რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დავით სერგეენკო - სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა
დავით სერგეენკო - სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა
სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა და ამაზე რეაგირებას ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, როდესაც იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აფთიაქებმა შემოიღეს სპეციალური ბარათები, რომელთა მფლობელებს შეუძლიათ რეცეპტიანი მედიკამენტის ექიმთან სატელეფონო საუბრის საფუძველზე შეძენა.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს რა არის ელექტრონული რეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია.

"სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და კანონებს, ეს არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო.

რაც
შეეხება ონლაინ რეცეპტებს, ეს მიღებული ფორმაა და 2 წელია უკვე რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს. მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება იმის შესაძლებლობა, როდესაც პაციენტს აღარ ექნება საჭიროება ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. ექიმი როდესაც გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება ეს ინფორმაცია პირდაპირ ატვირთოს, პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს და აფთიაქს ექნება საშუალება დადასტურებულად, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი", -განაცხადა დავით სერგეენკომ.
თარიღი : 27-02-2016
პაციენტი
რეცეპტის გამოწერა აუცილებელია, რადგან ყველას მოეხსენება, რა სავალალო შედეგი შეიძლება მოყვეს თვითმკურნალობას. მაგრამ კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს და არა ერთი და ორი აფთიაქისთვის. მომხმარებელს, რომელსაც უჭირს ექიმთან საათობით რიგში დგომა, ურჩევნია წამალი შეიძინოს იმ აფთიაქში, სადაც რეცეპტს არ მოსთხოვენ. მაგალითად, ჩვენს ქალაქში ორი აფთიაქია გვერდი-გვერდ. ერთგან კატეგორიულად რეცეპტს ითხოვენ, მეორე ურეცეპტოდ იძლევა წამალს და საწყალ ფარმაცევტებს ყოველ დღიურად უხდებათ კლიენტებისგან ლანძღვა- გინების და საყვედურების მოსმენა. ეს სიტუაცია, ასობით და ათასობითაა. ბევრი პაციენტი, სულაც ნაცნობ ექიმს აწერინებს რეცეპტს ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე, აბა რაღა აზრი აქვს ასეთ რეცეპტს?
თარიღი : 26-02-2016
hiugo555
ყოველი თქვენი მცდელობა შერჩეული წერილებით შეცვალოთ საზ აზრი სიცულელე და ამაზრზენია რომელიც იწვევს უკუ ჩვენებას და ზიზღს....შედეგი იქნება კატასტროფული ჟერ თქვენთვუის მერე ხალხისთვის .ემზადეთ 6 თვე.მოდის ფაშიზმი............თქვენი დამსახურებით დაე ნმოვიდეს...
თარიღი : 26-02-2016
hiugo555
ამ დანაშაულებრივმა რეფორმამ დააზარალა გაჭირვებული მოსახლეობა,ექიმი ანალიზის გარეშე რეცეპტს არ გიწერს,ანალიზები ძვირია,.არსებობენ აფთიაქები რომელნიც საერთოდ ურეცეპტოდ მუშაობენ მაგ უბნის აფთიაქები,ეს კარგად მოგეხსენება....ყველას შეუძლია ნებ წამლის შეძენა.80ცენტიან წამლებს 23ლ ყიდიან და ეს ბიზნესია???.სამჯერ გაზრდილია ბიუჯეტი .(3მლრდ)სამჯერ შემცირდა დახმარება წამლებზე და გამოკვლევებზე.რატომ არის გასაიდუმლოებული ჯანდაცვის ხარჯები???.ეს ის კითხვებია რომელიც ოცნებას დაამარცხებს არჩევნებში .შედეგები კი კატასტროფული იქნება...
თარიღი : 25-02-2016
ნანა
ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო რეცეპტის ინსტიტუტმა. ექიმები რეცეპტს აღარ უწერენ, აძლევენ ფასდაკლების ბარათებს (კონკრეტული აფთიაქის მითითებით), პაციენტი სხვა აფთიაქში ვეღარ ყიდულობს აღნიშნულ მედიკამენტს. უნდა მივიდეს მითითებულ აფთიაქში, ან იქ სადაც ურეცეპტოდ მისცემენ წამალს. ასე, კანონმორჩილი აფთიაქები ზარალდებიან. განსაკუთრებით ცუდი სიტუაციაა რეგიონებში,სადაც რეცეპტი თითქმის არ იწერება და პაციენტები დაეძებენ ექიმის მიერ აღნიშნულ აფთიაქებს
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერების აზრით, ვიტამინის მიღების შემდეგ ცხელი საკვები და სასმელი მინიმუმ ერთი საათის შემდეგ უნდა მივირთვათ. დანამატები კი უნდა დავლიოთ წყლით ან რძით. აბები უმჯობესია მივიღოთ საუზმეზე.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს პრეპარატები მხოლოდ ფერით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს ასე არაა.

საერთაშორისო კომპანიამ Nektar Therapeutic გამოაცხადა ახალი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების შექმნის შესახებ, რომელიც მუშაობს უნიკალური მეთოდით. ახლა პაციენტებს, ტკივილის სინდრომის მოხსნისას, აღარ ექნებათ ეიფორიის გრძნობა.
ედინბურგის უნივერისტეტის მეცნიერები ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ რინოვირუსის სამკურნალო საშუალებაზე. რინოვირუსი გაციების გამომწვევი ძირითადი ვირუსია. მკვლევარები სწავლობდნენ სხვადასხვა ძუძუმწოვარას ანტიმიკრობულ პეპტიდებს.
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეტად მძლავრი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც სინთეზურ შენაერთს - UKH-1114 წარმოადგენს. ის აქამდე უცნობ ”ნეირონულ გზაზე” ახდენს გავლენას.
მკვლევარება შეიმუშავეს ბიოსენსორი წამლის სამიზნითა და ორი ფლუორესცენტული ცილით. ის პრეპრატების შეწოვის პროცესის გულდასმით დაკვირვების საშუალებას იძლევა. ეს ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ახალი პრეპარატების შემუშავებისას.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.