაღად ვიცხოვრო, ხშირ შემთხვევაში მიჭირს დავიცვა ის წესები, რასაც ჯანსაღად ცხოვრებას ეძახიან. სულ დატვირთული ვარ, ერთი სამსახურიდან მეორეში გავრბივარ და გზაში მიწევს ყველაფრის კეთება. კვებისთვისაც მხოლოდ ეს შუალედები მაქვს”, - ამბობს ოთარი.

დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მაინც ცდილობს, ჯანსაღად იკვებოს. იღებს ბევრ ხილსა და ბოსტნეულს. უარს ამბობს ტკბილეულსა და ცომეულზე. ასევე, ერიდება ტკბილ გაზიან სასმელებს.

“ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი კიდევ ერთი პუნქტი არის ფიზიკური აქტივობა. ყველას ვურჩევ, სამსახურში წასვლამდე ივარჯიშონ, ირბინონ ან იცურონ. ვარჯიში სახლის პირობებშიც ძალიან დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ამით ორგანიზმი ფხიზლდება და სამუშაო დღისთვის ემზადება. მერე მიიღეთ შხაპი და ისაუზმეთ მსუბუქად და ჯანსაღად”, - ამბობს ტატიშვილი.

მისივე განმარტებით, უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული ძილის რეჟიმი. ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში 7 საათი მაინც უნდა ეძინოს. ოთარს ძალიან მოსწონს ესპანური ტრადიცია სიესტა, როცა შუადღის 2 საათზე ყველა ტოვებს სამსახურს და 1-2 საათით იძინებს.

“თანამედროვე დატვირთული რეჟიმის პირობებში ძალიან რთულია, შუადღით ძილის დრო გამოვნახოთ. თუმცა ამას შეძლებისდაგვარად უნდა ვეცადოთ. ასევე, მოერიდეთ სტრესულ გარემოს და იყავით მაქსიმალურად მშვიდები. კვირაში 2-ჯერ მაინც იცურეთ ან ივარჯიშეთ”, - მკითხველს ურჩევს ოთარ ტატიშვილი.

ამ პუნქტების შერულების შემთხვევაში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.