რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
საახალწლო ტესტი
საახალწლო ტესტი
ახალი წელი მრავალი ჩვენგანის საყვარელი დღესასწაულია. სასიამოვნო მოულოდნელობებს, საჩუქრებს, სიურპრიზებს, მხიარულებას, კარგ დროსტარებას და ვინ მოთვლის, რას აღარ ელიან მოყვარულები ამ ზეიმზე. უპასუხეთ ტესტის კითხვებს და შეიტყვეთ, როგორ გიჯობთ შეხვდეთ ახალ წელს. სავარაუდო პასუხებიდან შეარჩიეთ მხოლოდ ერთი:

1) სად გიყვართ ახალი წლის შეხვედრა?
ა) ოჯახურ გარემოში - 2 ქულა.
ბ) ქალაქგარეთ, მაგალითად, მთაში, ტურისტულ ბანაკში - 2 ქულა.
გ) რესტორანში - 3 ქულა.

2) ახალი წლის ღამეს ვისთან ერთად ისურვებდით დროსტარებას?

ა) ოჯახურ წრეში, ნათესავებსა და ახლობლებთან ერთად - 3
ქულა.
ბ) დიდ კომპანიაში ბევრ უცნობთან ერთად - 4 ქულა.

3) რომელ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ა) რომელსაც რესტორანში გვთავაზობენ – 1 ქულა.
ბ) ვუსმენ საყვ
არელ ჩანაწერებს - 2 ქულა.
გ) თავად ვუკრავ და ვმღერი - 3 ქულა.

4) როგორი გურმანი ხართ?
ა) სუფრას ჩიტის რძეც არ უნდა აკლდეს - 4 ქულა.
ბ) ყველაფერი კარგია ზომიერად - 2 ქულა.
გ) მოკრძალებული სუფრა არ აკნინებს დღესასწაულს - 1 ქულა.

5) გართობთ საახალწლო ტელეგადაცემები?

ა) კი, ყოველთვის თავიდან ბოლომდე ვუყურებ - 1 ქულა.
ბ) მხოლოდ ყველაზე საინტერესო გადაცემები იპყრობს ჩემს ყურადღებას - 2 ქულა.
გ) ახალი წლის ღამეს საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს - 1 ქულა.

6) ულოცავთ სხვებს ახალ წელს?
ა) ყოველთვის ყველა ნაცნობს - 3 ქულა.
ბ) მხოლოდ უახლოეს ადამიანებს - 2 ქულა.
გ) არ მიყვარს მილოცვები - 1 ქულა.

7) გიყვართ საახალწლო საჩუქრების დარიგება?
ა) არა - 1 ქულა.
ბ) ტრადიციულად, ყველა ახლობელს ვახარებ - 3 ქულა.
გ) მხოლოდ ოჯახის წევრებს ვჩუქნი - 2 ქულა.

ტესტის შედეგები:

10 ქულამდე - მორცხვი და მოკრძალებული ხართ, თანაც რამდენადმე პრაქტიკულიც. არ გიყვართ დიდი და ხმაურიანი კომპანიები. უპირატესობას ანიჭებთ ვიწრო წრეს. მაინცდამაინც არც ფულის ხარჯვა გიყვართ. ეცადეთ, ახალ წელს გამონახოთ დრო და გამბედაობა კარდინალური ცვლილებებისთვის – შეიცვალეთ გარეგნობა (თმის ფერი, ვარცხნილობა), სამსახური, საცხოვრებელი ადგილი, ნაცნობების წრე - ყოველივე ეს სასიკეთოდ წაგადგებათ!

11-დან 19 ქულის ჩათვლით - თქვენი ხასიათი შეიძლება ოქროს შუალედს მივაკუთვნოთ. უკიდურესობებს მუდამ თავს არიდებთ. კარგი თანამოსაუბრე ხართ, კომუნიკაბელური და მხიარული, თუმცა ყოველივე ამას შეგნებულად აკეთებთ. გიყვართ ანალიზი და გათვლა. ახალი წელი ახალი იმედებისა და წარმატებების წელია, ამიტომაც თამამად შეხვდით მას და უფრო მეტად გააქტიურდით.

20 ქულაზე მეტი - თქვენ ნებისმიერ წრეში სიხარულით გელიან. გიყვართ მუსიკა და თქვენს ხასიათში არის რაღაც ბოჰემური. არასოდეს მოქმედებთ გათვლით, ადვილად ხარჯავთ ფულს, კეთილი და ხელგაშლილი ხართ, ზოგჯერ არაპრაქტიკულიც კი, გულითადი და ხალასი, ამიტომაც კომპანიის სულსა და გულს გიწოდებენ. ახალ წელს ახალ საქმეებსა და იდეებს შეეჭიდეთ. რაც უფრო მეტად გადაერთვებით ახალ წამოწყებებზე, მით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ ცხოვრებისგან.


კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ხელებს მდგომარეობის მიხედვით ადამიანზე მსჯელობა რომ შეიძლება, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მაგრამ თურმე ტერფების მიხედვითაც შეიძლება ადამიანზე წარმოდგენა შეგვექმნას.
უპასუხეთ კითხვებს და მიიღეთ ინფორმაცია: გაქვთ თუ არა სასუნთქ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები
სასწრაფოდ გააკეთეთ ეს ტესტი! ეგებ ცხოვრების წესის შეცვლა გჭირდებათ? შესაძლოა, ეს ტესტი მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევაშიც კი დაგეხმაროთ.
ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს
ადამიანის ორგანიზმი სულ 21-28 გრამ მაგნიუმს შეიცავს, მაგრამ ამ ელემენტის გარეშე მისი ცხოველქმედება წარმოუდგენელია.
მეხსიერებისა და ცოცხალი აზროვნების შესანარჩუნებლად მთავარი პირობაა მუშაობის დროს დროდადრო შესვენება (საათში 10-15 წუთით დასვენება ტვინს მოადუნებს და აზრებს დაალაგებს), გამოძინება
19 იანვარი 2018
ამერიკელმა ექიმებმა სექსის დროს მიღებული ყველაზე მოულოდნელი ტრავმების სია შეადგინეს.
19 იანვარი 2018
ლასტერის საავადმყოფოში მოხვდა 34 წლის პაციენტი, რომელიც ცდილობდა შეეკავებინა ცემინება
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა
შეკითხვა ფსიქოლოგს - ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს უღალატია და არც მიღალატებს, მაგრამ