საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ფაროსანანაჭამი ფრინველის ხორცი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ფაროსანანაჭამი ფრინველის ხორცი

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სურსათის ეროვნული სააგენტოს" უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, შემთხვევა, რომ დაკლული ინდაურის ან ქათმის ხორცს ფაროსანას სუნი ჰქონოდა, არ ყოფილა, თუმცა საკითხმა რამე მითქმა-მოთქმა რომ არ გამოიწვიოს, ფრინველის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე სასურველია, მათ არ ჭამონ ფაროსანა.

"ფრინველები მიირთმევენ მწერებს, რადგან მწერები იგივე პროტეინებია. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების დროს ინდაურებს და ქათმებს უშვებენ კალიებთან საბრძოლველად. იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომლებიც ფაროსანას ჭამენ, საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაროსანა იგივე ცილაა, რასაც მექსიკაში ადამიანები საჭმელშიც ურევენ და მიირთმევენ. თუ ავიღებთ ღორს, ის უარეს რაღაცეებს ჭამს, მაგრამ მისი ხორცი არავის დაუწუნებია.

არც ერთი მასალა არ არსებობს იმაზე, რომ ფაროსანა შეეჭამოს ინდაურს ან ქათამს და რამე სუნი ჰქონოდეს მათ ხორცს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა რომ არ ჭამოს ფაროსანა, უკეთესი იქნება", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

ინტერნეტში ვრცელდება მასალა, სადაც ინდაურები და ქათმები ფაროსნებს ჭამენ. მოსახლეობა კი შიშობს, რომ ფრინველის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამს, მომწამვლელი იქნება.