რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება
მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება
"სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტს საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
"დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან სამი საკითხი გვაქვს. ერთ-ერთი არის "სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის" დამტკიცების შესახებ. ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას. ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად
ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება", - განაცხადა დავით
სერგეენკომ.


თარიღი : 13-01-2016
ინა
ფასები გააკონტროლეტ. ისეტი დოლარი რა ავარდა წამლები გასამმაგებულიყო.გეყოფათ ხალხის აბუჩად აგდება
თარიღი : 11-01-2016
zugdidi
რა ხარისხზეა ლაპარაკი, ბაზარსჰი წამლებს ყიდიან გია ცის ქვესჰ, არნაირი კონტროლი, არანაირი გარემო პირობები, არანაირი რეცეპტი.....
თარიღი : 10-01-2016
qutaiseli
ძალიანაც კარგი ყველაზე მაგარი მინისტრია და ვისაც არ მოწონს ცივი წყალი დალიოს.
თარიღი : 10-01-2016
kogaboga
წამლები ძალიან გაძვირდა დატკა!!! რას გვიპირებ ჰა? კოგიტუმი მინდოდა მეყიდა ბავშვისთვის და აკ 250ლარი ღირს მოსკოვიდან კი 100 ლარად გამომიგზავნეს, ხომ ხართ უნამუსოები?
თარიღი : 09-01-2016
kolia
კონტროლი უნდა გაიზარდოს ექიმების ცოდნაზე.ექიმების 98 % უვიცია.ვინა პატრონი..მინისტრი ხომ იღებს დიდ ხელფასს..რა ენაღვლება/წერე და იკითხე
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე სანიტარული კონტროლის სამმართველოს ამერიკელმა მარეგულირებლებმა,
სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სპრეი, რომელიც პრეპარატს
კალიფორნიის უნივერსიტეტში ერთდროულად ორი მცენარეული წარმოშობის ნივთიერება
დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიების მდგრადობა პრეპარატებისადმი ელვისებური სისწრაფით იზრდება
მოგეხსენებათ, აივ-ინფექციასთან (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან) ბრძოლა არ წყდება.
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება.
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა