უნდა ჩავიტაროთ თუ არა ვაქცინაცია და როგორ მოვიქცეთ, თუ სავალდებულო ვაქცინების თარიღებს გადავაცილეთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნდა ჩავიტაროთ თუ არა ვაქცინაცია და როგორ მოვიქცეთ, თუ სავალდებულო ვაქცინების თარიღებს გადავაცილეთ?

უნდა ჩავიტაროთ თუ არა ვაქცინაცია? - ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი ვაქცინა შემოიტანეს. ასევე, წლებია, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას, შეიძლება, უარყოფითი გვერდითი ეფექტი ჰქონდეს.

შეესაბამება თუ არა აღნიშნული მოსაზრება სიმართლეს და რომელი აცრები უნდა ჩავუტაროთ ბავშვებს, ამის შესახებ Aლლნეწს.გე პედიატრ ნინო გოდერძიშვილს ესაუბრა.

როგორც მედიკოსი განმარტავს, უკვე 4 საუკუნეა, იმუნიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას სხვადსხვა მომაკვდინებელი ეპიდემიისგან იცავს, ამიტომ მისი ჩატარება ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნინო გოდერძიშვილის თქმით, მშობლებმა ბავშვებისთვის სავალდებულო აცრების ჩატარებაზე უარი არ უნდა თქვან,

რადგან მათი შიში უსაფუძვლოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არცერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს, რომ აცრამ რაიმე უკუჩვენება გამოიწვია.

"იმუნიზაციის გარეშე უბრალოდ ბავშვთა ასაკში სიკვდილიანობა და ავადობა ალბათ 50%-ით უფრო მეტი იქნება. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის ნაწილში ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა ინფორმაციის ნაკლებობას უნდა დავუკავშიროთ, რადგან ვისაც აინტერესებს, თუ რას ნიშნავს ვაქცინა ამის შესახებ როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ისე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ან სხვა კომპეტენტური საშუალებებით შეიტყობენ და აცრაზე უარს არ იტყვიან.

ხშირად, მშობლები მოდიან და გვთხოვენ ბავშვის იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებებს, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ იმუნიტეტს აძლიერებს ორი რამ, ვაქცინაცია და გაკაჟება და ეს ყველამ უნდა გავიგოთ", - განმარტავს ექიმი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი, რომელიც მშობლებს უჩვენებს, რომელი სავალდებულო აცრები უნდა გაუკეთონ მცირეწლოვან ბავშვებს.

პედიატრის შეფასებით, ვაქცინაციის კალენდარი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს, თითქმის ევროპული სტანდარტის შესაბამისია.

რატომ არის აუცილებელი საყოველთაო იმუნიზაცია

როგორ მოვიქცეთ, თუ სავალდებულო ვაქცინების თარიღებს გადავაცილეთ?

ნინო გოდერძიშვილის თქმით, არსებობს დარღვეული იმუნიზაციის კალენდარი, რომელსაც ბავშვის ასაკის მიხედვით ინდივიდუალურად, მისი მკურნალი ექიმი ადგენს. ერთდაერთი შეზღუდვა 6 თვემდე არის როტავირუსულ აცრაზე. ასევე, 2 წლამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს პნევმოკოკური ინფექციის წინააღმდეგ აცრა. დანარჩენი უკვე ბავშვის ასაკის მიხედვით ინდივიდუალურად დგება, ვაქცინაციის ჩატარება დაგვიანებული არასდროს არ არის, ამიტომ მშობლებმა მასზე უარი არ უნდა თქვან," - გვირჩევს პედიატრი.

ექიმის თქმით, რეკომენდებულია, თუ გრიპის სეზონური ვაქცინასაც ჩავიტარებთ, რადგან თუ აცრის გარეშე ვირუსი შეიძლება 7 დღის განმავლობაში ცხელებით გაგრძელდეს, ვაქცინაციის შემთხვევაში 3 დღეში შედარებით მარტივად დასრულდება.

წაიკითხეთ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ:

ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინა

არაგეგმური (არაკალენდარული) აცრების შესახებ