რატომ არის მნიშვნელოვანი ბნელ საძინებელში დროულად დაძინება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის მნიშვნელოვანი ბნელ საძინებელში დროულად დაძინება

მოგეხსენებათ, სეროტონინი ბედნიერების ჰორმონია. ეს ნივთიერება ასევე აქტიურად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ჩვენი თვალები კაშკაშა სინათლეს უმზერს. სწორედ ამიტომაცაა, რომ ნათელ, მზიან ამინდში ამაღლებულ განწყობაზე ვართ. სეროტონინი თრგუნავს შიმშილის გრძნობას და სიმაძღრის განცდას განაპირობებს. თუ ადამიანს ღამით ცოტა ხანს ეძინა, მის ორგანიზმში სეროტონინის ნაკლებობაა. უძილო ღამის შემდეგ ადამიანს განწყობა უქვეითდება, გუნება უფუჭდება, დეპრესია ეწყება და გამუდმებით შია.

საღამოს მოახლოებისთანავე წარმოიქმნება ჰორმონი მელატონინი სეროტონინისაგან ამ უკანასკნელის დაშლის პროცესში. სწორედ ეს ჰორმონი იწვევს ძილიანობას. ცნობილია, რომ მელატონინის სინთეზის პიკი (70%-მდე) ემთხვევა ღამის პერიოდს (დაახლოებით 23:00-დან 1:00 საათამდე). რაც უფრო ბნელ ოთახში სძინავს ადამიანს, მით მეტი მელატონინი გამომუშავდება მის ტვინში. მაღვიძარას ხანმოკლე ხმაც კი მნიშვნელოვნად აქვეითებს მელატონინის სინთეზს (წარმოქმნას). აი, რატომ აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა დროულად დაძინებას და ბნელ გარემოში ძილს. დადგენილია, რომ ღამით მომუშავენი სწრაფად ბერდებიან, ნაკლებს ცოცხლობენ და სიმსივნური პათოლოგიებითაც უფრო ხშირად ავადობენ. ასაკთან ერთად მელატონინის რაოდენობა თანდათანობით მცირდება. მელატონინის მცირე დეფიციტი უკვე 30 წლის შემდეგ ვითარდება. 100 წლისთვის კი ამ ჰორმონის სინთეზი პრაქტიკულად წყდება. ამიტომაცაა, რომ ასაკოვნებს ხშირად უძილობა აწუხებთ.

მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი - ახალგაზრდა ვირთაგვებს ამოკვეთდნენ ეპიფიზს. ცხოველები სწრაფ დაბერებას იწყებდნენ და სიმსივნური პათოლოგიით ავადობდნენ. მეორე ჯგუფის ცხოველებსაც აცლიდნენ ეპიფიზს, თუმცა მათ ორგანიზმში ყოველდღიურად, ძილის წინ, ჰორმონი მელატონინი შეჰყავდათ. აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფის ცხოველები პირველი ჯგუფის ვირთაგვებთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტხანს ცოცხლობდნენ.

ეფექტურობის მეცნიერული დადასტურება

მელატონინის დაბერების საწინააღმდეგო უნარი კარგად არის შესწავლილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისიც დადასტურებულია, რომ მელატონინი დაბალკალორიული კვების ეფექტის იმიტირებას ახდენს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. სეროტონინისა და მელატონინის ნორმალური სინთეზისათვის საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს სეროტონინის წინამორბედი ტრიპტოფანის შემცველი პროდუქტები. ეს ამინმჟავა უხვადაა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, თუმცა ტრიპტოფანის საუკეთესო (ყველაზე ჯანსაღ) წყაროდ მიიჩნევა ლობიო, წიწიბურა, ბანანი, ნიგოზი, ვარდკაჭაჭა, გვირილისა და კატაბალახას ბალახები. სეროტონინისა და მელატონინის დონის ნორმალიზებისათვის ყველაზე კარგი საშუალება დასაძინებლად დროულად დაწოლაა, თანაც აბსოლუტურად ბნელ ოთახში (არა უგვიანეს 22:30 საათისა) და კატაბალახას ნაყენის მიღება განმეორებითი კურსის სახით (კერძოდ, 30 დღის განმავლობაში დილა-საღამოს, შემდეგ 10 დღე შესვენება, კვლავ გამეორება კურსისა და ა. შ.). ასეთივე სქემით შეიძლება გვირილის გამოყენებაც.

* * *

სადღეისოდ მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია მელატონინის აბებად მიღება, განსაკუთრებით 40 წლის ასაკიდან. თუმცა საყურადღებოა, რომ აღნიშნული პრეპარატების ეფექტურობა დაბერების პროცესთან ბრძოლაში გამოკვლეულია, ძირითადად, ცხოველებთან და არასაკმარისადაა შესწავლილი ადამიანებთან. მეცნიერული კვლევებით ისიც დადასტურებულია, რომ ძილის წინ არ არის სასურველი კაშკაშა სინათლის ცქერა, უმჯობესია, რამდენადმე ჩაბნელებულ ოთახში ყოფნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მელატონინი აფერხებს მეხსიერების შესუსტებას და ამცირებს ამილოიდ-β-ს დაგროვებას, რაც აბრკოლებს ნეიროდეგენერაციის განვითარებას (ტვინის დაბერებას) ალცჰაიმერის დაავადებისადმი მიდრეკილ ვირთაგვებთან.