ოქროს სპრეი, რომელიც წამალს პირდაპირ ტვინს აწვდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოქროს სპრეი, რომელიც წამალს პირდაპირ ტვინს აწვდის

პირდაპირ ტვინს აწვდის.

სპრეის საფუძველს ოქროს ნანონაწილაკები ქმნის. სწორედ ისინი წარმოადგენს სატრანსპორტო აგენტებს, გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რის შედეგადაც მოქმედი ნივთიერება უშუალოდ (პირდაპირ) სამიზნე უბანს აღწევს.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ბარანი რამანი აცხადებს, ყველაზე მოკლე და შესაძლოა მარტივი გზა ტვინამდე კუჭიდან კი არ გადის, არამედ - ცხვირიდან. ახალი სპრეი ტვინს მედიკამენტს დაახლოებით 30-40 წუთში აწვდის. შემქმნელები თავისი გამოგონების უპირატესობას და დიდ პოტენციალს ხედავენ, რადგან ამ სპრეით შესაძლებელი იქნება თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა, განსაკუთრებით ისეთი შემთხვევებისას გამოყენება, როდესაც მედიკამენტის ზემოქმედება საჭიროა უშუალოდ დაზიანებულ უჯრედებზე ჯანმრთელი ქსოვილების ხელშეუხებლად.

როგორც ცნობილია, პრეკლინიკური (კლინიკამდელი) გამოცდა სამკურნალო საშუალებამ კალიებზე გაიარა. ამ მწერის ყნოსვის სისტემა და ჰემატოენეცეფალური ბარიერი ადამიანის ორგანოთა მსგავსად ფუნქციობს. ნანონაწილაკების გადაადგილებაზე დაკვირვება ფლუორესცენტული მარკერებით ხორციელდებოდა.

სპრეის შესხურების შემდეგ ოქროს ნანონაწილაკები საყნოსავ ბოლქვებში აღწევდა, გადიოდა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და უშუალოდ თავის ტვინში ხვდებოდა.

მეცნიერები სპრეის გამოცდას უახლოეს მომავალში მოხალისეებზეც გეგმავენ.

თინათინ გოცაძე