მანდარინის მურაბა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მანდარინის მურაბა

უმჯობესია არჩევანი მანდარინის მურაბაზე შეაჩეროთ, რადგან არ შეიცავს ნიტრატებს მასში არსებული ლიმონმჟავის წყალობით. ამასთან, გამორჩეულია სასიამოვნო გემოთი, სურნელით და ფერით.

მანდარინის ნაყოფი და უშუალოდ მურაბაც ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ტოქსიკური ნივთიერებებისადმი, ხელს უწყობს ორგანიზმის ფუნქციონირებას ჟანგბადოვანი შიმშილის პირობებში, ამიტომ ის განსაკუთრებით სასარგებლო და აუცილებელია მწეველებისთვის.

მანდარინის რბილობი შეიცავს 90% წყალს, 1% ლიმონმჟავას, 8 % შაქარს. 100 გრამ რბილობში 25 მგ C ვიტამინია, კანში კი - 5%-მდე ეთერზეთი.

C ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმისთვის. ის დადებითად მოქმედებს იმუნურ და ნერვულ სისტემებზე, ხელს უწყობს რკინის ათვისებას, არის ანტიოქსიდანტი. მანდარინში საკმაო რაოდენობითაა „დე“ და „კა“ ვიტამინები. „დე“ ვიტამინი ბავშვებში რაქიტის საპროფილაქტიკოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა. „კა“ ვიტამინი კი სისხლძარღვთა ელასტიურობის უზრუნველსაყოფად არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მანდარინში არის „ბე“ ჯგუფის და „ა“ ვიტამინები. ისინი დადებითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციებსა და მხედველობას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თავად მურაბა საკმაოდ კალორიულია და 100 გრამი პროდუქტი მთელ 204 კკალორიას შეიცავს, ამიტომ ზომიერება დაიცავით.

მანდარინის მურაბის სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. ჩვენ გაგიზიარებთ ცნობილი ფილოლოგის, მანანა მაისურაძის მიერ რეკომენდებულ რეცეპტს, რომლითაც მურაბა ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის. ქალბატონი მანანა გვირჩევს, რომ სამურაბედ წვრილი და მკვრივი მანდარინი შევარჩიოთ.

მანდარინი ჩანგლით ფრთხილად დაჩხვლიტეთ, დაასხით მდუღარე წყალი, აცადეთ გაციება და შემდეგ გადაწურეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ. შემდეგ 1 კგ მანდარინს დააყარეთ ამდენივე შაქარი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ, გაცივდეს. ასე აკეთეთ დაახლოებით 6-ჯერ მაინც. როცა წვენი შესქელდება, ქილებში გადაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!