ჯანმრთელობა ფასდაუდებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობა ფასდაუდებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია

- ეკა, როგორია ცხოვრების ჯანსაღი წესი?

- ცხოვრების ჯანსაღი წესი, პირველ რიგში, გულისხმობს ჯანსაღ კვებას, სუფთა ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნას, ფიზიკურ დატვირთვას და სოციუმთან კონტაქტს.

ჯანსაღი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია და გულისხმობს ცილოვანი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი კომპონენტებისგან შემდგარ სრულფასოვან რაციონს. თუმცა მაღალკალორიული კვება დიდი რაოდენობით ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღებას არ გულისხმობს. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ შედგენილი კვების რაციონი, განსაკუთრებით - ერთი წლამდე ბავშვებისთვის, ნაწილობრივ წარმოდგენილია, მცენარეული ცხიმებით, რაც ჭარბი წონის, ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადებების განვითრების ადრეული პრევენციაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, ამინდის მიუხედავად, მინიმუმ ორი საათის განმავლობაში სუფთა ჰაერზე ყოფნა, ხელების ხშირი დაბანა, ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე იყოს ჯანმრთელი, გაკაჟდეს და გარემო ფაქტორებთან ადაპტაცია იოლად შეძლოს.

ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვანი კომპონენტია ძილის ნორმალური რიტმი. ახალშობილს აუცილებლად 18-20 საათი უნდა ეძინოს, უფრო მოზრდილ პერიოდში ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და შესაძლოა, 6-7 საათიც საკმარისი აღმოჩნდეს. ზრდასრულებმა 7-8 საათი უნდა გამოვყოთ ძილისთვის, რომ სრულად აღდგეს ძალები, მენტალური, კოგნიტური და ფიზიკური ენერგია.

- სპორტის რომელი სახეობაა საუკეთესო ჯანმრთელობისთვის?

- სპორტი ძალიან კარგია ჯანრთელობისთვის. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, ძუნძული, სუფთა ჰაერზე აქტიური სიარული მინიმუმ ორი საათის განმავლობაში. ქალებში ასაკობრივი სახსროვანი დაავადებების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კვირაში მინიმუმ 5 საათი დავუთმოთ ფეხით სიარულს.

ცურვა უებარი საშუალებაა იმისთვის, რომ მუდამ ფორმაში ვიყოთ. ეს არის სპორტი, რომელსაც უარყოფითი მხარე არ გააჩნია. ბავშვის იმუნიტეტისთვისაც იდეალურია.

- რა რაოდენობით უნდა მივიღოთ სითხე?

- ის, რომ სითხე დიდი რაოდეობით უნდა მივიღოთ, ფაქტია. 1-1,5 ლ საკმარისია. თუმცა ესეც ინდივიდუალურია, იმის მიხედვით, თუ როგორი დატვირთვა აქვს ადამიანს დღის განმავლობაში, რა გარემო ტემპერატურაში უხდება ყოფნა. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს სითხის მოთხოვნილებას და შეიძლება 2-2,5 ლიტრაც დავლიოთ დღეში. წყლის მიღება აუცილებელი პირობაა ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.

- როგორია ჯანსაღი ადამიანის დღის რაციონი?

- გაზაფხულ-ზაფხულში, როცა განებივრებული ვართ ბოსტნეულითა და ხილით, აუცილებლად უნდა შევიტანოთ ისინი ჩვენს რაციონში. არ არის სასურველი ყოველდღე ცხოველური ცხიმის მიღება. ხილსაც თავისი შეზრუდვები აქვს, ნებისმიერი ხილი შეიცავს სხვადასხვა რაოდენობით შაქარს, ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია და ინდივიდუალური. უპირატესობა ნაკლებშაქრიან ხილს უნდა მივანიჭოთ. ასევე უნდა მივიღოთ თევზეული, ბოსტნეული, ხოლო, პური, ფუნთუშეული და ცხოველური ცხიმი - მინიმალური რაოდენობით, თუმცა კალორიულობის გაზრდის მიზნით შესაძლებელია მცენარეულცხიმოვანი მჟავების მიღება.

ალკოჰოლი და ნიკოტინი ძალიან მავნებელია, მათ შორის პასიური მწეველობაც. უნდა ვეცადოთ, საერთოდ არ მოვწიოთ სიგარეტი. ალკოჰოლის მინიმალური დოზა მისაღებია, თუმცა ქართველებს ცოტა გვიჭირს თავის შეკავება... ალკოჰოლის გარეშე გაცილებით ჯანსაღია ცხოვრებაც და ჩვენი ორგანიზმიც.

- თქვენი როგორც პედიატრის რჩევა...

- ზაფხულის პერიოდში თავს იჩენს ნაწლავური ინფექციები და გადადის კონტაქტური გზით. ამის პრევენციისთვის საჭიროა ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

მეორე საკითხია გრიპის სეზონური ვაქცინაცია, რომელიც შემოდგომა-ზამთარში უნდა გავითვალისწინოთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ინფექციების პრევენციისთვის ყოველწლიურად ჩავიტაროთ გეგმიური აცრა. ჩვენი სიჯანსაღისთვის აუცილებელია ვიყოთ ფრთხილად და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რჩევები.

მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს - ეს ერთ-ერთი გარანტიაა ჯანმრთელი, სრულფასოვანი და დღეგრძელი ცხოვრებისა