სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის

2. თუ აპირებთ ცომში ქიშმიშის დამატებას, გაავლეთ ქიშმიში ცხელ წყალში და შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ქიშმიში თანაბრად განაწილდება ცომში.

3. მაკარონი, ბრინჯი ცუდად იხარშება რძიან წვნიანში. ამ პრობლემას იოლად გადაწყვეტთ, თუ მანამდე ბურღულეულს ან მაკარონს მარილიან წყალში მოხარშავთ.

4. არასდროს ჩატოვოთ დაფნის ფოთოლი წვნიანში! ხარშვისას ის არომატს სძენს კერძებს, შემდეგ კი გემოს უფუჭებს.

5. იმისთვის, რომ ლობიო და ბარდა უფრო სწრაფად მოიხარშოს, ხარშვის პროცესში ყოველ 5-10 წუთში 1 ს/კ ცივი წყალი დაუმატეთ.

6. თუ სალათში უმი ხახვის დამატებაა საჭირო, ძალიან წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ საწურში და დაასხით მდუღარე. ის დაკარგავს სიმწარეს და ბევრად გემრიელი იქნება.

7. ომლეტი განსაკუთრებით გემრიელი და ფუმფულა გამოვა, თუ მას ცოტაოდენ საფუარს დაუმატებთ.

8. ბოსტნეულის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაყოფი არ იყოს ძალიან დიდი ზომის, ასევე კომბოსტოს არ უნდა ჰქონდეს ხასხასა მწვანე ფერის ფოთლები. ეს ნიტრატების არსებობაზე მიუთითებს!

9. თუ ბოლოკს გახეხავთ და რამდენჯერმე ცივ წყალში გაავლებთ, მას აღარ ექნება მწკლარტე გემო.

10. თუ ნამცხვარს ან ბისკვიტს ძირზე ქაღალდი მიეკრო, დაიჭირეთ ორთქლზე. ხოლო თუ ნამცხვარს ფორმიდან ვერ იღებთ, შეფუთეთ რამდენიმე წუთით სველ პირსახოცში ან დადგით ცივი წყლით სავსე ქვაბზე.

11. იმისათვის, რომ ზოგიერთი სახეობის ყველის ნაწარმი დაჭრისას არ დაიფშვნას, დანას პერგამენტის ქაღალდის თხელი ფენა შემოახვიეთ.

12. კატლეტების გაკეთება გადაწყვიტეთ და აღმოჩნდა, რომ კვერცხი არ გაქვთ? გამოიყენეთ კარტოფილის სახამებელი (250 გ ფარშზე - 1/2 სუფრის კოვზი).

13. მოხარშული ხორცი რომ არ გამოშრეს, დააფარეთ ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი, ოღონდ ძალიან ნუ შეახვევთ, რომ უჰაერო სივრცეში პროდუქტი მალე არ გაფუჭდეს.

14. რძიანი ფაფა უფრო გემრიელი და სასარგებლო იქნება, თუ ბურღულსა და რძეს ცალ-ცალკე მოხარშავთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეურევთ ერთმანეთში. ასე რძე შეინარჩუნებს ამინომჟავებს.

15. თუ წყალში, რომელშიც თევზს ხარშავთ, რძეს დაუმატებთ, თევზის არასასიამოვნო სუნი გაქრება და ის უფრო გემრიელი გამოვა.

16. ბლინების გამოცხობამდე ტაფა გულდასმით გახეხეთ მსხვილი მარილით.

17. ნიგვზიანი ტორტი კიდევ უფრო ნაზი და ჰაეროვანი გამოვა, თუ ცომში გახეხილ ვაშლს დაუმატებთ.

18. იმისათვის, რომ ფენოვანი ნამცხვარი ხილის შიგთავსით უკეთ გამოცხვეს, ცომის ქვედა ფენა რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ.

19. პურის გამოცხობა გადაწყვიტეთ, ცომი ამოვიდა და ღუმელი ჯერ მზად არ არის? ცომმა ამოსვლა რომ არ განაგრძოს, გადააფარეთ კარგად დანამული ქაღალდი.

20. ცომი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ კარგი შესახედიც უნდა იყოს. ამისთვის დაუმატეთ გაქნილი უმი კვერცხის გული. თუ ცოტაოდენ ჯინჯერის (კოჭა) ფხვნილსაც დაუმატებთ - ცომი საოცრად არომატული და ფაფუკი იქნება.

მწვანილის შენახვის ექვსი საიდუმლო

მწვანილი ნებისმიერი კერძის ინგრედიენტია, თანაც ძალიან სასარგებლო. სამწუხაროდ, შეძენიდან რამდენიმე დღეში ფუჭდება. როგორ უნდა შევინახოთ, რომ სიხასხასეც შინარჩუნოს და სასარგებლო თვისებებიც? გთავაზობთ შენახვის 6 საიდუმლოს.

1. გამოშრობა

ბევრ რესტორანში სპეციალური საშრობებიც კი არსებობს მწვანილისთვის. ეს მეთოდი მწვანილს ვარგისიანობის ვადას უხანგრძლივებს. მწვანილს უპირველესად ზედმეტი სისველე აფუჭებს, მაცივარში შედგმისას კი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა მალე აყვითლებს ფოთლებს.

სახლის პირობებში მწვანილი ქაღალდის ხელსახოცზე გააშრეთ და ისე შეინახეთ მაცივარში.

2. მაცივარი

მშვენივრად ინახავს მწვანილს, ოღონდ სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით ან ჰერმეტულ პაკეტში უნდა იდოს.

3. თაიგული

ქინძისა და ოხრახუშის ღეროები შეგიძლიათ ყვავილივით წყლიან ქილაში ამყოფოთ. ოღონდ წყალი გამოუცვალეთ და ბოლოებიც ოდნავ შეაჭერით. შენახვის ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოგადგებათ სოფელში ან აგარაკზე, სადაც მაცივარი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ისედაც აქვს პლუსი - ასე შენახული მწვანილი უფრო ცოტა ხნით, თუმცა მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

4. ქონდარი და პიტნა

ისინი ოთახის ტემპერატურაზეც კარგად ინახება, მთავარია გააშროთ. ამიტომ მათი მაცივარში შენახვა არ დაგჭირდებათ.

5. მწვანილი ზეთში

გარეცხეთ და დაჭერით მწვანილი, ჩაყარეთ ქილაში, დაასხით მცენარეული ზეთი. როცა დაგჭირდებათ, ამ ნარევით შეაზავებთ კერძს. ძალიან სასარგებლო და არომატულია.

6. გაყინვა

თუ ბევრი მწვანილი გაქვთ და მას მთელი თვე ვერ აითვისებთ, გარეცხეთ, ოდნავ შეშრეს და დაჭერით. ჩაყარეთ კონტეინერში და შედეთ საყინულეში. საჭიროებისამებრ გამოიღეთ და კერძში ჩაუშვით. საგემოვნო თვისებებზე არ იღელვოთ, გემო და არომატი არ შეეცვლება. გაითვალისწინეთ - ეს რამდენიმე წამში უნდა მოახერხოთ და კონტეინერი საყინულეში დააბრუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთლები უცებ გალღვება და ფერს შეიცვლის. მისი მეორედ გაყინვა აღარ მოგინდებათ.