რა უპირატესობა აქვს აბრეშუმის თეთრეულს და ბალიშებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უპირატესობა აქვს აბრეშუმის თეთრეულს და ბალიშებს

ნაოჭებს და სიბერის სხვა ნიშნებს აგვარიდებს. ექსპერტების თქმით, ამ მხრივ აბრეშუმის თეთრეული საუკეთესო საშუალებაა. სფეროს კვლევით დაინტერესდნენ აშშ-ის სპეციალისტები. ისინი ადამიანებს ბამბის თეთრეულის აბრეშუმით ან ატლასით შეცვლას ურჩევენ.

ამერიკელი დერმატოლოგების მტკიცებით, ბამბის ქსოვილის ბალიშისპირები კანის თანდათანობით მოდუნებას იწვევს და ნაოჭების წარმოქმნას აპროვოცირებს. როდესაც ადამიანს სძინავს, ის სახით ბალიშს ეკვრის, რის გამოც კანი ტრავმირდება. თეთრეულის ზემოქმედების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ბამბის ქსოვილის ბალიშისპირის გამოყენებისას.

აბრეშუმის თეთრეული კი სასიამოვნო და სასარგებლოა კანისთვის. კანის საფარველი ძილის დროს უფრო დატენიანებული რჩება, რაც ნაოჭების პროფილაქტიკის საშუალებაა.

სიბერე ადრე თუ გვიან დგება. თუმცა მეცნიერები გვაიმედებენ, რომ მალე ამ პროცესის შეჩერება და ნაოჭებისგან გათავისუფლება შესაძლებელი იქნება.

მეცნიერებმა მავნე ჩვევების წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს

მავნე ჩვევებმა შეიძლება ძლიერად შეარყიოს არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ ადამიანის მთელი ცხოვრება. თუმცა მალე შესაძლებელი გახდება მათი დავიწყება - მეცნიერებმა მავნე ჩვევებისა და კარიესის წინააღმდეგ ვაქცინა გამოიგონეს.

კვლევას აწარმოებდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი. მათ შეძლეს ინოვაციური ტიპის ვაქცინის შექმნა, რომელიც მედიცინაში ნამდვილი გარღვევაა. მისი დახმარებით შესაძლებელია ადამიანების მრავალი პრობლემისგან ხსნა, მათ შორის კარიესისა და მავნე ჩვევებისგან, ისეთებისგან, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოწევა და გადაჭარბებული ჭამა.

სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინამ შეიძლება დაბლოკოს კარიესი. ცდები ჩატარდა ლაბორატორიულ ვირთხებზე. ცხოველების იმუნიტეტი დადებითად გამოეხმაურა პრეპარატის მოქმედებას.

მეცნიერების აზრით, ამგვარი ვაქცინების საშუალებით შესაძლებელი იქნება ცხიმოვანი ჩანართებისგან განთავისუფლება ნაყროვანების დროს. ამასთან, ადამიანს დიეტის დაცვა აღარ მოუწევს. ბიოლოგების აზრით, სამედიცინო პრეპარატმა შეიძლება ადამიანის ორგანიზმის იმუნური რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს სომატოსტატინის წინააღმდეგ, რითაც გაიზრდება ნივთიერებათა ცვლა და დაიწყება წონის კლება. თუმცა არსებობს გვერდითი ეფექტი - ხშირი შარდვა.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ შესაძლოა ვაქცინა სიმელოტეს, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მიღების სურვილსაც გაუმკლავდეს. პრეპარატის კვლევები გრძელდება.