თუ დღის განმავლობაში ძილიანობა გაწუხებთ, ღამით კი მოუსვენრად გძინავთ, ეს ვიდეო უნდა ნახოთ - ძილის აპნოე! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ დღის განმავლობაში ძილიანობა გაწუხებთ, ღამით კი მოუსვენრად გძინავთ, ეს ვიდეო უნდა ნახოთ - ძილის აპნოე!

ამოსუნთქვის დროს ნახშირორჟანგი ტოვებს ორგანიზმს. როგორც წესი, ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

ძილის აპნოე ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა, რომელიც გამოიხატება ძილის დროს სუნთქვის შეჩერების ეპიზოდებით.

აპნოე გრძელდება 10-20 წამი და შეიძლება განმეორდეს საათში 20-30-ჯერ ყოველ ღამე.

განასხვავებენ ძილის აპნოეს სამ ფორმას: ობსტრუქციული, ცენტრალური და კომპლექსური, რომელიც პირველი და მეორე ფორმის კომბინაციაა.

ძილის ობსტრუქციული აპნოე ვითარდება მაშინ, როცა რბილი სასის დამჭერი ყელის უკანა კუნთები დუნდება. კუნთების მოდუნების დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება და სუნთქვა დროებით იბლოკება. ეს იწვევს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობას, რაც ტვინისთვის სიგნალია, რომ ორგანიზმი გააღვიძოს და სასუნთქი გზები კვლავ გაიხსნას.

ძილის ცენტრალური აპნოე არის მდგომარეობა, როცა ტვინი ვერ აგზავნის იმპულსს სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების მიმართულებით.

საერთო ჩივილებია:

  • დღის განმავლობაში ძილიანობა;
  • ხმამაღალი ხვრინვა პერიოდული სიჩუმით;
  • სუნთქვის უკმარისობით თანმხლები უეცარი გაღვიძებები;
  • მოუსვენარი ძილი;
  • გაღვიძებისას პირის სიმშრალე და ყელის ტკივილი.

მკურნალობის გავრცელებული მეთოდია მუდმივი დადებითი წნევის შექმნა სასუნთქ გზებში, პირის აპლიკატორები და ოქსიგენოთერაპია.

ზოგჯერ ტარდება ოპერაცია სასუნთქი გზების გამავლობის აღსადგენად.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის რომელი მეთოდია შესაფერსი კონკრეტულ შემთხვევაში.