რას არ უნდა შეურიოთ ალკოჰოლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას არ უნდა შეურიოთ ალკოჰოლი

მაგალითად, არ შეიძლება ვისკისა და კონიაკის შერწყმა, ხოლო ლეგენდარულ კომბინაციაზე “არაყი+ლუდი”, არც ღირს საუბარი - რადგან ყველამ კარგად იცის პირადი გამოცდილებითა თუ ნაცნობთა მონაყოლით, რით მთავრდება ეს.

ბევრი ალკოჰოლურ სასმელს გაზიანს აყოლებს ხოლმე, შედეგად სპირტიანი სასმლის ეფექტი ძლიერდება, ადამიანი ბევრად მალე თვრება და დილითაც გაცილებით ცუდად გრძნობს თავს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრის საყვარელი კოქტეილი “ჯინ-ტონიკი” ბევრად სწრაფად ძირავს ადამიანს სიმთვრალის მორევში, ვიდრე ჩვეულებრივი, როგორც იტყვიან სუფთა არაყი თლაშოდ მირთმეული.

ენერგეტიკული სასმელები ძლიერ ალკოჰოლთან ერთად - მეტად მოდური ნარევია. მისი შეკვეთა დღეს ნებისმიერ ბარშია შესაძლებელი. ასეთი კოქტეილი ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისათვის, რადგანაც ის ძლიერად ზემოქმედებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ახლა კი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც. ბევრი ქიმიური ელემენტი თუ კომპონენტი ალკოჰოლთან რეაქციისას ორგანიზმისათვის კატასტროფულ შედეგს იძლევა. აღნიშნული ნივთიერებები, ჩვეულებრივ, სხვადასხვა პრეპარატის შემადგენლობაშია.

უნდა გახსოვდეთ, ალკოჰოლური სასმლის დალევამდე ამა თუ იმ სამკურნალო აბის მიღებით თქვენ საფრთხეს უქმნით არა მხოლოდ ჯანმრთელობას, ზოგჯერ სიცოცხლესაც კი!

არ გჯერათ? გთავაზობთ კიდევ უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას:

  • ალკოჰოლი+ასპირინი=კუჭის წყლული, შესაძლო ძლიერი შინაგანი სისხლდენით;
  • ალკოჰოლი+კოფეინი=ჰიპერტონიული კრიზი;
  • ალკოჰოლი+კოლდრექსი=ჰიპერტონიული კრიზი;
  • ალკოჰოლი+შარდმდენი=არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება;
  • ალკოჰოლი+ტკივილგამაყუჩებელი საშუალება=ძლიერი ინტოქსიკაცია;
  • ალკოჰოლი+შაქრის დამწევი პრეპარატი=კომა;
  • ალკოჰოლი+პარაცეტამოლი=ღვიძლის დაზიანება;
  • ალკოჰოლი+სედაციური (დამამშვიდებელი) საშუალება=კომა;
  • ალკოჰოლი+ანტიჰისტამინური პრეპარატი=ალერგიული რეაქციის გაძლიერება.