საახალწლო ტესტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო ტესტი

საჩუქრებს, სიურპრიზებს, მხიარულებას, კარგ დროსტარებას და ვინ მოთვლის, რას აღარ ელიან მოყვარულები ამ ზეიმზე. უპასუხეთ ტესტის კითხვებს და შეიტყვეთ, როგორ გიჯობთ შეხვდეთ ახალ წელს. სავარაუდო პასუხებიდან შეარჩიეთ მხოლოდ ერთი:

1) სად გიყვართ ახალი წლის შეხვედრა?

ა) ოჯახურ გარემოში - 2 ქულა.

ბ) ქალაქგარეთ, მაგალითად, მთაში, ტურისტულ ბანაკში - 2 ქულა.

გ) რესტორანში - 3 ქულა.

2) ახალი წლის ღამეს ვისთან ერთად ისურვებდით დროსტარებას?

ა) ოჯახურ წრეში, ნათესავებსა და ახლობლებთან ერთად - 3 ქულა.

ბ) დიდ კომპანიაში ბევრ უცნობთან ერთად - 4 ქულა.

3) რომელ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ა) რომელსაც რესტორანში გვთავაზობენ – 1 ქულა.

ბ) ვუსმენ საყვარელ ჩანაწერებს - 2 ქულა.

გ) თავად ვუკრავ და ვმღერი - 3 ქულა.

4) როგორი გურმანი ხართ?

ა) სუფრას ჩიტის რძეც არ უნდა აკლდეს - 4 ქულა.

ბ) ყველაფერი კარგია ზომიერად - 2 ქულა.

გ) მოკრძალებული სუფრა არ აკნინებს დღესასწაულს - 1 ქულა.

5) გართობთ საახალწლო ტელეგადაცემები?

ა) კი, ყოველთვის თავიდან ბოლომდე ვუყურებ - 1 ქულა.

ბ) მხოლოდ ყველაზე საინტერესო გადაცემები იპყრობს ჩემს ყურადღებას - 2 ქულა.

გ) ახალი წლის ღამეს საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს - 1 ქულა.

6) ულოცავთ სხვებს ახალ წელს?

ა) ყოველთვის ყველა ნაცნობს - 3 ქულა.

ბ) მხოლოდ უახლოეს ადამიანებს - 2 ქულა.

გ) არ მიყვარს მილოცვები - 1 ქულა.

7) გიყვართ საახალწლო საჩუქრების დარიგება?

ა) არა - 1 ქულა.

ბ) ტრადიციულად, ყველა ახლობელს ვახარებ - 3 ქულა.

გ) მხოლოდ ოჯახის წევრებს ვჩუქნი - 2 ქულა.

ტესტის შედეგები:

10 ქულამდე - მორცხვი და მოკრძალებული ხართ, თანაც რამდენადმე პრაქტიკულიც. არ გიყვართ დიდი და ხმაურიანი კომპანიები. უპირატესობას ანიჭებთ ვიწრო წრეს. მაინცდამაინც არც ფულის ხარჯვა გიყვართ. ეცადეთ, ახალ წელს გამონახოთ დრო და გამბედაობა კარდინალური ცვლილებებისთვის – შეიცვალეთ გარეგნობა (თმის ფერი, ვარცხნილობა), სამსახური, საცხოვრებელი ადგილი, ნაცნობების წრე - ყოველივე ეს სასიკეთოდ წაგადგებათ!

11-დან 19 ქულის ჩათვლით - თქვენი ხასიათი შეიძლება ოქროს შუალედს მივაკუთვნოთ. უკიდურესობებს მუდამ თავს არიდებთ. კარგი თანამოსაუბრე ხართ, კომუნიკაბელური და მხიარული, თუმცა ყოველივე ამას შეგნებულად აკეთებთ. გიყვართ ანალიზი და გათვლა. ახალი წელი ახალი იმედებისა და წარმატებების წელია, ამიტომაც თამამად შეხვდით მას და უფრო მეტად გააქტიურდით.

20 ქულაზე მეტი - თქვენ ნებისმიერ წრეში სიხარულით გელიან. გიყვართ მუსიკა და თქვენს ხასიათში არის რაღაც ბოჰემური. არასოდეს მოქმედებთ გათვლით, ადვილად ხარჯავთ ფულს, კეთილი და ხელგაშლილი ხართ, ზოგჯერ არაპრაქტიკულიც კი, გულითადი და ხალასი, ამიტომაც კომპანიის სულსა და გულს გიწოდებენ. ახალ წელს ახალ საქმეებსა და იდეებს შეეჭიდეთ. რაც უფრო მეტად გადაერთვებით ახალ წამოწყებებზე, მით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ ცხოვრებისგან.