დალაი-ლამას ტესტი
1. ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველები ჩამოწერეთ მათდამი თქვენი დამოკიდებულების მიხედვით (რომელი მოგწონთ უფრო მეტად და ა. შ.):
ა) ძროხა;
ბ) ვეფხვი;
გ) ცხვარი;
დ) ცხენი;
ე) ღორი.
2. თითოეულ ობიექტს მიუწერეთ თითო განსაზღვრება (რომელიმე ერთი ზედსართავი სახელი):
ა) ძაღლი;
ბ) კატა;
გ) ვირთხა;
დ) ყავა;
ე) ზღვა.
3. თითოეულ ფერს მიუსადაგეთ ვინმე, ვინც თქვენთვის ძვირფასია:
ა) ყვითელი;
ბ) ნარინჯისფერი;
გ) წითელი;
დ) თეთრი;
ე) მწვანე.
კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი პასუხებს, დარწმუნდით, რომ ისინი ნამდვილად შეესაბამება თქვენს განცდებს.
ახლა კი - შედეგები:
1. როგორი ხართ ცხოვრებაში, რა არის თქვენი პრიორიტეტი:
- ძროხა - კარიერა;
- ვეფხვი - თავმოყვარეობა/ღირსება;
- ცხვარი -სიყვარული;
- ცხენი - ოჯახი;
- ღორი - ფული.
2. თქვენი დახასიათება-განსაზღვრებები არის აღწერა...
- ძაღლი - საკუთარი თავის;
- კატა - პარტნიორის;
- ვირთხა - მტრის;
- ყავა - სექსისადმი თქვენი ინტერესის;
- ზღვა - თქვენი ცხოვრების.
3. თქვენი ფერები - თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანები:
- ყვითელი - ის, ვინც არასოდეს დაგივიწყებთ;
- ნარინჯისფერი - ის, ვინც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნიათ;
- წითელი - ის, ვინც ნამდვილად გიყვართ;
- თეთრი - თქვენი სულიერი “ტყუპისცალი”;
- მწვანე - ის, ვინც სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ.