მალე აფრიკაში აივ-ინფექციის საპროფილაქტიკო პრეპარატის გამოცდა დაიწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მალე აფრიკაში აივ-ინფექციის საპროფილაქტიკო პრეპარატის გამოცდა დაიწყება

აღნიშნული ინფექციის გრძელვადიანი პროფილაქტიკისათვის გამიზნულმა პირველმა პრეპარატმა კლინიკური გამოცდა (აპრობაცია) აფრიკის ქვეყნებში უნდა გაიაროს. ამ კვლევებს ორგანიზებას გაუწევს კომპანია ViiV Healthcare (ის შედის GlaxoSmithKline). მან უკვე გამოაცხადა 3200 მოხალისის მიღება და შეკრიბა კიდეც ტროპიკულ აფრიკაში მცხოვრები 18-45 წლის ასაკის ქალები.

mkurnali.geროგორც ცნობილია, ექსპერტები შეაფასებენ კაბოტეგრავირის დამცველობით მოქმედებას პრეპარატის ყოველ ორ თვეში შეყვანის ფონზე. საყურადღებოა, რომ კომპანიამ VიიV Hეალტჰცარე მანამდე უკვე გამოსცადა პრეპარატი "ტრანსგენდერ" მამაკაცებზე.

თავის დროზე პრეპარატის ეფექტურობა ცხოველებზე (8 მაიმუნზე) ჩატარებულმა ექსპერიმენტებმაც დაადასტურა. კაბოტეგრავირი GSK744-ის ანალოგიურად ეფექტური აღმოჩნდა. ცხოველებს ყოველ კვირას ორ ინიექციას უკეთებდნენ, რის შემდეგაც სწორ ნაწლავში შეჰყავდათ ადამიანის იმუნოდეფიციტის ანალოგიური მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსი. 8 ცდის შემდეგაც კი არცერთი ცხოველი არ დაინფიცირდა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კაბოტეგრავირი ვირუსული ინტეგრაზას ინჰიბიტორია (ბლოკატორია). ინტეგრაზა თავის მხრივ ფერმენტია, რომელიც უზრუნველყოფს ვირუსის გენეტიკური მასალის შეღწევას (ჩართვას) ადამიანის (მასპინძლის) გენომში. ახალი პრეპარატი - კაბოტეგრავირი თავისი სტრუქტურით წააგავს ანტირეტროვირუსულ საშუალება დოლუტეგრავირს.