რა სარგებლობა მოაქვს დღის ძილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სარგებლობა მოაქვს დღის ძილს

მსოფლიო მოსახლეობის თითქმის სამ მეოთხედს ძილის ნაკლებობა აღენიშნება, რადგან 7 საათზე ნაკლებხანს სძინავს (ნაცვლად რეკომენდებული და სავალდებულო 8 საათისა). ისიც აღსანიშნავია, რომ დღისით ქვეითდება ადამიანის ცირკადული რიტმი, რაც თავის მხრივ ძილიანობას იწვევს.

სპეციალისტთა განმარტებით, ძილის ნაკლებობა არღვევს იმუნური სისტემის ფუნქციობას და აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას.

დღის ძილი, განსაკუთრებით სადილობის შემდეგ, ავსებს ადამიანის ორგანიზმს ძალებით, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს როგორც განწყობაზე, ისე, საზოგადოდ, ჯანმრთელობაზე - აცხადებენ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლები.

ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევართა მონაცემებით კი, დღე-ღამეში 7 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ძილი ხელს უწყობს სხეულის მასის ზრდას.

ასე რომ, აკონტროლეთ ძილის ხანგრძლივობა და დღისით დაძინებაზეც ნუ იტყვით უარს, თუ, რა თქმა უნდა, ამას ორგანიზმი გთხოვთ და რაც მთავარია, ამის საშუალება გაქვთ!

თინათინ გოცაძე