რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ანესთეზიას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ანესთეზიას

ამიტომაც ეკრძალება პაციენტს ნარკოზის შემდეგ პირველი 2-3 საათის განმავლობაში წყლისა და საკვების მიღება.

ოპერაციის შემდეგ მოძრაობათა შეზღუდვა სასუნთქი სისტემის ფუნქციათა დათრგუნვას იწვევს, ამიტომ ნარკოზის შემდგომ გართულებათა შორის ყველაზე ხშირად ოპერაციის შემდგომი პნევმონია და სასუნთქი სისტემის სხვა პათოლოგიები იჩენს თავს. ოპერაციის შემდგომი პნევმონია მოგვიანებით გართულებათა რიცხვს ეკუთვნის და ოპერაციიდან მეოთხე-მერვე დღეს ვითარდება. ასეთ დროს ერთ-ერთი უპირველესი ღონისძიება პაციენტის გაციებისგან დაცვაა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ნარკოტიკების, კუნთოვანი რელაქსანტებისა და განგლიობლოკატორების მოქმედება ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ არ სრულდება. მათი გავლენით პაციენტი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ლორწოს ამოხველებას, მცირდება ფილტვების ვენტილაცია და სუნთქვითი ექსკურსია, რაც, თავის მხრივ, სასუნთქ გზებში შეგუბებას, ბრონქებიდან ლორწოს გამოყოფის შეფერხებას და სასუნთქ გზებში ანთებითი პროცესების განვითარებას იწვევს. ხველის მექანიზმის დარღვევით ფილტვების გასუფთავების პროცესი რომ არ მოიშალოს და სასუნთქი გზების დახშობა არ მოხდეს, ხველისას აქტიურად უნდა გამოიყოს ნახველი, ამისთვის კი აუცილებელია არა მარტო საშუალო მოცულობის ჩასუნთქვა, არამედ მუცლის კედლის კუნთების მყისიერი შეკუმშვა, რასაც პაციენტი ტკივილის გამო ვერ ან არ აკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ ნარკოზის შემდეგ განვითარებული სუნთქვითი უკმარისობა პირდაპირ ოპერაციის შემდგომი ტკივილით არის განპირობებული.

ნარკოზის შემდგომ გართულებათა პროფილაქტიკისას აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს პაციენტის რეფლექსებისა და მეტყველების აღდგენა, როგორ ასრულებს ის ბრძანებებს. ნარკოზიდან, ოპერაციული ჩარევის მოცულობიდან და ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, პაციენტები 4-5 საათში იღვიძებენ, თუმცა მთელი დღის განმავლობაში მოდუნებულნი არიან, მაგრამ ამან ახლობლები არ უნდა შეაშინოს. ხშირად ხდება პირიქითაც - ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტი საკმაოდ აგზნებულია. მომატებულ გაღიზიანებას ახლობლები ხშირად იმით ხსნიან, რომ ავადმყოფს საანესთეზიო პრეპარატის ნაკლები დოზა გაუკეთდა, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მათ ემართებათ, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლიან სასმელებს ან ნარკოზამდე ფსიქოლოგიური მოშლილობანი ახასიათებდა. ასევე შეცდომა იქნება, ოპერაციის შემდეგ პაციენტის დაბნეულობა, გულმავიწყობა, მეხსიერებისა და მობილიზების უნარის დაქვეითება ტვინში სანარკოზე პრეპარატების ხანგრძლივად დარჩენას დავაბრალოთ. ანესთეზიისას გამოყენებული პრეპარატები ორგანიზმიდან ძალზე სწრაფად - 1-2 დღეში გამოიდევნება, თუმცა ოპერაციის შემდეგ 1-2 თვის განმავლობაში პაციენტებს მართლაც უჭირთ კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება, აწუხებთ მომატებული დაღლილობა და მოთენთილობა, გონებრივად ისე კარგად ვეღარ მუშაობენ, როგორც ნარკოზამდე. ეს ყოველივე უკავშირდება არა ნარკოზის მოქმედებას, არამედ ოპერაციის გართულებებს, ჟანგბადოვან შიმშილს ან ტვინის სისხლმომარაგების შეფერხებას, რაც დროთა განმავლობაში გაივლის. უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინი სხეულის ნაწილია და მას არ შეუძლია მთელი დატვირთვით იმუშაოს მაშინ, როდესაც სხეული დასუსტებულია და ძალ-ღონის აღდგენის პროცესშია.

თუ ოპერაციის შემდეგ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით უკმაყოფილო ხართ, გირჩევთ, ცოტა ხანს მოითმინოთ და ტვინი სრული სიმძლავრით არ ამუშაოთ, მისცეთ ადაპტაციისათვის რამდენიმე ხანი და გონს მოსვლის საშუალება. ანესთეზიის შემდგომ მოსალოდნელი გართულებების შესახებ იხილეთ ვრცლად