საახალწლო რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო რჩევები დიასახლისებს

ლამაზად მორთულ ნაძვის ხეს შეუძლია ყველა მნახველის საახალწლო განწყობის ამაღლება, ამ სტატიაში სწორედ საახალწლო ნაძვის ხის ლამაზად მორთვის შესახებ გირჩევთ.

ნაძვის ხის შერჩევა

ნაძვის ხე ყურადღებით უნდა შეირჩეს. ზოგი ცოცხალ ნაძვს ამჯობინებს, ზოგს კი ხელოვნური ურჩევნია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელს აირჩევთ, არის დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ ნებისმიერი ტიპის ნაძვის ხის შეძენისას.

ყურადღება მიაქციეთ ნაძვის ხის ფორმას. კარგად დაათვალიერეთ ხე, რაიმე ნაკლი არ ჰქონდეს, დააკვირდით მის ყოველ განყოფილებას, ნაძვის ხე უნდა იყოს სიმეტრიული და კენწეროსკენ ვიწროვდებოდეს, ასევე დააკვირდით, არ იყოს ძალიან “შიშველი”, ანუ მის განყოფილებებს (ფენებს) შორის არ იყოს ძალიან დიდი დაშორება.

გაუკეთეთ ნაძვის ხეს სადგამი და შესაფუთი. ბუნებრივი ნაძვის ხე წყლით სავსე რეზერვუარში მოათავსეთ და ისე დადგით სახლში, მაგრამ თუ ეს მოუხერხებელია, მაშინ გამოიყენეთ ნაძვის ხის სპეციალურიდასადგამები და ის ისე შეფუთეთ, რომ ჩამოცვენილი წიწვები ადვილად მოაშოროთ.

ნაძვის ხის განათება ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია ნაძვის ხის მორთვისას, ამიტომ თუ ხელოვნური ნაძვის შეძენას აპირებთ, დაფიქრდით, ხომ არ ჯობს, უკვე განათებული ნაძვის ხე შეიძინოთ და დრო, მისი განათებისთვის რომ უნდა დაგეხარჯათ, ნაძვის ხის სხვა კუთხით გაფორმებას მოახმაროთ.

ფერების შერჩევა ნაძვის ხისათვის

ფერის არჩევისას უპირველესად უნდა გაითვალისწინოთ იმ ოთახის ფერი, სადაც ნაძვის ხეს დგამთ. ნაძვის ხის ფერები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ოთახის ფერებს. არსებობს რამდენიმე გამოკვეთილი ფერი ნაძვის ხის მორთვისას და შეგიძლიათ თქვენც სცადოთ ისინი:

  • კლასიკური საახალწლო ფერები - წითელი და მწვანე. ეცადეთ მწვანე ხე მორთოთ წითელი ორნამენტებით, თუ გსურთ დამატებითი ფერის შემოტანა, ეცადეთ, ეს ფერი იყოს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი, რადგან წითელი, მწვანე და საერთოდ, ნათელი ფერები, საუკეთესოა ამ სტილში.
  • ზამთრის ფერები - ლურჯი, ვერცხლისფერი და ალისფერი. ამ ფერებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ყინულოვანი ხის იმიტაცია. თუ ამ ფერებს აირჩევთ, მაშინ თავი შეიკავეთ წითლის, ყვითლისა და ოქროსფერისაგან.
  • ლითონის ფერები - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. მეტალის ფერთა შეხამება საკმაოდ ადვილია და ისინი ნაძვის ხის განათების აქცენტირებას ეხმარება.
  • გრილი ან თბილი ფერები - გრილი ფერებისთვის უნდა გამოიყენოთ – ლურჯი, ალისფერი, ვერცხლისფერი და მწვანე. ნაძვის ხე რომ თბილი ფერებით გაფორმდეს, საჭიროა – წითელი, ფორთოხლისფერი და ოქროსფერი აქსესუარები.

თემატიკა ნაძვის ხისთვის

აუცილებელი არ არის, მაგრამ შეგიძლიათ თქვენს საახალწლო ნაძვის ხეს თემატიკაც შეურჩიოთ - ეს შეიძლება იყოს ანგელოზი, ფიფქები ან ნებისმიერი სხვა რამ. თემატიკის შერჩევა დაგეხმარებათ, ნაძვის ხე გამორჩეული და ორიგინალური იყოს.

შეიძინეთ სხვადასხვა ორნამენტით გაფორმებული ნაძვის ხის სათამაშოები. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სათამაშო საკმარისია თქვენი ნაძვისთვის, რაც მცდარია, ყოველ ახალ წელს ერთი სათამაშო მაინც უნდა შემატოთ უკვე არსებულს.

მორთეთ ნაძვის ხე პატარა ნათურებით

დიდი ნათურების ნაცვლად, ნაძვის ხე პატარა, ციმციმა ნათურებით მორთეთ. ასე მორთული ნაძვის ხე მეტად დახვეწილი და კაშკაშა იქნება, გახსოვდეთ, ყურადღება არა განათებამ, არამედ ნაძვის ხემ უნდა მიიქციოს.

არჩეული ნათურები სასურველია არ იყოს მუსიკალური და არ ეწინააღმდეგებოდეს თქვენ მიერ არჩეულ თემასა თუ ფერებს.

ნაძვის ხის მორთვის პროცედურა

საახალწლო ნაძვის ხის მორთვა დაიწყეთ ყველაზე შრომატევადი პროცედურით - ნაძვის ხის განათებით.

მორთვა უნდა დაიწყოთ ზემოდან ქვემოთ, განათება უნდა მოახვიოთ ხეს ისე, რომ თვალშისაცემი არ იყოს მისი კაბელი და თვალი მხოლოდ ნათურებს ხედავდეს.

განათება უნდა განაწილდეს თანაბრად, ამის შესაფასებლად ნაძვის ხეს ცოტა შორიდან შეხედეთ და დააკვირდით, სადმე მეტად განათებული ან ჩაბნელებული ადგილები ხომ არ დაგრჩათ.

ნაძვის ხეზე განათების დამაგრების შემდეგ შეგიძლიათ ის მძივებით ან ლენტებით მორთოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი:

ნუ მორთავთ ნაძვის ხეს ე.წ. “წვიმებით”, რადგან ამ სტილის ნაძვის ხეები აღარ არის მოდური...

მოათავსეთ ხის კენწეროზე სათამაშო. სათამაშოების ჩამოკიდებამდე კენწეროს მორთვა შესაძლოა არასერიოზულად ჩანდეს, მაგრამ ამგვარი ქმედება გაგიმარტივებთ სათამაშოების ხეზე სწორად და გემოვნებით განთავსებას. კენწეროსთვის განკუთვნილი გავრცელებული აქსესუარებია:

  • ვარსკვლავი;
  • ანგელოზი;
  • ლამაზი ბაფთა;
  • დიდი ფიფქი;
  • ქრისტიანული ჯვარი (საქართველოში - ნაკლებად).

ბოლოს ნაძვის ხე სათამაშოებით მორთეთ. სათამაშოები ნაძვის ხის ყველაზე დელიკატური ატრიბუტებია, ამიტომ მათ ჩამოკიდებამდე ცოტა დაისვენეთ. ნაძვის ხის მორთვა დაიწყეთ ზემოდან ქვემოთ, სათამაშოები გადაანაწილეთ თანაბრად.

თუ შუშისა და სხვადასხვა სპეციალური მასალის სათამაშოები გაქვთ, თავდაპირველად შუშისები დაკიდეთ, შემდეგ კი სხვა მოსართავები შეუხამეთ.

თუ სახლში შინაური ცხოველი ან პატარა ბავშვია, ხის ძირს ნუ შეავსებთ ძვირფასი სათამაშოებით, რომლებიც ცხოველმა ან ბავშვმა შეიძლება მარტივად ჩამოაგდოს, ეს ადგილი, სათამაშოს ნაცვლად, დამატებითი განათებით ან მძივით შეავსეთ.

დაიმახსოვრეთ, რომ სტანდარტული სათამაშოების გარდა, ნაძვის ხეზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ სხვადასხვა ტკბილეული, რაც ძალიან მოსწონთ ბავშვებს, შესაძლებელია ნაძვის ხისთვის ბუნებრივი გირჩების ან ხილის შეხამებაც.

სასარგებლო რჩევები

  • არ არის აუცილებელი ყველა სათამაშო ერთიანად დაჰკიდოთ ხეს, გადატვირთულს ხშირად ხალვათი ნაძვის ხე სჯობს;
  • მომავალი წლის სათამაშოები ახალი წლის შემდეგ შეიძინეთ, როდესაც ისინი ძალიან გაიაფდება;
  • განსაკუთრებით ძვირფასი სათამაშოები რომ არ გაგიტყდეთ, ჩამოხსნის შემდეგ ყუთში შეინახეთ;
  • საახალწლო ნაძვის ხეს შესაძლოა ცეცხლი გაუჩნდეს,ამიტომ ნუ გადატვირთავთ განათებით, ბუნებრივ ხეს კი ნუ დადგამთ მშრალ ადგილას.